SMARTTV

Samsung-ის ადგილობრივი კონფიდენციალურობის პოლიტიკა - SmartTV დანამატი

Samsung-ის SmartTV სერვისი გთავაზობს უამრავ ფუნქციას, რომელიც უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ ვიდეო კონტენტს, ინდივიდუალურ სატელევიზიო არხებს, ფილმებს და სხვა კონტენტის რეკომენდაციებს, სოციალურ მედიასთან კავშირს და SmartTV ტელევიზორის ჟესტებისა და ხმოვანი ბრძანებების გამოყენებით მართვის შესაძლებლობას. ჩვენ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვაზიარებთ და ვინახავთ SmartTV-ით მიღებულ ინფორმაციას, Samsung-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი მეთოდებით. ამ დოკუმენტში მოცემულია დამატებითი ინფორმაცია SmartTV-ის გარკვეულ ფუნქციებთან დაკავშირებული კონფიდენციალურობის წესების შესახებ.

 

რეკომენდაციები და ინდივიდუალურად შერჩეული კონტენტი

SmartTV სერვისის მიზანია დაგეხმაროს ვიდეო პროგრამების და სხვა კონტენტის მარტივად პოვნასა და წვდომაში. მაგალითად, შეგიძლია მიიღო ინფორმაცია საკაბელო ან სატელიტური ოპერატორის მიერ მოწოდებული სატელევიზიო პროგრამების შესახებ, ასევე ვიდეომასალებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია მოთხოვნისამებრ, ან გთავაზობს კონტენტის გარე მომწოდებლებს, კატალოგების და ძებნის მხარდაჭერის მეშვეობით, ყველაფერი SmartTV-ს ეკრანიდან.

პირდაპირი სატელევიზიო გადაცემების შემთხვევაში, შენთვის ხელმისაწვდომ კონტენტს ნაწილობრივ განვსაზღვრავთ შენი საფოსტო კოდით. ამასთან, SmartTV სერვისი ეხმარება საძიებო კატალოგებს და სხვა SmartTV კონტენტს შენთვის უფრო რელევანტური გახადოს იმ პროგრამების და შინაარსის გამოყოფით, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოს, როგორიცაა გამოტოვებული სერიები და ეპიზოდები, ასევე ახალი პროგრამები, აპლიკაციები და სხვა კონტენტი, რომელიც ვფიქრობთ შესაძლოა შენთვის საინტერესო იყოს. ჩვენი რეკომენდაციები ეფუძნება შემდეგ მონაცემებს:

 

- ინფორმაცია შენს სმარტ ტელევიზორზე ან სხვა მოწყობილობებზე Samsung-ის აპლიკაციების მეშვეობით ნანახი, შეძენილი, გადმოწერილი ან კონტენტის შესახებ;

- ინფორმაცია აპლიკაციების შესახებ, რომლებზეც შედიხარ SmartTV პანელებით;

- ინფორმაცია ""მოწონების"" ღილაკების არჩევის შესახებ. Dislike, View Now და სხვა SmartTV ღილაკები;

- საძიებო მოთხოვნები, რომლებსაც შეიყვან SmartTV სერვისში, მათ შორის კონკრეტული ვიდეო კონტენტის ძიებისას;

- SmartTV-ის გამოყენების და მოწყობილობის შესახებ სხვა ინფორმაცია, IP მისამართი, ქუქი-ფაილებში შენახული ინფორმაცი და მსგავსი ტექნოლოგიები. ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს შენი აპარატურის ან პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურაციას, ბრაუზერის ინფორმაციას და მოთხოვნილ გვერდებს.

ამასთან, თუ ჩართავ შენს SmartTV-ზე ნანახი ვიდეო ნაკადების შესახებ ინფორმაციის შეგროვების ფუნქციას, ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ ეს ინფორმაცია, ასევე დამატებითი ინფორმაცია ქსელის, არხების და პროგრამების შესახებ, რომლებსაც უყურებ SmartTV-ით. ამ ინფორმაციას ვიყენებთ SmartTV სერვისზე შემოთავაზებული რეკომენდაციების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

გახსენით SmartTV პარამეტრების მენიუ, იხილეთ შესაძლო ხელმისაწვდომი ოფციები, თუ არ გსურთ გააგრძელოთ პერსონალიზებული რეკომენდაციების მიღება SmartTV სერვისისგან. თუ გამორთავთ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს, SmartTV სერვისზე ნაჩვენები ინფორმაცია და კონტენტი შეიძლება არ იყოს შენთვის საინტერესო. Samsung კვლავ შეძლებს შეაგროვოს ინფორმაცია შენი SmartTV-ის გამოყენების შესახებ Samsung-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული მიზნებისთვის.

ხმის ამოცნობა

მართე SmartTV და გამოიყენე მისი მრავალი ფუნქცია ხმოვანი ბრძანებებით.

თუ ჩართავ ხმის ამოცნობას, შეგიძლია მართო SmartTV ხმით. ხმის ამოცნობის გააქტიურებისთვის, რამდენიმე ხმოვანი ბრძანება (შენი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია, მოწყობილობების ID-ების ჩათვლით) შეიძლება გადაეცეს მესამე მხარის სერვისს, რომელიც გარდაქმნის ხმად ან კოდად, რომელიც საჭიროა ხმის ამოცნობის ფუნქციის მუშაობისთვის. ამასთან, Samsung-მა შეიძლება შეაგროვოს და შენს მოწყობილობას შეუძლია ჩაიწეროს ხმოვანი ბრძანებები და შესაბამისი ტექსტები, რათა მოგაწოდოს ხმის ამოცნობის ფუნქციები, ასევე შეაფასო და გააუმჯობესო მათი მუშაობა. გთხოვ გაითვალისწინო, რომ თუ შენ მიერ წარმოთქმული სიტყვები შეიცავს პირად ან კონფიდენციალურ ინფორმაციას, ეს ინფორმაცია ჩაიწერება და მესამე მხარეს გადაეცემა მონაცემებთან ერთად, როდესაც იყენებ ხმის ამოცნობას.

თუ არ ჩართავ ხმის ამოცნობის ფუნქციას, ვერ შეძლებ ინტერაქტიული ფუნქციების გამოყენებას, თუმცა შეგიძლია მართო ტელევიზორი გარკვეული წინასწარ დაყენებული ხმოვანი ბრძანებებით. მიუხედავად იმისა, რომ Samsung არ შეაგროვებს შენს მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, მაინც შეიძლება შეაგროვოს შესაბამისი ტექსტური ინფორმაცია და სხვა მონაცემები სერვისის შეფასების და გაუმჯობესების მიზნით.

შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამორთოთ ხმის ამოცნობის მონაცემთა შეგროვების ფუნქცია პარამეტრების მენიუდან. თუმცა, ვერ შეძლებთ ხმის ამოცნობის ზოგიერთი ფუნქციის გამოყენებას.

ჟესტების მართვა და სახის ამოცნობა       

SmartTV აღჭურვილია კამერით, რომელიც საშუალებას გაძლევ, ისარგებლო გარკვეული ფუნქციებით, მათ შორის ტელევიზორის ჟესტებით კონტროლის და სახის ამოცნობის ტექნოლოგია Samsung ანგარიშში შესასვლელად. შეგიძლია ნებისმიერ დროს დახურო და გამორთო კამერა, თუმცა გაითვალისწინე, რომ გაფართოებული ფუნქციები არ იქნება ხელმისაწვდომი, როდესაც კამერა გამორთულია.

ჟესტებით მართვა.  SmartTV-ის ჟესტებით მართვისთვის, SmartTV-ის კამერას შეუძლია ამოიცნოს შენი მოძრაობები, რითაც გაქვს ნავიგაციის შესაძლებლობა, პანელებს შორის, მასშტაბირება და შემცირება. ჩვენ ჩავიწერთ ინფორმაციას , თუ როდის და როგორ ხდება ჟესტებით მართვა, ამ სისტემის მუშაობის შესაფასებლად და გასაუმჯობესებლად.

Სახის ამოცნობა. SmartTV კამერა ასევე საშუალებას გაძლევ, შეხვიდე Samsung-ის ანგარიშში ან გარკვეულ სერვისებში, რომლებსაც აქვთ სახის ამოცნობის მხარდაჭერა. შეგიძლია გამოიყენო სახის ამოცნობა პაროლის ხელით შეყვანის ნაცვლად, ან მასზე დამატებით, როგორც უსაფრთხოების დამატებითი ზომა. სახის ამოცნობის ეტაპების დასრულების შემდეგ, შენი სახის გამოსახულება ლოკალურად შეინახება ტელევიზორში. არ იგზავნება Samsung-ში. თუ წაშლით Samsung ანგარიშს ან აღარ გსურთ სახის ამოცნობის ფუნქციით სარგებლობა, შედით შესაბამისი პარამეტრების მენიუში, შენახული სურათის წასაშლელად. მიუხედავად იმისა, რომ შენი ფოტო ინახება ლოკალურად, Samsung-მა შეიძლება ჩაიწეროს, რომ დააყენეთ ეს ფუნქცია და შეაგროვოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და როგორ იყენებთ ფუნქციას, შეფასბეის და გაუმჯობესების მიზნით.

ფისტეს მომსახურებები

პერსონალური ტრენინგის რეკომენდაციების უზრუნველსაყოფად, SmartTV სერვისები საშუალებას გაძლევს, შექმნა პროფილი, რომელიც შეიცავს შენ შესახებ გარკვეულ საბაზისო ინფორმაციას - სიმაღლეს, წონას და დაბადების თარიღს. პროფილის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია სერვისის პარამეტრების ეკრანზე არსებული ინსტრუქციით.

მომსახურებები ბავშვებისთვის

SmartTV-ს სერვისებმა შეიძლება შემოგთავაზონ საგანმანათლებლო ვიდეოები და სხვა კონტენტი ბავშვებისთვის, თუმცა ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას ბავშვებზე, მშობლების თანხმობის გარეშე, თუ ეს კანონით აკრძალულია. თუ შევიტყობთ, რომ ბავშვმა მოგვაწოდა პირადი ინფორმაცია, წავშლით მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მესამე მხარეები და ორგანიზაციები

გთხოვ, გაითვალისწინო, რომ როდესაც უყურებ ვიდეოს, ან შედიხარ მესამე მხარის აპლიკაციებში ან კონტენტში, სერვისის შესაბამის პროვაიდერს შეუძლია შეაგროვოს ინფორმაცია შენი SmartTV-ის შესახებ (მაგ. IP მისამართი და მოწყობილობის ID), მოთხოვნილი ოპერაცია (მაგ. ვიდეოს შეძენა ან გაქირავების მოთხოვნა) და შენ მიერ აპლიკაციის ან სერვისის გამოყენების შესახებ. Samsung არ არის პასუხისმგებელი სერვისის პროვაიდერების მიერ კონფიდენციალურობის დაცვაზე და უსაფრთხოებაზე. გთხოვ გამოიჩინო სიფრთხილე და გაეცნო კონფიდენციალურობის განცხადებებს მესამე მხარის ვებსაიტების და სერვისების შესახებ.

ლოკალური მახასიათებლები

გთხოვ, მიაქციო ყურადღება, რომ SmartTV აპლიკაციის ზოგიერთი ზემოთ მოცემული ფუნქცია შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი შენს ქვეყანაში.