* ფერების ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის ან ოპერატორის მიხედვით.

სპეციფიკაციები

მშვენიერება სიმარტივეშია

დატკბი დახვეწილი Galaxy Tab S7 FE 5G-ით.
მარტივი, დახვეწილი დიზაინი, უკანა კამერის მინიმალური კორპუსით. თხელი ფორმა უზრუნველყოფს ხელში კომფორტულად დაჭერას.
აირჩიე ოთხი ფერიდან: შავი, ვერცხლისფერი, მწვანე და ვარდისფერი.


* ფერების ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის ან ოპერატორის მიხედვით.

ისიამოვნე განსაცვიფრებელი გამოსახულებებით და ხმებით

Galaxy Tab S7 FE 5G-ის 12.4" ეკრანის ცოცხალი ფერები. ცოცხალი ეკრანი ამკვეთრებს დეტალებს და ზრდის ხარისხს AKG-ს განსაცვიფრებელი ხმის ხარისხით. ორმაგი დინამიკები და Dolby Atmos სისტემა ქმნის გარემომცველი ხმის ეფექტს და მოვლენების შუაგულში გაქცევს.

ითამაშე უკეთ - გაზარდე პროდუქტიულობა

Snapdragon 750G მაღალი ხარისხის ჩიპსეტით აღჭურვილი Galaxy Tab S7 FE 5G, უზრუნველყოფს ხარისხიან და სწრაფ სტრიმინგს და თამაშს. მარტივად შეასრულე რამდენიმე დავალება და ერთდროულად გაუშვი სამი აპლიკაცია. 1 ტერაბაიტზე მეტი მეხსიერებით, microSD ბარათით სარგებლობისას, ყოველთვის ხელთ გექნება მნიშვნელოვანი ფაილები.

*გარე მეხსიერების გამოყენება შესაძლებელია ფოტოების, ვიდეო და მუსიკალური ფაილების შესანახად, თუმცა არა აპლიკაციებისთვის. ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის მიხედვით.
** ხელმისაწვდომი კონფიგურაციებია 4 GB ოპერატიული მეხსიერება და 64 GB შესანახი მეხსიერება ან 6 GB ოპერატიული მეხსიერება და 128 GB შენახვის მეხსიერება microSD ბარათის გარეშე.

გამძლე ელემენტი გადატვირთულ დღეებში

მრავალი საათი გავა, სანამ 10,090 mAh მოცულობის ელემენტის დამუხტვა მოგიწევს. ვიდეოების ყურების პირობებში, ძლებს 13 საათამდე, რაც დიდ დროს მოგცემს სტრიმინგისთვის. 45 W სუპერ სწრაფი დამუხტვით, სწრაფად დამუხტეთ სრულად — დაახლოებით 90 წუთში.

* 45 W-იანი სუპერ სწრაფი დამუხტვა ელემენტის ადაპტერის მეშვეობით.
** 45W-იანი ადაპტერი იყიდება ცალკე (მოყვება 15 ვატიანი ადაპტერი).

კამერაზე ორიენტირებული

ჩართე პლანშეტი ლანდშაფტის რეჟიმში ვიდეო ზარისთვის და წინა კამერა ეკრანის ცენტრში მოგაქცევს. საუბრისას, ხმა მკაფიოდ გადაიცემა ეკრანის გარშემო განთავსებულ 3 მიკროფონით.

ნამდვილი კალამივით,თუმცა ბევრად უკეთესი

S Pen დაბალი დაყოვნებით და რბილი წვერით, წერ ისე, როგორც ნამდვილი კალმით. მეტიც, პარალელურ რეჟიმში, ხელნაწერი გადაყავს ტექსტის ფორმატში და საშუალებას გაძლევს, მარტივად დაარედაქტიროთ. დასრულებისას მაგნიტურად იკეცება და ადვილი სატარებელია - არ არის საჭირო S Pen-ის დამუხტვა.

გადაყავს ხელნაწერი ტექსტის ფორმატში

ხელნაწერი მომენტალურად გადადის ტექსტის ფორმატში. ჩაწერე საძიებო ზოლში ან Samsung Notes-ის სათაურის ზოლში S Pen-ით, შემდეგ ჩამოწერე შენიშვნები და ერთი შეხებით გადაიყვანე ტექსტის ფორმატში.

დაასათაურე და დათაგე

სანამ ჩანაწერებს აკეთებ, აპლიკაცია ავტომატურად გირჩევს სათაურებს, შინაარსის ანალიზით და გთავაზობს ჰეშთეგებს შენიშვნების მოსაწესრიგებლად.

გამოავლინე ხელოვანი, რომელიც შენშია

PENUP აპლიკაცია არის სოციალური ქსელი მათთვის, ვისაც უყვარს ხატვა და ურთიერთობა სხვა ხელოვანებთან.

მოამზადე საავტორო ნამუშევარი Clip Studio Paint-ში

გამოიყენე S Pen Clip Studio Paint-თან ერთად და გააცოცხლე შენი იდეები. დახატე და შექმენი კომიქსები storyboarding-ით, inking-ით და სხვა ხელსაწყოებით. აპლიკაცია უფასოა 6 თვის განმავლობაში. დროა, შექმნა ხელოვნების ნიმუშები, როგორც პროფესიონალმა.

* წინასწარ ჩატვირთვა მხარდაჭერილია შერჩეულ ბაზრებზე. Clip Studio Paint-ის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Galaxy Store-დან.
** Clip Studio Paint-ის 6-თვიანი უფასო საცდელი ვერსია, Galaxy-ს ერთ მოწყობილობაზე, მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც მას პირველად იყენებენ Galaxy-ს ახალ მოწყობილობაზე (მათ შორის მათთვის, ვისაც უკვე აქვს Clip Studio Paint ანგარიში).
*** პროგრამული უზრუნველყოფის პარამეტრების ენებიენები: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იაპონური, კორეული, ესპანური და ჩინური. ტექსტის შეყვანისთვის არაბული, ებრაული, ურდუ ჯერ არ არის მხარდაჭერილი.
**** გარკვეული ფუნქციები შეიძლება შეიზღუდოს 6 თვიანი უფასო სერვისის შემდეგ. ფასიანი დამატებით ხელმისაწვდომია ფასიანი სერვისი.

შექმენი დიზაინი, როგორც პროფესიონალმა

დაიწყე დიზაინი უფასოდ, ათასობით შაბლონით, რომელთა შენს გემოვნებაზე მორგებაც, მარტივად შეგიძლია. მოამზადე მარკეტინგული მასალები პრეზენტაციებისთვის თუ სოციალური მედიის პოსტებისთვის, ყველაფერი ერთ სივრცეში. გსურს დიზაინის მომდევნო დონეზე გადასვლა? სცადე Canva Pro და გახსენით ლამაზი კონტენტი სხვა დროის დასაზოგი საშუალებები.

*აპლიკაციის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის და რეგიონის მიხედვით.
** ფუნქციას აქვს 100 ენის მხარდაჭერა.
***დამატებითი საფასური წესდება Canva Pro-ს უფასო საცდელი 30 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ.
**** ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ადრე არ გამოუყენებიათ Canva Pro-ს უფასო საცდელი ვერსია.

გამოხატე შენი აზრები Noteshelf-ით

Noteshelf ჩანაწერების გაკეთების უფრო მეტ არჩევანს გაძლევს. მიუხედავად იმისა, გირჩევნია S Pen-ის გამოყენება თუ ხელით აკრეფა, ეს არის ჩანაწერების გაკეთების საშუალება, რომელიც ბუნებრივობის შეგრძნებას მოგცემს სწავლისა თუ მუშაობისას. Noteshelf Club გაძლევს წვდომას ასობით თემაზე და შაბლონზე, უფასოდ, წევრობის გარეშე.

* აპლიკაციის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის და რეგიონის მიხედვით.
** ფუნქციას აქვს 9 ენის მხარდაჭერა: ინგლისური, გერმანული, იტალიური, ფრანგული, კორეული, იაპონური, ჩინური, გამარტივებული ჩინური და ესპანური. Noteshelf-ში ავტომატურად დაყენებულია ინგლისური.

* აპლიკაციის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის და რეგიონის მიხედვით.
** ფუნქციას აქვს 9 ენის მხარდაჭერა: ინგლისური, გერმანული, იტალიური, ფრანგული, კორეული, იაპონური, ჩინური, გამარტივებული ჩინური და ესპანური. Noteshelf-ში ავტომატურად დაყენებულია ინგლისური.

გააკეთე მაქსიმუმი Samsung DeX-ით

Samsung DeX გაძლევს წვდომას აპლიკაციებზე და ფაილებზე და საშუალებას გაძლევს, მარტივად გახსნა ფაილები ინტუიციური, გამარტივებული თასქბარით. აპლიკაციების განლაგება სინქრონიზებულია შენი აპლიკაციის ეკრანთან, რომ სწრაფად იპოვო სასურველი აპლიკაცია. გამოიყენე Samsung-ის კლავიატურასთან ერთად, მეტი კომფორტისთვის.

*კლავიატურის ქავერი იყიდება ცალკე.

მრავალფუნქციური ფორმატის მაქსიმალურად გამოყენება

გაზარდე ეკრანების რაოდენობა გაუმჯობესებული მულტითასქინგით, Galaxy Tab S7 FE 5G-ზე. App Pair შესაძლებლობას გაძლევს, ერთდროულად გაუშვა სამი აპლიკაცია — მხოლოდ დააყენეთ ის Edge პანელზე. ეს აპლიკაციები შეგიძლია მოარგო შენს კონკრეტულ საჭიროებებს, თუნდაც ერთი და იმავე აპლიკაციის შემთხვევაში.

გადაიტანე ერთი მოწყობილობიდან მეორეზე, არაფერი გამოგრჩება

შესაძლებელია Galaxy Tab S7 FE 5G-ს სინქრონიზაცია Galaxy-ს სხვადასხვა პლატფორმაზე. გადაიტანე ვებსაიტები მოწყობილობიდან მოწყობილობაზე ან დააკოპირე ტექსტი პლანშეტზე და ჩასვი ტელეფონში. თუ ფილმის ყურებისას დაგირეკავენ, Galaxy Buds ავტომატურად დაუკავშირდება ტელეფონს და საუბრის დასრულებისას გადაერთვება პლანშეტზე.

გადაიტანე ერთი მოწყობილობიდან მეორეზე, არაფერი გამოგრჩება

შესაძლებელია Galaxy Tab S7 FE 5G-ს სინქრონიზაცია Galaxy-ს სხვადასხვა პლატფორმაზე. გადაიტანე ვებსაიტები მოწყობილობიდან მოწყობილობაზე ან დააკოპირე ტექსტი პლანშეტზე და ჩასვი ტელეფონში. თუ ფილმის ყურებისას დაგირეკავენ, Galaxy Buds ავტომატურად დაუკავშირდება ტელეფონს და საუბრის დასრულებისას გადაერთვება პლანშეტზე.

გადაიტანე ერთი მოწყობილობიდან მეორეზე, არაფერი გამოგრჩება

შესაძლებელია Galaxy Tab S7 FE 5G-ს სინქრონიზაცია Galaxy-ს სხვადასხვა პლატფორმაზე. გადაიტანე ვებსაიტები მოწყობილობიდან მოწყობილობაზე ან დააკოპირე ტექსტი პლანშეტზე და ჩასვი ტელეფონში. თუ ფილმის ყურებისას დაგირეკავენ, Galaxy Buds ავტომატურად დაუკავშირდება ტელეფონს და საუბრის დასრულებისას გადაერთვება პლანშეტზე.

  • *მოწყობილობებს შორის კავშირი შესაძლებელია მხოლოდ ბლუთუზის მეშვეობით.
  • * მოწყობილობებს შორის კავშირი შესაძლებელია მხოლოდ ბლუთუზის მეშვეობით.
  • * მოწყობილობებს შორის კავშირი შესაძლებელია მხოლოდ ბლუთუზის მეშვეობით.

მახასიათებლები

  • პროცესორი

    2.2GHz, 1.8GHz

  • ეკრანი

    12.4" (315.0mm)

  • მთავარი კამერა - რეზოლუცია

    8.0 MP

  • წონა (g)

    608

  • CPU სიჩქარე

    2.2GHz, 1.8GHz

  • CPU ტიპი

    Octa-Core

  • ზომა (მთავარი ეკრანი)

    12.4" (315.0mm)

  • რეზოლუცია (მთავარი ეკრანი)

    2560 x 1600 (WQXGA)

  • ტექნოლოგია (მთავარი ეკრანი)

    TFT

  • ფერების სიღრმე (მთავარი ეკრანი)

    16M

  • კი

  • მთავარი კამერა - რეზოლუცია

    8.0 MP

  • მთავარი კამერა - ავტოფოკუსი

    კი

  • წინა კამერა - რეზოლუცია

    5.0 MP

  • მთავარი კამერა - განათება

    არა

  • ვიდეოს რეზოლუცია

    FHD (1920 x 1080)@30fps

  • ოპერატიული მეხსიერება (GB)

    4

  • შიდა მეხსიერება (GB)

    64

  • ხელმისაწვდომი შიდა მეხსიერება (GB)

    46.7

  • გარე მეხსიერების მხარდაჭერა

    MicroSD (1TB-მდე)

  • 2G GSM

    GSM850, GSM900, DCS1800, PCS1900

  • 3G UMTS

    B1(2100), B2(1900), B4(AWS) , B5(850), B8(900)

  • 4G FDD LTE

    B1(2100), B2(1900), B3(1800), B4(AWS), B5(850), B7(2600), B8(900), B12(700), B13(700), B17(700), B20(800), B25(1900), B26(850), B28(700), B32(1500), B66(AWS-3)

  • 4G TDD LTE

    B38(2600), B40(2300), B41(2500)

  • USB ვერსია

    USB 3.2 Gen 1

  • ლოკაციის ტექნოლოგია

    GPS, Glonass, Beidou, Galileo

  • MHL

    არა

  • Wi-Fi

    802.11 a/b/g/n/ac 2.4G+5GHz, VHT80 MU-MIMO

  • Wi-Fi Direct

    კი

  • Bluetooth ვერსია

    Bluetooth v5.0

  • NFC

    არა

  • Bluetooth პროფილი

    A2DP, AVRCP, DI, HFP, HID, HOGP, HSP, MAP, OPP, PAN, PBAP

  • კომპიუტერთან სინქრონიზაცია

    Smart Switch (PC version)

  • Android

  • ფორმა

    პლანშეტი

  • აქსელერომეტრი, გიროსკოპი, ელ. კომპასი, Hall სენსორი, ნათების სენსორი

  • ზომა (HxWxD, mm)

    185.0 x 284.8 x 6.3

  • წონა (g)

    608

  • ინტერნეტის მოხმარების დრო(LTE) (საათი)

    არა უმეტეს 12

  • ინტერნეტის მოხმარების დრო(Wi-Fi) (საათი)

    არა უმეტეს 12

  • ვიდეოს ჩვენების დრო (საათი, უსადენოდ)

    არა უმეტეს 13

  • ელემენტის მოცულობა (mAh, ტიპური)

    10090

  • მოხსნადი

    არა

  • აუდიოს დაკვრის დრო (საათი, უკაბელო)

    არა უმეტეს 201

  • საუბრის დრო (4G LTE) (საათი)

    არა უმეტეს 71

  • ვიდეოს ჩვენების ფორმატი

    MP4, M4V, 3GP, 3G2, AVI, FLV, MKV, WEBM

  • ვიდეოს ჩვენების რეზოლუცია

    UHD 4K (3840 x 2160)@30fps

  • აუდიოს დაკვრის ფორმატი

    MP3, M4A, 3GA, AAC, OGG, OGA, WAV, AMR, AWB, FLAC, MID, MIDI, XMF, MXMF, IMY, RTTTL, RTX, OTA

  • Gear Support

    Galaxy Buds Pro, Galaxy Buds Live, Galaxy Buds+, Galaxy Buds, Gear IconX (2018)

  • S-Voice

    არა

  • მობილური ტელევიზია

    არა

ბოლოს ნანახი

ძირითადი ფუნქცია შეიძლება განსხვავდებოდეს ძირითადი მახასიათებლისგან.

ყველა სურათი არის მხოლოდ ილუსტრაცია, ყველა აქსესუარი იყიდება ცალკე.

მოწყობილობის ყველა მახასიათებელი და სპეციფიკაცია აქტუალურია გაყიდვების დაწყების დროს, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს მომავალში წინასწარი შეტყობინების გარეშე.

მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი შიდა მეხსიერების რაოდენობა ნაკლებია მოწყობილობის მთლიან მეხსიერებაზე, რადგან მეხსიერების ნაწილი დაკავებულია ოპერაციული სისტემის მიერ და აპლიკაციებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მოწყობილობის მუშაობას. მომხმარებლის რეალური მეხსიერება შეიძლება განსხვავდებოდეს ოპერატორის მიხედვით და სისტემის განახლების შემდეგ.

ქსელი: მხარდაჭერილი სიხშირის დიაპაზონი შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონისა და ქსელის პროვაიდერის მიხედვით.