ADHUB
Samsung რუსეთის ლოკალური კონფიდენციალურობის პოლიტიკა. დამატება AdHub-ისთვის.
Samsung-ის AdHub სერვისი რეკლამის განმთავსებლებს საშუალებას აძლევს, მისწვდნენ Samsung-ის მომხმარებლებს Samsung-ისა და მესამე მხარის სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის ინტერნეტში, მობილურ მოწყობილობებზე, ტაბლეტებზე და ტელევიზორებზე. ამავე დროს, AdHub საშუალებას აძლევს რეკლამის განმთავსებლებს გაჩვენონ შენზე მორგებული რეკლამები იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც Samsung იღებს შენზე, შენი მოწყობილობისა და ინტერნეტში შენი ონლაინ აქტივობების შესახებ.
ჩვენ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვაზიარებთ და ვინახავთ AdHub-ის მეშვეობით მიღებულ ინფორმაციას Samsung-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი გზით. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება AdHub-ზე, თუმცა ეს დამატება შეიცავს დამატებით ინფორმაციას AdHub სერვისის მიერ გამოყენებული კონფიდენციალურობის დაცვის მეთოდების შესახებ და განმარტავს შენს შესაძლებლობებს ამ მეთოდებთან დაკავშირებით.
AdHub სერვისით შეგროვებული ინფორმაცია
ინფორმაცია მოწყობილობების შესახებ
როდესაც იყენებ Samsung-ის მომსახურებას, რომელიც მოიცავს AdHub-ის მიერ მოწოდებულ რეკლამებს, AdHub იღებს გარკვეულ ინფორმაციას შენი მოწყობილობის შესახებ. ეს ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს მოწყობილობის მოდელს, IMEI ნომერს და მოწყობილობის სხვა უნიკალურ იდენტიფიკატორებს, MAC მისამართს, IP მისამართს, ოპერაციული სისტემის ვერსიას და პარამეტრებს.
გარდა ამისა, როდესაც პირველად ეწვევი სერვისს, რომელიც აჩვენებს AdHub რეკლამებს, AdHub სერვისი შენი მოწყობილობას მიანიჭებს შემთხვევით შერჩეულ ID-ს, რომელიც გაიგზავნება AdHub-ზე ყოველ ჯერზე, როცა შენი მოწყობილობა მიიღებს ახალ AdHub რეკლამას. ეს საშუალებას აძლევს AdHub სერვისს ამოიცნოს შენი მოწყობილობა სხვადასხვა ვებსაიტებზე სტუმრობისას ან აპლიკაციების გამოყენებისას და გაჩვენოს რეკლამები, რომლებიც შეესაბამება შენი საჭიროებებსა და ინტერესებს.
AdHub-მა შესაძლოა ნაწილობრივ შეაგროვოს ზოგიერთი ინფორმაცია ქუქიების (cookies), ვებ-შუქურების (web-beacons) და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ მუშაობს ეს ფუნქციები და როგორ შეგიძლია აკონტროლო მათი გამოყენება, იხილე Samsung-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
ინფორმაცია რეკლამის შესახებ
ოდესაც AdHub გაჩვენებს რეკლამას, ის აფიქსირებს იმ ფაქტს, რომ შენმა მოწყობილობამ მიიღო ეს რეკლამა და ასევე აფიქსირებს ვებ გვერდს ან სხვა ადგილს, სადაც ის ნახეთ.
მესამე მხარის პარტნიორებისთვის მიწოდებული ინფორმაცია
AdHub-მა შეიძლება მიაწოდოს ინფორმაცია მესამე მხარის პარტნიორებს მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ, რომლებიც ნახულობენ გარკვეულ რეკლამებს (ან გარკვეულ სარეკლამო კამპანიებს). ეს ინფორმაცია მხოლოდ მთლიანობაში არის მიწოდებული, ანუ მოწყობილობის ინფორმაცია არ არის გაზიარებული რეკლამის განმთავსებელთან.
სხვა კომპანიების მიერ შეგროვებული ინფორმაცია
მესამე მხარის რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ვებ შუქურები (web beacons), მათ შორის ქუქიები (cookies) და მსგავსი ტექნოლოგიები რეკლამებში, რათა შეაგროვონ ინფორმაცია იმათ შესახებ, ვინც ნახულობს მათ რეკლამებს. Samsung არ აკონტროლებს მონაცემთა შეგროვების მეთოდებს და ამ კომპანიების მიერ მონაცემთა გამოყენებას. ამ კომპანიებიდან ზოგიერთი მონაწილეობს ინდუსტრიის პროგრამებში, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებელს მისცეს არჩევანის საშუალება მიიღოს თუ არა მიზანმიმართული რეკლამა. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიო Network Advertising Initiative [https://thenai.org/] და Digital Advertising Alliance [http://www.aboutads.info/] ვებგვერდებს.
არჩევანის შესაძლებლობა
შეგიძლიათ უარი თქვა მიზნობრივი AdHub რეკლამების მიღებაზე: [https://account.samsung.com/membership/service/adsCombination.do]. გთხოვთ, გაითვალისწინო, რომ უარის თქმის შემთხვევაში, კვლავ ნახავ რეკლამებს, თუმცა ეს ნაკლებად შეგაწუხებს, რადგან არ იქნება დაფუძნებული შენს ინტერესებზე.