AR3000, BTU 18, HD ფილტრი, სწრაფი გაგრილება, ციფრული ინვერტორი
ამცირებს ენერგომოხმარებას
ელექტროენერგიის დაზოგვა
დაზოგე ელექტროენერგიის გადასახადებისთვის შენი ყოველდღიური ხარჯები, ციფრული ინვერტორული ტექნოლოგიის მქონე კონდიციონერის გამოყენებით. ეს კონდიციონერი ინარჩუნებს საჭირო ტემპერატურას ელექტროძრავის ხშირი ჩართვისა და გამორთვის გარეშე, რაც ამცირებს კვების ქსელში ძაბვის ნახტომებს. გარდა ამისა, მასში გამოყენებულია ძლიერი მუდმივი მაგნიტები და სპეციალური მაყუჩი, რაც ამცირებს სამუშაო ხმაურის დონეს, ზრდის სამუშაო რესურსს და საშუალებას გაძლევს, შეამცირო ენერგომოხმარება.
უფრო სწრაფად აგრილებს ჰაერს ოთახში
სწრაფი გაგრილება
სწრაფად და ეფექტურად აგრილებს ჰაერს ოთახში. სწრაფი გაგრილების რეჟიმში ვენტილატორი მუშაობს მაქსიმალური სიჩქარით, რის შემდეგადაც, ვენტილატორის ბრუნვის სიჩქარე მცირდება. შედეგად, ოთახში ჰაერი უფრო სწრაფად გრილდება ან თბება, ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმში და სასურველი ტემპერატურა მიიღწევა უმოკლეს დროში. ეს საშუალებას გაძლევს, სწრაფად იგრძნო შვება შენობის გარეთ მაღალი ტემპერატურის პირობებში ყოფნის შემდეგ.
ისუნთქე სუფთა ჰაერი
HD ფილტრი
დარწმუნდი, რომ ჰაერი, რომელსაც სუნთქავ ყოველთვის არის სუფთა. HD ფილტრი იჭერს ჰაერში შეჩერებულ დამაბინძურებლებს და ალერგენებს, როგორიცაა მტვერი, სპორები და შინაური ცხოველების ბეწვი. გარდა ამისა, ეს ფილტრი შეგიძლია გარეცხო და ამისათვის საჭიროა, მხოლოდ გადაავლო მას წყალი და იგი კვლავ მზად არის ხელახლა გამოსაყენებლად.
დატკბი მშვიდი ძილით
ფუნქცია "Good sleep"
მშვიდი ძილი ყოველ ღამე! ძილის რეჟიმი "მშვიდი ძილი" ავტომატურად აკონტროლებს და მაღალი სიზუსტით ინარჩუნებს ტემპერატურას, იდეალურ პირობებს ქმნის შენი ძილის თითოეული ფაზისთვის. შედეგად, იღებ ძილის ძვირფას წუთებს და გამოძინების სასიამოვნო განცდას.
აგრილებს თითოეულ კუთხეს
ჰაერის ნაკადის ავტომატური რეგულირება ორი მიმართულებით
ქმნის კომფორტულ ჰაეროვან ატმოსფეროს ოთახის ყოველ კუთხეში. ჟალუზის ორი მიმართულებით გადაწევის ფუნქცია ავტომატურად აკონტროლებს ჰაერის ნაკადის მიმართულებას, რის შედეგადაც, ჰაერი სწრაფად და თანაბრად ნაწილდება ოთახის სივრცის გასწვრივ, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად კომფორტულ ატმოსფეროს.
ხანგრძლივი გაგრილება
DuraFin+ საფარი
დარჩი კომფორტული სიგრილის პირობებში ბევრად მეტხანს. DuraFin+ საფარი იცავს კონდენსატორს ჟანგისგან, რაც უზრუნველყოფს თბოგადამცემის ოპტიმალურ მუშაობას. მისი საუკეთესო ანტიკოროზიული თვისებები დადასტურებული იყო Salt Spray Test (SST)* (მარილის შესხურების) 480-საათიანი ტესტის დროს.
* ტესტები ჩატარდა AR12TXFCAWKNEU, AR13TYHYAWKNST მოდელებზე.
მახასიათებლები
-
სიცივის წარმადობა (ბსე/სთ) 18000 ბსე/სთ
-
წარმადობა (გაგრილების სისტემა, კვტ.) 5.28 კვტ
-
ნეტო ზომები (სიგანეxსიმაღლეxსიღრმე, გარე ბლოკი) 805x554x330 მმ
მხარდაჭერა
იხილე პასუხები შენს კითხვაზე პროდუქტთან დაკავშირებით
-
მომხმარებლის ინსტრუქციები (User Manual (English, Italian, Hungarian, Greek))
- ვერსია 1.0
- 58.98 MB
- 24-07-2024
ინგლისური
{{family.currentModel.displayName}}
{{family.currentModel.modelCode}}
Price with discount: {{model.prices.currentPriceDisplay}}
Price before: {{model.prices.priceDisplay}}
-
{{summary.title}}
-
{{summary.title}}
შეადარე მოდელები
შეადარე მსგავს მოწყობილობებს