როგორ გადავიღო ეკრანის ანაბეჭდი Samsung Galaxy სმარტფონზე ან პლანშეტზე
მეთოდი მექანიკური „Home“ ღილაკის არმქონე მოწყობილობებისთვის
ეს მეთოდი მუშაობს მექანიკური „Home“ ღილაკის (ქვედა ნაწილის ცენტრში) არმქონე Samsung-ის სმარტფონებზე და პლანშეტებზე.
ეკრანის ანაბეჭდის გადასაღებად ერთდროულად დააჭირე ხმის დაწევის და ჩართვის ღილაკებს. ზოგიერთ მოდელზე საჭიროა ამ ღილაკებზე ერთდროულად დაჭერა და დაჭერილ მდგომარეობაში ერთი-ორი წამით გაჩერება.
მეთოდი მექანიკური „Home“ ღილაკის მქონე მოწყობილობებისთვის
ეს მეთოდი მუშაობს მექანიკური „Home“ ღილაკის (ქვედა ნაწილის ცენტრში) მქონე Samsung-ის სმარტფონებზე და პლანშეტებზე.
ეკრანის ანაბეჭდის გადასაღებად ერთდროულად დააჭირე „Home“ და ჩართვის ღილაკებს და დაჭერილ მდგომარეობაში გააჩერე ერთი-ორი წამით.
ეკრანის ანაბეჭდის ხელისგულით გადაღების მეთოდი
პირველი ორი მეთოდის გარდა არსებობს ეკრანის ანაბეჭდის ხელისგულით გადაღების მეთოდი, თუმცა ეს ფუნქცია ყველა მოწყობილობაზე არ მუშაობს. დეტალური ინფორმაციისთვის წაიკითხე სტატია, რომლის ბმულიც მოცემულია ქვემოთ.
როგორ გავიგო, რომ ეკრანის ანაბეჭდი გადაღებულია
ეკრანის ანაბეჭდის გადაღების შემდეგ ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში გამოჩნდება სპეციალური სიმბოლო.
როგორ მოვძებნო ეკრანის ანაბეჭდი
გადაღებული ეკრანის ანაბეჭდების ნახვა შეგიძლია აპლიკაციებში „გალერეა“ ან „ჩემი ფაილები“. ისინი შენახულია საქაღალდეში „Pictures/Screenshots“ ან „Pictures/ScreenCapture“.
თუ არც ერთი მეთოდი არ მუშაობს
თუ ეკრანის ანაბეჭდის გადაღება ვერ მოახერხე, სცადე კიდევ ერთხელ. არ დაგავიწყდეს: ღილაკებს ერთდროულად უნდა დააჭირო. თუ ეკრანის ანაბეჭდს პირველად იღებ, შეიძლება ეს მესამე ან მეოთხე ჯერზე გამოგივიდეს.
თუ არც ერთი მეთოდი არ მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ:
- სმარტფონი ან პლანშეტი სხვა მწარმოებლის მიერაა დამზადებული. იმის გასაგებად, თუ როგორ გადაიღო ეკრანის ანაბეჭდი, მიმართე შენი მოწყობილობის მწარმოებელს;
- სმარტფონზე ან პლანშეტზე დაინსტალებულია არაორიგინალი ოპერაციული სისტემა. თუ გსურს ეკრანის ანაბეჭდების გადაღება, ოპერაციული სისტემის გადასაყენებლად მიმართე Samsung-ის სერვის-ცენტრს.
- ეს მოწყობილობა ყალბია. ყალბ მოწყობილობებზე ორიგინალი მოწყობილობის ბევრი ფუნქცია არ მუშაობს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.