გამოიყენე ფიტნეს მრიცხველები შენი მოტივაციის გასაძლიერებლად და არა შფოთვისთვის
განახორციელე შენი ვარჯიშისთვის დასახული მიზნები "reset" ღილაკზე ხელის დაჭერით, რაც გასწავლის აქტივობის მონიტორების გამოყენებას.
თუ შენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნები, რომლებიც ახალი წლის დადგომამდე ვარჯიშს იწყებენ, რა თქმა უნდა, გეცოდიენება ფიტნეს მრიცხველების შესახებ, რომლებიც დაგეხმარება შენი აქტივობების ეფექტურობის განსაზღვრაში. თუმცა, მაშინ, როცა არ ვარჯიშობ, გამუდმებით შენი პროგრესის შემოწმება და შეტყობინებების მიღება შფოთვის და ნერვიულობის მომტანია.
კარგი ამბავი: აქტივობის მონიტორის გამოყენების ბევრი გზა არსებობს, იდეალური ბალანსის შესანარჩუნებლად, თვითკონტროლსა და საკუთარი თავის თანაგრძნობას შორის. აქ რამდენმე გზა არის მოცემული.
გადახედე შენს პირად მიზნებს
შენი ნაბიჯების დათვლა შესაძლოა ძლიერი ინსტრუმენტი იყოს, მაგრამ რა არის შენი მიზნები ციფრების იქით? დააკვირდი შენს შინაგან მიზნებს და თუ რატომ არის ეს მიზნები შენთვის მნიშვნელოვანი. თუ გინდა რომ დაიკლო წონაში, დაივიწყე საზოგადოებრივი სტანდარტები და ფოკუსირდი იმაზე, რაც შენთვის არის მნიშვნელოვანი. ეს შეიძლება დაიწყოს შენი სხეულის შეყვარებით და სტრესისგან გათავისუფლებით, რისი მეშვეობითაც შესაძლებლობა გექნება შენს მეგობრებთან ერთად ირბინო ან ფიტნესის გაკვეთილებს შეუერთდე. შენი ღრმა მოტივაციის გაცნობიერებით, შენს მიზნებსაც სხვაგვარად შეხედავ.
იპოვე ვარჯიშის ტიპი, რომელიც გიყვარს
არ გიყვარს სავარჯიშო დარბაზში წონებით ვარჯიში ან საკუთარი თავისთვის ბოლო კილომეტრის გარბენის დაძალება? გრძნობ, რომ 20 აწევის გაკეთება გიწევს მაშინაც კი როცა ფიქრობ, რომ ფორმაში არ ხარ? ჩვენ ხშირად მოლოდინებს უფლებს ვაძლევთ განსაზღვროს ჩვენი ვარჯიშის ტემპი და ვფოკუსირდებით იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ და არა იმაზე, თუ რისი გაკეთება გვინდა.
სხვადასხვა ფიტნეს პროგრამები ხელმისაწვდომია Samsung Health, შენ შეგიძლია ყველაფერი ცადო სანამ იპოვი იმას, რითაც ნამდვილად ისიამოვნებ. მნიშვნელობა არ აქვს ეს გაწელვები იქნება, კიკბოქსინგი თუ ველოსიპედით სიარული. შენ შეგიძლია 90-მდე ვარჯიშს თვალი ადევნო Galaxy Watch4 ფორმის შესანარჩუნებლად და საკუთარი მიზნების მისაღწევად.
თავი აარიდე SMART მიზნებით გადატვირთვას
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები თავიანთ მიზნებს ებრძვიან, ეს იქნება ფიტნესთან დაკავშირებული მიზნები თუ სხვა, მდგომარეობს იმაში, რომ ისინი საკმარისად კონკრეტულები არ არიან. დაისახე სმარტ მიზნები.
სმარტ ნიშნავს კონკრეტულს, გაზომვადს, მიღწევადს შესაბამისს და დროულს. ეს გამოცდილი და ნამდვილი მეთოდი გეხმარება მკაფიო მიზნის დასახვასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში. მაგალითად, ვთქვათ, რომ გინდა უფრო ჯანმრთელი იყო. აი როგორ შეიძლება დაისახო სმარტ მიზანი ამ საკითხის გარშემო.
კონკრეტული: აირჩიე ერთი გზა შენს მიზანთან მისაახლოებლად-მაგალითად, ივარჯიშე რეგულარულად.
გაზომვადი: რაოდენობრივად განსაზღვრე შენი მიზანი, რაც ფოკუსირებაში დაგეხმარება. შეიძლება ეს კვირაში 5 კილომეტრის გარბენა იყოს.
მიღწევადი: გაცდი საერთო სურათს და იფიქრე რეალისტურ გზებზე შენი მიზნის მისაღწევად. ეს შეიძლება ნიშავდეს უფრო პატარა მიზნების დასახვას (მაგალითად, კვირაში ორი დღე 1 კილომეტრის გარბენა) და იმუშავე საკუთარ თავზე უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.
შესაბამისი: გადახედე შენს მოტივაციას მიზნის მიღმა. შესაძლოა გამძლეობის გაზრდა გსურს, ასე რომ შეგიძლია 10 კმ-ის გარბენა შენს მეგობრებთან ერთად.
დროული: დაუსახე საკუთარ თავს ვადა, რათა მოქმედებისთვის მოტივაცია გქონდეს. უბრალოდ, დაიმახსოვრე, რომ საკუთარ თავთან იყო რეალისტური და გულწრფელი. ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ შენი მიზნები შეიძლება შეიცვალოს და ეს ნორმალურია. ეს შეგიძლია ნებისმიერ დროს დაარეგულირო.
პასუხისმგებლობისთვის დაეყრდენი მეგობრებს
მეგობრებთან ვარჯიშს ბევრი უპირატესობა აქვს. მაგალითად, ერთმანეთს მოტივაციას უნარჩუნებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ გარკვეულ მეგობრულ შეჯიბრებებზე, რაც შეიძლება შენი რეგულაური რუტინის სახალისოდ გადაქცევაშ დაგეხმაროს.
საკუთარი ფიტნეს გუნდის შესაქმნელად გამოიყენე Together (ერთიანობის) ფუნქცია Samsung Health-ის აპლიკაციაში, ჯგუფური გამოწვევების შესაქმნელად, სადაც შენ და შენი მეგობრები ერთმანეთს ჯგუფურად შეეჯიბრებით და გარკვეული რაოდენობის ნაბიჯებს რაოდენობას მიაღწევთ. შენ ასევე შეგიძლია მონაწილეობა მიიღო Samsung Health-ის მიერ ორგანიზებულ ყოველთვიურ გლობალურ გამოწვევებში, ახალი ნაბიჯების და ეტაპების მისაღწევად.
მიეცი საკუთარ თავს დასვენების დღეები
(შენ ამის უფლება გაქვს)
სამსახურს, სკოლასა და სხვა პასუხისმგებლობებს შორის, არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ ვარჯიშის არც ერთ დღეს არ გამოტოვებ. სწორედ ამიტომ, საკუთარი თავისთვის ნებართვის მიცემა, გამორთო შეტყობინებები და აქტივობის მონიტორი, აუცილებელია.
თუ იცი, რომ არ გაისერინებ, არ ივარჯიშებ ან უბრალოდ დიდად არ იმოძრავებ (ვთქვათ, რომ გამოცდისთვის ემზადები ან თავს კარგად არ გრძნობ), ყველა პროგრამული შეტყობინება გამორთე შენს Galaxy Watch4-ზე, რათა თავიდან აიცილო შეტყობინებები, რომლებიც სიარულს, დგომას ან ვარჯიშს გახსენებს. ამ გზით შეგიძლია ფოკუსირდე იმაზე, რაც პირველ რიგში უნდა გააკეთო: შენს კეთილდღეობაზე.
(იცხოვრე აწმყოთი)
დაგეგმე დასვენების დღეებიც
უქმე დღეების დაგეგმვა შენს კალენდარში შესაძლოა შენთვის მოტივაცია გახდეს-ისევე როგორც არდადეგებისადმი ან დიდი ღონისძიებისადმი მოლოდინი. იფიქრე დასვენების დღეებზე, როგორც ვარჯიშის აუცილებელ ნაწილზე, რაც შენს სხეულს დასვენების საშუალებას აძლევს. ჩანიშნე შენი ოფიციალური დასვენების დღე Galaxy-ის მოწყობილობაზე და დააყენე შეტყობინება, რომელიც ამ დღეებს შეგახსენებს.
- ¹კონკრეტული მესამე მხარის კონტენტი, რომელიც ხელმისაწვდომია Samsung Health-ზე, შესაძლოა გამოწერის საფასურს მოითხოვდეს.
- ² Samsung-ის ანგარიშში შესვლა და მონაცემთა ქსელური კავშირი (ინტერნეტ კავშირი) საჭიროა.