*ფერების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონის ან ოპერატორის მიხედვით. **Galaxy A55 5G მოწყობილობას მინიჭებული აქვს IPX4/IP67 რეიტინგი IEC 60529 სტანდარტის საფუძველზე. დაფუძნებულია ლაბორატორიული ტესტირების შედეგებზე, სადაც ხდებოდა მოწყობილობისთვის წუთში 10 ლიტრის ოდენობის წყლის შესხურება, 5 წუთის განმავლობაში, ყველა კუთხიდან (IPx4) და 1 მეტრი სიღრმის მტკნარ წყალში მოთავსება 30 წუთის განმავლობაში (IP67). არ არის რეკომენდებული სანაპიროზე ან აუზზე გამოყენება. წყლის და მტვრის მიმართ გამძლეობის მაჩვენებლები არ არის მუდმივი და შესაძლოა შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

მეტალის და მინის შესანიშნავი კომბინაცია

წარმოგიდგენთ Galaxy A55 5G-ს. სიმარტივით გამორჩეული, თუმცა გაუმჯობესებული Galaxy A სერიის მოწყობილობები წარმოდგენილია შესანიშნავი დიზაინით - 3 კამერა განლაგებულია მეტალის ბრტყელ ჩარჩოში, რაც ხელს უწყობს მოწყობილობის ხელში მარტივად და მოხერხებულად მოთავსებას. გარდა ამისა, მის შესაქმნელად გამოყენებულია Corning® Gorilla® Glass Victus®+, რაც მას უფრო მტკიცეს და დაზიანებების მიმართ დაცულს ხდის.

*ფერების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონის და ოპერატორის მიხედვით.

წარმოდგენილია გასაოცარ ფერებში

წარმოდგენილია მოდურ ფერებში, რომლებიც იდეალურად ერგება თქვენს სტილს. ცისფერი, იისფერი, ყვითელი და ლურჯი.

წარმოდგენილია გასაოცარ ფერებში

წარმოდგენილია მოდურ ფერებში, რომლებიც იდეალურად ერგება თქვენს სტილს. ცისფერი, იისფერი, ყვითელი და ლურჯი.

წარმოდგენილია გასაოცარ ფერებში

წარმოდგენილია მოდურ ფერებში, რომლებიც იდეალურად ერგება თქვენს სტილს. ცისფერი, იისფერი, ყვითელი და ლურჯი.

წარმოდგენილია გასაოცარ ფერებში

წარმოდგენილია მოდურ ფერებში, რომლებიც იდეალურად ერგება თქვენს სტილს. ცისფერი, იისფერი, ყვითელი და ლურჯი.

  • *ფერების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონის და ოპერატორის მიხედვით.

გადაიღე უკეთესი ფოტოები და ვიდეოები

შესანიშნავი ფოტოები

დიდი ზომის პიქსელების მქონე კამერა შთანთქავს მეტ სინათლეს უფრო ნათელი, მკვეთრი და ზუსტი ფერების აღსაბეჭდად, ღამის კადრებში დეფექტების შესამცირებლად და Nightography-ს მეშვეობით შენთვის მაქსიმალურად სასიამოვნო გამოცდილების მოსანიჭებლად.

*დიდი ზომის პიქსელების მქონე კამერა მხარდაჭერილია მხოლოდ ფართოკუთხოვანი კამერის გამოყენების შემთხვევაში.

50MP კაშკაშა ფერები და დეტალები

გადაიღე მკვეთრი, დეტალების სიმრავლით გამორჩეული 50MP კადრები მაღალი რეზოლუციის ფართოკუთხოვანი კამერით. დააფიქსირე უმცირესი დეტალებიც კი და აღბეჭდე ხასხასა ფერები ახლებური ვიზუალური გამოცდილების მისაღებად. იდეალურია იმ მომენტების აღსაბეჭდად, რომელსაც შემდგომში ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გააზიარებ.

გადაიღე შენი საუკეთესო მხარე

32MP სელფის კამერის მეშვეობით შეძლებ მაღალი ხარისხის სელფიების გადაღებას თბილი ან ბუნებრივი ტონებით. პორტრეტის რეჟიმის მეშვეობით შეძლებ კიდევ უფრო გააუმჯობესო შენი სურათების ხარისხი, მოახდინო მკვეთრი ფოკუსირება სასურველ ობიექტზე, ზუსტი ბოკეს და ფონის დაბურვის ეფექტების გამოყენებით.

Super HDR ხარისხის ვიდეოები დაბალი განათების პირობებშიც კი

აღბეჭდე სამყარო Super HDR ხარისხის ვიდეოებით, რომლებიც გამოირჩევა სიკაშკაშით ნებისმიერ განათების პირობებში, რაც ოპტიმიზებული ფერების და კონტრასტის დამსახურებაა. OIS და VDIS სტაბილიზაციის მეშვეობით შეძლებ სრული სიზუსტით და ყოველგვარი შეფერხების გარეშე აღბეჭდო მოძრავი კადრები 4K ხარისხში.

აღბეჭდე სამყარო Super HDR ხარისხის ვიდეოებით, რომლებიც გამოირჩევა სიკაშკაშით ნებისმიერ განათების პირობებში, რაც ოპტიმიზებული ფერების და კონტრასტის დამსახურებაა. OIS და VDIS სტაბილიზაციის მეშვეობით შეძლებ სრული სიზუსტით და ყოველგვარი შეფერხების გარეშე აღბეჭდო მოძრავი კადრები 4K ხარისხში. აღბეჭდე სამყარო Super HDR ხარისხის ვიდეოებით, რომლებიც გამოირჩევა სიკაშკაშით ნებისმიერ განათების პირობებში, რაც ოპტიმიზებული ფერების და კონტრასტის დამსახურებაა. OIS და VDIS სტაბილიზაციის მეშვეობით შეძლებ სრული სიზუსტით და ყოველგვარი შეფერხების გარეშე აღბეჭდო მოძრავი კადრები 4K ხარისხში.

*OIS: ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზაცია.**VDIS: ვიდეოს ციფრული გამოსახულების სტაბილიზაცია.

დაარედაქტირე ფოტოები ერთი შეხებით

კიდევ უფრო გააუმჯობესე შენ მიერ გადაღებული ფოტოები უმარტივესად Edit Suggestion (რედაქტირების შემოთავაზება) ფუნქციის მეშვეობით. ერთად მოათავსე სხვადასხვა სურათის შემადგენელი ელემენტები და მიიღე სახალისო გამოსახულებები Image Clipper-ის მეშვეობით.

*რეალური UI შესაძლოა განსხვავდებოდეს წარმოდგენილისგან. გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით.**Edit Suggestion ფუნქცია თავსებადია JPG, PNG, GIF და MP4 ფორმატის ფაილებთან. რედაქტირების შედეგები და ხარისხი შესაძლოა განსხვავდებოდეს ფოტოს ან ვიდეოს გადაღების პირობების მიხედვით. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.

შეიგრძენი Octa-core-ის ძალა

გამოიყენე ახალი, გაუმჯობესებული Octa-core პროცესორი და ყოველგვარი სირთულის გარეშე დაკავდი მულტითასქინგით, თამაშით ან სტრიმინგით. 5G შესაძლებლბებით, 128GB ან 256GB შიდა მეხსიერებით, 1TB-მდე ტევადობის microSD ბარათის დამატების შესაძლებლობით, გაუმჯობესებული GPU-ით, NPU-ით და ინტეგრირებული გაგრილების სისტემით აღჭურვილი პროცესორი შექმნილია შენი ცხოვრების გასამარტივებლად.

*გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით.**საჭიროა ოპტიმალური 5G კავშირი. 5G ქსელის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონის, ქსელის პროვაიდერის და მომხმარებლის გარემო პირობების მიხედვით.***შიდა მეხსიერების ზომის ვარიანტები და ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონის ან ოპერატორის მიხედვით.****მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მეხსიერების ზომა ნაკლებია სრულ ზომაზე, ვინაიდან მეხსიერებაში ინახება ოპერაციული სისტემის ფაილები და სხვა, წინასწარ დაინსტალებული პროგრამები. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მეხსიერების ზომა შეიძლება განსხვავებული იყოს და შეიცვალოს პროგრამის განახლების შემდეგ.*****MicroSD ბარათი ცალკე იყიდება.

იმერსიული და მკაფიო გამოსახულების მქონე ეკრანი

6,6-ინჩიანი FHD+ Super AMOLED ეკრანის მეშვეობით შეძლებ მიიღო სრულად იმერსიული გამოცდილება. Vision Booster ახდენს ფერების და კონტრასტის ოპტიმიზაციას და აუმჯობესებს ეკრანის გამოსახულებას მზიან ამინდშიც კი. ისიამოვნე 1,000 nits სიკაშკაშის წყალობით. კადრების ადაპტირებადი, 120Hz-მდე განახლების სიხშირით, ეკრანის გამოსახულება უფრო დინამიურია.

*გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით.**ეკრანის სრული მართკუთხედის დიაგონალია 6.6", ხოლო მომრგვალებული კუთხეების გათვალისწინებით - 6.4". ეკრანის ეფექტური ფართობი უფრო პატარაა მომრგვალებული კუთხეების და კამერის ჭრილიდან გამომდინარე.***1,000 nits HBM (მაღალი სიკაშკაშის) რეჟიმში.****Galaxy A55 5G-ის (SM-A556) ეკრანს მიღებული აქვს SGS-ის მხედველობაზე ზრუნვის სერტიფიკატი, ვინაიდან მას აქვს ეკრანის ლურჯი გამოსხივების საზიანო ეფექტის შემცირების მახასიათებელი.

გახადე შენი დღე უკეთესი ელემენტის მეშვეობით, რომელიც 2 დღე მუშაობს

უსაზღვრო შესაძლებლობები შენს ხელთაა, ჩვენი 5,000 mAh (სტანდარტული) Super Fast Charging (სუპერ სწრაფად დამუხტვადი) ელემენტის მეშვეობით. შეინარჩუნე კავშირი უფრო დიდი ხნის განმავლობაში, დამუხტე უფრო სწრაფად და იცხოვრე მხოლოდ შენი წესებით.

*გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით. **კედელის როზეტში შესაერთებელი სუპერ სწრაფი დამუხტვის (25W) ფუნქციის მქონე დამმუხტველი იყიდება ცალკე.*****სტანდარტული მაჩვენებლები მიღებულია მესამე მხარის ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე. სტანდარტული მაჩვენებელი გახლავთ მიახლოებითი საშუალო მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია ელემენტების ნიმუშების ტევადობის მაჩვენებლის გადახრის გათვალისწინებით, რომელთა ტესტირება განხორციელდა IEC 61960 სტანდარტით. ნომინალური ტევადობაა 4,905mAh.**შეფასებულია საშუალო მოხმარების პროფილთან მიმართებაში. დამოუკიდებლად შეფასებული Strategy Analytics-ის მიერ დიდ ბრიტანეთში 2024.01.11-2024.01.20 ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაფუძნებით, SM-A556-ის გამოშვების წინა ეტაპზე არსებული ვერსიით, სადაც ნაგულისხმევი პარამეტრებით გააქტიურებულია LTE ქსელი და 5G Sub6 ქსელი. ტესტირება არ ჩატარებულა 5G mmWave ქსელის პირობებში.

გამძლე მტვრისა და წყლის მიმართ

IP67 წყლისა და მტვრის მიმართ გამძლეობა მხოლოდ ფუნქცია არ არის. ის შესაძლოა შენი მოწყობილობის დამცავი ფარი აღმოჩნდეს ამ ელემენტების ზემოქმედების მიმართ. შეინარჩუნე კავშირი, აღბეჭდე მოგონებები, აღმოაჩინე სიახლეები ყოველგვარი შიშის გარეშე, რადგან შენი მოწყობილობის დიზაინი შექმნილია ისე, რომ ის დაცულია მტვრისა და წყლის ნაწილაკების შეღწევისგან.

*გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით.**Galaxy A55 5G მოწყობილობას მინიჭებული აქვს IP67 რეიტინგი. დაფუძნებულია ლაბორატორიული ტესტირების შედეგებზე, სადაც მოხდა მოწყობილობის ჩაძირვა 1 მეტრი სიღრმის მტკნარ წყალში, 30 წუთის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული სანაპიროზე ან აუზზე გამოყენება. მოწყობილობის წყლისა და მტვრის მიმართ გამძლეობის მაჩვენებლები არ არის მუდმივი და შესაძლოა შეიცვალოს დროთა განმავლობაში სტანდარტული ცვეთის შედეგად.

უსაფრთხოება

მხარდაჭერა შენი ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

Samsung Knox Vault

EAL5+ სერტიფიკატის მქონე Samsung Knox Vault შექმნილია შენი სენსიტიური მონაცემების, მაგალითად PIN კოდების, პაროლების და შაბლონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შენი დაშიფრული მონაცემები უსაფრთხოდ გადაინაცვლებს Samsung Knox Vault მეხსიერებაში, რომელიც სრულად იზოლირებული და განცალკევებულია მთავარი ოპე

*გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით.*EAL: შეფასების სანდოობის დონე (CC, ზოგადი კრიტერიუმები).***Samsung Galaxy A სერიის სმარტფონების Samsung Knox Vault-ის უსაფრთხოების ფუნქციები ან აპარატურული/პროგრამული არქიტექტურა შესაძლოა განსხვავდებოდეს Samsung Galaxy-ს ფლაგმანური მოწყობილობების, მათ შორის S სერიის, Z სერიის, S FE სერიის სმარტფონების და 2021 წლის შემდგომ გამოშვებული Tab S სერიის პლანშეტების იმავე მახასიათებლებისგან.*** Samsung Knox Vault-ის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის მოდელის მიხედვით.

ჩვენ შენს გვერდით ვართ

ოპერაციული სისტემის და უსაფრთხოების განახლება

შენი Galaxy A55 5G-ის სტანდარტულ პაკეტში შედის ოპერაციული სისტემის განახლებები და უსაფრთხოების შემოწმებები. შენ მიიღებ მაქსიმუმ 4 თაობის ოპერაციული სისტემის განახლებებს და უსაფრთხოების სისტემის განახლებებს 5 წლის განმავლობაში შენი ტელეფონის და პერსონალური მონაცემების სათანადოდ დაცვის მიზნით.

*გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით.**ოპერაციული სისტემის განახლების და უსაფრთხოების სისტემის განახლებების ზემოხსენებული პოლიტიკა ექვემდებარება ცვლილებას.***One UI განახლებების და ფუნქციების ხელმისაწვდომობა და მათი განხორციელების დრო შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის მოდელის და Android OS-ის განახლებების დროის მიხედვით.

აქსესუარები

*აქსესუარები იყიდება ცალკე.

მახასიათებლები

  • პროცესორი 2.75GHz, 2GHz
  • წონა (g) 213

{{family.currentModel.displayName}}

{{family.currentModel.modelCode}}

ფერი : {{chip.displayName}}
{{model.prices.currentPriceDisplay}}
{{model.prices.monthlyPrice}}დან თვეში {{model.prices.months}} თვეში
ან {{model.prices.currentPriceDisplay}}
Price without VAT: {{model.prices.vatFreePriceFormatted}}

Price with discount: {{model.prices.currentPriceDisplay}}

Price before: {{model.prices.priceDisplay}}

{{model.prices.priceDisplay}} {{model.prices.savePrice}}
  • {{summary.title}}

    {{summary.value}}{{summary.unit}}

  • {{summary.title}}

შეადარე მოდელები

შეადარე მსგავს მოწყობილობებს

ბოლოს ნანახი

* ქსელი: მოწყობილობის მიერ მხარდაჭერილი გამტარუნარიანობა შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონის ან სერვისის პროვაიდერის მიხედვით.

* ელემენტი: ელემენტის რეალური მუშაობის ხანგრძლივობა განსხვავდება ქსელის გარემოს, ფუნქციებისა და აპების, ზარების და შეტყობინებების სიხშირის, დატენვის რაოდენობის და მრავალი სხვა ფაქტორის მიხედვით.

* მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მეხსიერება: მომხმარებლის ხელმისაცვდომი მეხსიერება განსხვავდება ოპერატორის მიხედვით და შეიძლება შეიცვალოს პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შესრულების შემდეგ.

1. დიაგონალურად გაზომილი, ეკრანის ზომა არის 6.6" სრულ ოთხკუთხედში და 6.4" მომრგვალებულ კუთხეებში. რეალური ხილვადი ფართობი ნაკლებია მომრგვალებული კუთხეებისა და კამერის წრილის გამო.

2. OIS: სურათის ოპტიკური სტაბილიზაცია

3. VDIS: ვიდეოს ციფრული სურათის სტაბილიზაცია

4. ტიპური შედეგები შემოწმებულია მესამე მხარის ლაბორატორიულ პირობებში. ტიპური მნიშვნელობა არის სავარაუდო საშუალო მნიშვნელობა ელემენტის სიმძლავრის გადახრის გათვალისწინებით ელემენტის ნიმუშებს შორის, რომლებიც შემოწმებულია IEC 61960 სტანდარტის მიხედვით. სიმძლავრეა 4,905 mAh

5. ელემნტის რეალური ხანგრძლივობა განსხვავდება ქსელის გარემოს, ფუნქციებისა და აპების, ზარების და შეტყობინებების სიხშირის, დამუხტვის რაოდენობის და მრავალი სხვა ფაქტორის მიხედვით. შეფასებულია UX Connect Research-ის მიერ შედგენილი საშუალო გამოყენების პროფილის მიხედვით. დამოუკიდებლად შეფასებულია UX Connect Research-ის მიერ 2024.01.11 2024.01.20 დიდ ბრიტანეთში SM A556-ის წინასწარი გამოშვების ვერსიებით ნაგულისხმევი პარამეტრით LTE და 5G Sub6 ქსელების გამოყენებით. არ არის გამოცდილი 5G mmWave ქსელში

6. Galaxy A55 5G აქვს IP67 სტაბდარტი. ლაბორატორიული ტესტის პირობების საფუძველზე 1 მეტრამდე მტკნარ წყალში ჩაძირვისთვის ძლებს 30 წუთამდე. არ არის რეკომენდებული სანაპიროზე ან აუზზე გამოსაყენებლად. მოწყობილობის წყლისა და მტვრის წინააღმდეგობა არ არის მუდმივი და შეიძლება დროთა განმავლობაში შემცირდეს ცვეთის გამო.

7. Samsung Knox Vault-ის უსაფრთხოების ფუნქციები ან ტექნიკის/პროგრამული არქიტექტურა Samsung Galaxy A სერიის სმარტფონებზე შეიძლება განსხვავდებოდეს Samsung Galaxy ფლაგმანი მოწყობილობებისგან S სერიის, Z სერიის, S FE სერიის სმარტფონებისა და Tab S სერიის ტაბლეტებისგან, რომლებიც გამოშვებულია 2021 წლიდან.

8. Samsung Knox Vault-ის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს მოწყობილობის მოდელის მიხედვით.