შენი Galaxy
ყველაფერი ისე, როგორც გსურს.

უახლესი ინოვაციები. მოწყობილობების მარტივი მიერთება და მრავალი შესაძლებლობა, რომ მოირგო მობილური ისე, როგორც გსურს.

ბიჭის უკანა ხედი გოგოსთან ერთად სკუტერზე, გამოიყენეთ Samsung Galaxy მოწყობილობები თავისუფლად, დაკავშირების მეტი გზა ბიჭის უკანა ხედი გოგოსთან ერთად სკუტერზე, გამოიყენეთ Samsung Galaxy მოწყობილობები თავისუფლად, დაკავშირების მეტი გზა

Galaxy AI აქ არის

გაიგე ყველაფერი Galaxy AI-ს და მხარდაჭერილი მოწყობილობების შესახებ

აღმოაჩინე სამყარო. შენი უკეთესი ხვალინდელი დღე

ყოველი გადაწყვეტილებით, რომელსაც დღეს ვიღებთ, ვფიქრობთ ხვალინდელ დღეზე. შემოგვიერთდი ჩვენს მისწრაფებაში, რათა სამყარო უფრო ხელმისაწვდომი და მდგრადი გავხადოთ.

დააკავშირე მეტი მოწყობილობა

Galaxy-ის მოწყობილობები შეუფერხებლად უკავშირდება ერთმანეთს, რათა დაგეხმარონ შენი საყვარელი საქმის უკეთ კეთებაში. შეასრულე "ჭკვიანი" სავარჯიშოები. გაზარდე პროდუქტიულობა. გააკეთე უფრო კრეატიულად.

ფიტნესის მოყვარულებისთვის

დააკავშირე Galaxy Watch და Galaxy Buds, ისარგებლე ფიტნეს-თრექერით და აკონტროლე მუსიკა ვარჯისისას, პირდაპირ მაჯიდან.

გააზიარე ეპიკური მომენტები სწრაფად

გააგზავნე და მიიღე ფაილები ახლომდებარე მოწყობილობებიდან სწრაფად Galaxy-ს ტელეფონის, Tab-ის ან Book-ის გამოყენებით.

მოწყობილობები, რომლებიც ერთად იდეალურად მუშაობს

შექმენი Galaxy-ს
საკუთარი დიზაინი

ვერ ეტევი სტანდარტულ ჩარჩოებში? ამას არც შენი მოწყობილობები უნდა აკეთებდნენ! Galaxy-ს მეშვეობით, შეგიძლია შენ თავზე მოირგო მოწყობილობის თითქმის ყველა დეტალი, რომ ისიამოვნო ისეთივე უნიკალური პროდუქტით, როგორიც თავად ხარ.

გოგონა პირსინგით ნათელ სვიტერში, შექმენით Samsung Galaxy მოწყობილობების თქვენი საკუთარი უნიკალური დიზაინი, მრავალფეროვანი პერსონალიზაცია გოგონა პირსინგით ნათელ სვიტერში, შექმენით Samsung Galaxy მოწყობილობების თქვენი საკუთარი უნიკალური დიზაინი, მრავალფეროვანი პერსონალიზაცია

One UI

გამოხატე საკუთარი თავი Galaxy მოწყობილობის ინტერფეისით. დააყენე მთავარი ეკრანის, ვიჯეტების, თემებისა და სხვა მრავალი კომპონენტის პარამეტრები.

ექსკლუზიური კოლაბორაცია

უნიკალური პროექტები დიზაინერებთან და კულტურის მოღვაწეებთან.

«ჩემთვის მნიშვნელოვანია სმარტფონი ისე გამოვიყენო, როგორც მინდა. ამიტომ ავირჩიე Galaxy»

- Skubeeraw, reddit.com/r/samsung

მძლავრი ფუნქციები
სპეციალურად შენთვის...

საიმედოდ დაცული პერსონალური მონაცემები

სამყარო შეიცვალა. მუშაობის ახალ მეთოდებს ახალი რისკები ახლავს. Samsung-ის კონფიდენციალურობის ტექნოლოგიები უზრუნველყოფს დაცვისა და კონტროლის აუცილებელ დონეს, მიუხედავად საფრთხეებისა.

Knox საცავი

პერსონალური ინფორმაცია დაცულია, რათა არ დავუშვათ უნებართვო წვდომა.

მონაცემთა დაცვა

გადახედე აპლიკაციებს, რომლებსაც აქვს წვდომა შენს პერსონალურ მონაცემებზე და შეცვალე საჭიროებისამებრ.

Galaxy ოჯახისთვის

შენი ოჯახი, შენი წესები. გამოიყენე ტექნოლოგია სურვილისამებრ Samsung-ის პროდუქტებისა და ინსტრუმენტების საშუალებით, რომელიც შექმნილია შენი ოჯახისთვის.

აღმოაჩინეთ Galaxy ერთად

დაუკავშირე ოჯახის წევრების ანგარიშები ერთმანეთს, რათა შეძლო ფოტოების გაზიარება, ჯანსაღი ჩვევების წახალისება და მარტივი ონლაინ დაკავშირება—და კიდევ უფრო მეტი სახალისო რამ.

უზრუნველყოფს სიმშვიდეს

მიეცი ბავშვებს საშუალება აღმოაჩინონ და ისწავლონ მშვიდად. ისინი შეძლებენ დატკბნენ თავისუფლებით—და შენც მშვიდად იგრძნობ თავს.

ხელი შეუწყე მათ კრეატიულ მხარეს

მიეცი ბავშვების წარმოსახვას საშუალება გასცდეს საზღვრებს თვითგამოხატვის ახალი გასაოცარი გზებით. One UI დაეხმარება მათ ახალი შედევრის შექმნაში.

*გამოსახულება წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით.

მზად ხარ, გამოსცადო Galaxy?

გამოსცადე Galaxy არა ტელეფონზე

მიიღე Galaxy-ს გამოცდილება ტელეფონის შეცვლის გარეშე. ეს One UI-ს სიმულაცია საშუალებას გაძლევს შეიგრძნო, გამოსცადო ახალი ფუნქციები და გაიგო, თუ როგორია მეორე მხარეს ყოფნა.

დაასკანერე QR კოდი ან ეწვიე შემდეგ ვებგვერდს: trygalaxy.com ჩამოსატვირთად

ისარგებლე შენთვის ნაცნობი
აპლიკაციებითა და სერვისებით

Galaxy-ზე გადასვლისას, გექნება წვდომა არაერთ სასარგებლო აპლიკაციაზე, რომელიც დაგეხმარება ტექნიკურ საკითხებში, ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და სხვა მრავალში.

გააზიარე ის, რასაც ქმნი #withGalaxy

შეამოწმე Galaxy-ს მომხმარებლების ფოტოები და ვიდეოები ჰეშთეგით #withGalaxy

  • ზოგიერთი სპეციფიკაცია და ფუნქცია შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი Galaxy-ს გარკვეულ მოწყობილობებზე. კონკრეტული პროდუქტის სპეციფიკაციებისა და ფუნქციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია Galaxy-ს თითოეული პროდუქტის საინფორმაციო გვერდზე.
  • *Samsung AI-ს ზოგიერთი ფუნქციის გამოსაყენებლად შესაძლოა საჭირო გახდეს Samsung Account-ზე ავტორიზაცია.
  • *Samsung არ გასცემს რაიმე დაპირებას, ან გარანტიას AI ფუნქციების გამოყენებით მიღებული შედეგების სიზუსტესთან, სისრულესთან ან სანდოობასთან დაკავშირებით.
  • *Galaxy AI ფუნქციების გამოყენება შესაძლებელი იქნება უფასოდ 2025 წლის ბოლომდე, მხარდაჭერილ Samsung Galaxy მოწყობილობებზე. მესამე მხარის მიერ მოწოდებულ AI ფუნქციებთან მიმართებაში შესაძლოა მოქმედებდეს სხვა პირობები.
  • 1. Galaxy S23 Ultra-ს 12 შიდა და გარე კომპონენტის დასამზადებლად გამოყენებულია გადამუშავებული მასალები (Galaxy S23+-ის და S23:11-ის შიდა და გარე კომპონენტები), Galaxy S22 Ultra-ს შემთხვევაში, შიდა კომპონენტების რაოდენობა იყო ექვსი.
  • 2. დამატებითი ფუნქციები მოიცავს, სულ მცირე, TalkBack-ს, თემის/შრიფტის/კლავიატურის კონტრასტის გაზრდის, ფერების ინვერსიის, ხმოვანი ბრძანების, გადიდების/გამადიდებლის, მისაწვდომობის მალსახმობის, flash შეტყობინებების და აუდიო აღწერის ფუნქციებს.
  • 3. ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა განსხვავებულია ქსელთან დაკავშირების პირობების, გამოყენებული ფუნქციების და აპლიკაციების, ზარების განხორციელების და შეტყობინებების მიღების და გაგზავნის, დამუხტვის სიხშირის და მრავალი სხვა ფაქტორის მიხედვით. Galaxy $24 Series' S24 Ultra მოდელი შეფასებულია საშუალო მოხმარების პროფილთან მიმართებაში. დამოუკიდებლად შეფასებული UX Connect-ის მიერ დიდ ბრიტანეთში 2023.11.25-2023.12.15 ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაფუძნებით, SM-S921-ის, SM-S926-ისა და SM-S928-ის გამოშვების წინა ეტაპზე არსებული ვერსიით, სადაც ნაგულისხმევი პარამეტრებით გააქტიურებულია LTE ქსელი და 5G Sub6 ქსელი. ტესტირება არ ჩატარებულა 5G mmWave ქსელის პირობებში.
  • 4. 5G ინტერნეტის სიხშირე განსხვავებულია და საჭიროებს ოპტიმალურ ქსელსა და კავშირს (ფაქტორები მოიცავს სიხშირეს, გამტარუნარიანობას და დატვირთვას); ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გაეცანი ოპერატორის ინფორმაციას.
  • 5. IP68 მხარდაჭერა განსხვავდება Galaxy-ს მოწყობილობის მიხედვით. IP68 რეიტინგი მინიჭებულია ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე, სადაც მოხდა მოწყობილობის ჩაძირვა 1.5 მ სიღრმის მტკნარ წყალში, 30 წუთის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული აუზზე, ან სანაპიროზე გამოყენება. აქ მოცემული ყველა სპეციფიკაცია და აღწერა შესაძლოა განსხვავდებოდეს პროდუქტის რეალური სპეციფიკაციისგან და აღწერისგან. Samsung იტოვებს უფლებას, შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე დოკუმენტსა და მასში აღწერილ პროდუქტში, ნებისმიერ დროს, ამ ცვლილებების შესახებ შეტყობინების ვალდებულების გარეშე. ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ყველა ფუნქცია, მახასიათებელი, სპეციფიკაცია, GUI და სხვა პროდუქტის ინფორმაცია, მათ შორის, პროდუქტის უპირატესობები, დიზაინი, ფასი, კომპონენტები, მუშაობის ეფექტურობა, ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობები ექვემდებარება ცვლილებას წინასწარი შეტყობინების და რაიმე ვალდებულების დაკისრების გარეშე. ეკრანზე მოცემული კონტენტი წარმოადგენს სიმულირებულ გამოსახულებებს და წარმოდგენილია მხოლოდ სადემონსტრაციო მიზნით.
  • აქ მოცემული სპეციფიკაციები და აღწერები შეიძლება განსხვავდებოდეს პროდუქტის ფაქტობრივი სპეციფიკაციების და აღწერებისგან. Samsung უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები ამ დოკუმენტსა და მასში აღწერილ პროდუქტში, ცვლილებების შესახებ ინფორმირების ვალდებულების გარეშე. ამ დოკუმენტში მითითებული ყველა ფუნქცია, სპეციფიკაცია, გრაფიკული ინტერფეისი და პროდუქტის შესახებ სხვა ინფორმაცია, მათ შორის უპირატესობები, დიზაინი, ფასები, კომპონენტები, პროდუქტის სამუშაო პარამეტრები, ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობები შეიძლება შეიცვალოს წინასწარ ინფომირების გარეშე. ეკრანებზე მოცემული სურათები მოდელირებულია და განკუთვნილია მხოლოდ დემონსტრირებისთვის.