როგორ გავუშვა Samsung Galaxy მოწყობილობა უსაფრთხო რეჟიმში და რისთვისაა ეს საჭირო

ბოლო განახლების თარიღი : 10-04-2024

რით განსხვავდება უსაფრთხო რეჟიმი სტანდარტული რეჟიმისგან

უსაფრთხო რეჟიმში არ მუშაობს ყველა ჩამოტვირთული აპლიკაცია – ისინი, რომლებიც მოწყობილობის შეძენის შემდეგ დააყენე. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ სისტემური აპლიკაციები – ისინი, რომლებიც ქარხნულად არის დაინსტალებული.

მოწყობილობის უსაფრთხო რეჟიმში მუშაობისას ჩატვირთული აპლიკაციები არ ჩანს მენიუში და არ არის აქტიური.

შენიშვნა:

  • უსაფრთხო რეჟიმში ჩატვირთვის შემდეგ მთავარი ეკრანის პარამეტრების ხატულებმა და მომხმარებლის მიერ შექმნილმა საქაღალდეებმა შეიძლება ფორმა შეიცვალოს!
  • ხატულებს და ვიჯეტებს სტანდარტულ ფორმა დაუბრუნდება. თუ სმარტფონზე იყენებ რომელიმე თემას, საჭირო გახდება მისი ხელახლა ინსტალაცია.
  • სმარტფონის ჩართვის დროს ის გაეშვება ავტონომიურ რეჟიმში

რისთვის არის საჭირო უსაფრთხო რეჟიმი

ძირითადად, უსაფრთხო რეჟიმი ორ შემთხვევაში გამოიყენება:

  • როდესაც საჭიროა შემოწმება, ახდენს თუ არა სმარტფონის/პლანშეტის მუშაობაზე გავლენას ჩამოტვირთული აპლიკაციები;
  • როდესაც საჭიროა რომელიმე აპლიკაციის წაშლა, რომელიც მენიუში შესვლის საშუალებას არ გვაძლევს (ვირუსი-გამომძალველი).

როგორ ჩავრთო სმარტფონი/პლანშეტი უსაფრთხო რეჟიმში

ჩატვირთვამდე შეამოწმე შენს მოწყობილობაზე დაინსტალებული Android-ის ვერსია.

1 სრულად გამორთე მოწყობილობა.
2 ჩართე მოწყობილობა.
3 როდესაც გამოჩნდება წარწერა „Samsung“, დააჭირე „ხმის დაწევის“ ღილაკს და გეჭიროს მანამ, სანამ მოწყობილობა სრულად არ ჩაირთვება.
4 თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, ქვედა მარცხენა კუთხეში გამოჩნდება წარწერა „უსაფრთხო რეჟიმი“.
1 ხანგრძლივად დააჭირე ჩართვის ღილაკს.

ხანგრძლივად დააჭირე „გამორთვის“ სენსორულ ღილაკს.

2 ხანგრძლივად დააჭირე მწვანე სენსორულ ღილაკს „უსაფრთხო რეჟიმი“. მოწყობილობა გადაიტვირთება და გაეშვება უსაფრთხო რეჟიმში.

როგორ გავუშვა სმარტფონი/პლანშეტი სტანდარტულ რეჟიმში

უსაფრთხო რეჟიმიდან გამოსასვლელად შეასრულე ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები. 

1 გამორთე და ხელახლა ჩართე მოწყობილობა.
2 ჩატვირთვის შემდეგ გაქრება წარწერა „უსაფრთხო რეჟიმი“.

შენიშვნა:

  • თუ გადატვირთვის შემდეგ ეს წარწერა არ გაქრება, წარწერა „Samsung“-ის გამოჩენის შემდეგ ხანგრძლივად დააჭირე „ხმის აწევის“ ღილაკს.
  • თუ შენს მოწყობილობაზე დაინსტალებულია Android 2 და გადატვირთვის შემდეგ ეს წარწერა არ გაქრება, წარწერა „Samsung“-ის გამოჩენის შემდეგ ხანგრძლივად დააჭირე „მენიუს“ ღილაკს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!