RS8000 F/L Side by Side მაცივარი Twin Cooling™ ტექნოლოგიით, 634 ლ
key features
-
ტექნოლოგია SpaceMax™
-
Smart Conversion™
-
Twin Cooling Plus™
-
გაგრილება/გაყინვა
მეტი სივრცე და სიჯანსაღე
მეტი ზომა, იგივე მოცულობა
ტექნოლოგია SpaceMax™
შეინახე მეტი პროდუქტი საკმაოდ ტევად 634 ლიტრიან ინტერიერში უნიკალური SpaceMax™ ტექნოლოგიის მეშვეობით, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ მეტი შიდა მოცულობა თბოიზოლაციით აღჭურვილი თხელი კედლების საშუალებით ისე, რომ მაცივრის ენერგოეფექტურობა არ შემცირდეს.
*მოცულობა იცვლება მოდელის მიხედვით
ტენიანობა, დამოუკიდებელი გაგრილების სისტემით
Twin Cooling Plus™
სისტემა Twin Cooling Plus არეგულირებს ტემპერატურას, აბალანსებს სიგრილესა და ტენიანობას, სამაცივრე და საყინულე სივრცეებში დამოუკიდებელი გამაგრილებელი სისტემის წყალობით, სუნები ერთმანეთში არ ირევა, პროდუქტები კი ჯანსაღი რჩება.
* დაფუძნებულია შიდა კვლევებზე ტრადიციულ გაგრილების სისტემებთან შედარებით.
ჰარმონიული და დახვეწილი დიზაინი
ჩასაშენებელი
მიანიჭე შენს სახლს დახვეწილი და თანამედროვე იერსახე. ჩაშენებული მაცივარი იდეალურად ერგება შენი ხის ავეჯს და ქმნის სამზარეულოს შთამბეჭდავ ინტერიერს. მინიმალისტური დიზაინი აერთიანებს ბრტყელ კარებს, შიდა სახელურებს, შიდა ეკრანს, ღვინის ბრტყელ თაროს და ნაცრისფერი შეფერილობის სათავსოებს.
* არჩევითი. ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ მოდელებზე.
ნაკლები დაკარგული ადგილი, მეტი სივრცე პროდუქტებისთვის
ბრტყელი ჰაერგამტარი
მიიღე მეტი სივრცე ისე, რომ არ შეამცირო მაცივრის მუშაობის ეფექტურობა. ტრადიციული ჰაერგამტარებისგან განსხვავებით, თხელი გაგრილების სისტემა გვერდითა კედელში სრულიად ბრტყელია, რაც ამცირებს გამოუყენებელ სივრცეს და ზრდის ადგილს პროდუქტების შესანახად. თუმცა, ისევე ეფექტურად აგრილებს პროდუქტებს, შესაბამისად ყველაფერი ახალი და გემრიელი რჩება.
იდეალური წვდომა
მარტივი წვდომის კონტროლი
ისიამოვნეთ ელეგანტური, მაგრამ მარტივი კონტროლით, მაშინაც კი, თუ შეზღუდული მოძრაობა გაქვთ. მარტივი წვდომის კონტროლი აძლიერებს მინიმალისტურ დიზაინს, რადგან ის დისკრეტულად იმალება შიგნით. სამართავი ხელმისაწვდომია, თუნდაც ინვალიდის ეტლიდან, და გამოსაყენებელია ერთი ხელით, რაც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უკეთ ხელმისაწვდომობას.
ნაკლები ხმაური და ენერგია
ციფრული ინვერტორის ტექნოლოგია
დატკბი ნაკლები ხმაურითა და მეტი ენერგოეფექტურობით. ტრადიციული კომპრესორებისგან განსხვავებით, ციფრული ინვერტორული კომპრესორი გაგრილების საჭიროების მიხედვით ავტომატურად ცვლის სიჩქარეს. ამიტომ, მაცივარი ბიბლიოთეკაზე ჩუმადაც კი მოგეჩვენება. ხმაურის დონე - მხოლოდ 37 დეციბელი. ის ასევე მორგებულია ელექტროენერგიის ახალ რეგულაციებს და ზოგავს შენს ხარჯებს.
მუდმივი სიჯანსაღე
შეუნარჩუნე პროდუქტებს პირველადი სახე, გემო და სუნი უფრო დიდხანს. თითოეული განყოფილების დამოუკიდებელი გაგრილების სისტემა ყველა კუთხეს თანაბრად აგრილებს. იზოლაციის უახლესი სისტემა ამცირებს ტემპერატურის ცვალებადობას, მიუხედავად იმისა, რამდენად ცივა ან ცხელა გარეთ. ციფრული ინვერტორის ტექნოლოგია ზუსტად გრძნობს და აკონტროლებს ტემპერატურას.
მეტი ყინული, მეტი სივრცე
შიდა ყინულის წარმომქმნელი
გაათავისუფლე მეტი ადგილი მეტი პროდუქტის შესანახად, თუმცა არ მოიკლო ყინული, ჩაშენებული ყინულის წარმომქმნელით. ის კარზეა მიმაგრებული, რაც ადგილს ზოგავს საყინულის თაროს გათავისუფლებით, თუმცა, ამავდროულად ამზადებს და ინახავს უამრავ ყინულს. მისი გამჭვირვალე პლასტმასის საფარი საშუალებას გაძლევს, მარტივად დაინახო, რამდენი ყინულია დარჩენილი ყუთში.
სწრაფი გაგრილება და გაყინვა სურვილისამებრ
გაგრილება/გაყინვა
დატკბი სწრაფი გაგრილების ფუნქციით. ღილაკზე ერთი შეხებით ფუნქცია Power Cool (მძლავრი გაგრილება) მაცივარში ინტენსიურ გრილ ჰაერს უბერავს, რათა სწრაფად გააგრილოს შენი პროდუქტები ან საყვარელი სასმელები. ფუნქცია Power Freeze (მძლავრი გაყინვა) საყინულეში ცივი ჰაერის დიდ მასას სწრაფად გამოისვრის. ის შესანიშნავია პროდუქტების გასაყინად ან გასამაგრებლად და ყინულის დასამზადებლად.
მახასიათებლები
-
სრული მოცულობა (ლ) 634 ლ
-
გაგრილების ტიპი Twin Cooling Plus
-
თაროების რაოდენობა (ყველა) 4 ცალი
-
სიგანე (მმ) 912 მმ
-
სიღრმე კარის სახელურის ჩათვლით (მმ) 716 მმ
-
სიმაღლე ანჯამებით (მმ) 1780 მმ
მხარდაჭერა
იხილე პასუხები შენს კითხვაზე პროდუქტთან დაკავშირებით
{{family.currentModel.displayName}}
{{family.currentModel.modelCode}}
Price with discount: {{model.prices.currentPriceDisplay}}
Price before: {{model.prices.priceDisplay}}
-
{{summary.title}}
-
{{summary.title}}
შეადარე მოდელები
შეადარე მსგავს მოწყობილობებს