ენერგიის დაზოგვის ჭკვიანური გზა

ღელავ ელექტროენერგიის გადასახადებზე? SmartThings Energy1 გეხმარება მარტივად აკონტროლო შენი სახლის მოწყობილობების ელექტროენერგიის მოხმარება, Smart Plugs2 კი არაჭკვიან მოწყობილებებზე თვალყურის დევნების საშუალებას გაძლევს. უფრო მეტი ენერგიის დაზოგვისთვის, გაააქტიურე AI Energy Mode3, რაც უზრუნველყოფს ენერგიის მოხმარების დონის მითითებულ ზღვარს ქვემოთ შენარჩუნებას.

აქციე გართობა იმერსიულ გამოცდილებად

გააუმჯობესე გართობის გამოცდილება Philips Hue4-ის მეშვეობით. კინოსეანსის საღამოს შეიქმენი იდეალური განწყობა ჭკვიანი განათების საშუალებით, რომელიც ავტომატურად სინქრონიზდება შენს ტელევიზორის ეკრანთან. გააუმჯობესე თამაშის გამოცდილება ხმის5 და განათების სინქრონიზებული ეფექტების წყალობით.

გაიგე ვინ არის კართან, სადაც არ უნდა იყო

თვალყური ადევნე სახლის კართან მისულ სტუმრებს და კურიერებს შენი სახლის ნებისმიერი ადგილიდან, საკვების მომზადების ან ტელევიზორის ყურების პროცესის შეწყვეტის გარეშე. კარის ვიდეოზარი6 გაჩვენებს წინა კარის კამერის გამოსახულებას ჭკვიანი მოწყობილობის, მაგალითად მაცივრის ან ტელევიზორის ეკრანზე. ასევე შეგიძლია კარი გააღო შენს მობილურზე დაინსტალებული Samsung Wallet7 აპლიკაციის მეშვეობით.

შეადგინე ჯანსაღი ცხოვრების საკუთარი რეჟიმი

მარტივად შექმენი სავარჯიშო გარემო შენს სახლში. Samsung Health-ის19 Smart Trainer გეხმარება სხეულის მდგომარეობის სწორად შენარჩუნებაში და ამავდროულად აკონტროლებს შენს გულისცემას და კალორიებს Galaxy Watch-ის მეშეობით20. ვარჯიშის შემდეგ, გაეცანი რეკომენდებულ რეცეპტებს SmartThings Cooking-ზე21! დაბალანსებული საკვები დაგეხმარება სწრაფად მიაღწიო ფიტნესთან დაკავშირებით დასახულ მიზანს.

ინსტრუქციები

საფეხური 1

SmartThings აპლიკაციაში, ქვემოთ მოცემულ ჩანართში აირჩიე „ცხოვრება“ (Life) და ჩამოტვირთე „ენერგია“ (Energy)1'.

 

 

საფეხური 2

„მონიტორინგის“ (Monitor) ჩანართში, შეამოწმე შენი მოწყობილობების ენერგიის მოხმარების საერთო მაჩვენებელი1.

საფეხური 3

შეამოწმე თითოეული მოწყობილობის ენერგიის მოხმარების1 ისტორია - საათობრივი, ყოველდღიური, ყოველკვირეული ან ყოველთვიური - რისთვისაც გახსენი „მოწყობილობის ენერგიის მოხმარების“ (Device energy usage) ბარათი.

საფეხური 4

ენერგიის მოხმარების პროაქტიულად შემცირებისთვის, გაააქტიურე „AI Energy რეჟიმი3“ და მოახდინე მოწყობილობის პარამეტრების ოპტიმიზაცია ენერგოეფექტურობის დონის მითითებით.

საფეხური 1

შენი ტელევიზორის მენიუში აირჩიე „აპლიკაციები“ (Apps) და მოძებნე აპლიკაცია „Philips Hue Sync“8. აპლიკაციის ჩამოტვირთვისთვის, აირჩიე „ინსტალაცია“ (Install).

საფეხური 2

აპლიკაციის შესაძენად, დააწკაპუნე ღილაკზე „გადახდის დაწყება“ (Start Checkout) და შეასრულე ეკრანზე გამოჩენილი ინსტრუქციები8.

საფეხური 3

დააკავშირე ეს აპლიკაცია Hue სისტემასთან და დააჭირე მთავარ გვერდზე მოცემულ „სინქრონიზაციის“ (sync) ღილაკზე, რათა მოახდინო ტელევიზორის ეკრანის კონტენტის სინქრონიზაცია Philips Hue სანათთან 4.

საფეხური 1

SmartThings აპლიკაციაში, ქვემოთ მოცემულ ჩანართში შეეხე „ავტომატიზაციის“ (Automations) ღილაკს და შემდეგ აირჩიე ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ღილაკი „სცენის შექმნა“ (Create scene).

საფეხური 2

აირჩიე შენი სცენის სახელი და ხატულა, ამის შემდეგ, მოქმედებების დასამატებლად შეეხე „+“ სიმბოლოს.

საფეხური 3

გადადი ჩანართში „მოწყობილობების მართვა“ (Control devices), რათა მოახდინო მოწყობილობის პარამეტრების პერსონალიზაცია რომანტიული განწყობის შესაქმნელად.

საფეხური 1

SmartThings აპლიკაციაში, ქვემოთ მოცემულ ჩანართში აირჩიე „ცხოვრება“ (Life) და ჩამოტვირთე „შინაური ცხოველის მოვლა“ (Pet Care).

საფეხური 2

შექმენი შინაური ცხოველის პროფილი და შეიყვანე ინფორმაცია შენი ცხოველის შესახებ, მათ შორის სახელი, ტიპი, ჯიში და სხვა დეტალები.

საფეხური 3

გადადი ჩანართში „მოწყობილობების მართვა“ (Control devices), რათა მოახდინო მოწყობილობის პარამეტრების პერსონალიზაცია ვარჯიშის განწყობის შესაქმნელად.

საფეხური 4

ვარჯიშის ვიდეოს The Freestyle მოწყობილობით ჩვენებისთვის, ჩამოშალე „სწრაფი პანელი“ (Quick panel) და აირჩიე „Smart View“.

საფეხური 5

ხელმისაწვდომი მოწყობილობების სიიდან აირჩიე The Freestyle. შენს ტელეფონში შეიყვანე PIN კოდი, რომელიც გამოჩნდება The Freestyle-ის ეკრანზე და გაუშვი წინასწარ დაყენებული ვარჯიშის რეჟიმი. ისიამოვნე ვარჯიშით!

საფეხური 1

SmartThings აპლიკაციაში, ქვემოთ მოცემულ ჩანართში აირჩიე „ცხოვრება“ (Life) და ჩამოტვირთე „სახლის მოვლა“ (Home Care)11'.

საფეხური 2

შენი მოწყობილობების სტატუსის შესამოწმებლად, გახსენი „მოწყობილობის მოვლის“ (Device care) ბარათი. როდესაც საჭირო იქნება მოწყობილობისთვის ყურადღების მიქცევა, ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინების აღმნიშვნელი წერტილი და შეტყობინება.

საფეხური 3

გახსენი „გამოყენების ინსტრუქციის“ (Usage guide) ბარათი, სადაც შეგიძლია მოძებნო რჩევები და სხვა სასარგებლო ინფორმაცია.

საფეხური 1

SmartThings აპლიკაციაში, ქვემოთ მოცემულ ჩანართში გახსენი „მოწყობილობები“ (Devices) და აირჩიე რეგისტრირებული სარეცხი მანქანა.

საფეხური 2

ყველაზე ეფექტური რეცხვის რეჟიმის შესარჩევად, შეეხე ღილაკს „ციკლი“ (Cycle) და აირჩიე „AI OptiWash“.

საფეხური 3

AI OptiWash რეჟიმით რეცხვის დაწყებისთვის, შეეხე ღილაკს „დაწყება“ (Start)12. სარეცხი მანქანა ავტომატურად განსაზღვრავს დაბინძურების დონეს და უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის სარეცხი საშუალების და წყლის მიწოდებას.

SmartThings-ის გამოსაყენებლად, ჩამოტვირთე აპლიკაცია შემდეგი პლატფორმებიდან: Galaxy Store, Play Store, ან App Store. აპლიკაციის გამოსაყენებლად საჭიროა Android OS 9↑ და მინიმუმ 3GB RAM ან iOS 14↑.

ტექნოლოგიის, ფუნქციების და მახასიათებლების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, სერვის პროვაიდერის, ქსელური გარემოს ან პროდუქტის მიხედვით და ექვემდებარება ცვლილებებს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

ყველა მოწყობილობა დაკავშირებული უნდა იყოს Wi-Fi ან სხვა უსადენო ქსელთან და რეგისტრირებული უნდა იყოს ერთი Samsung ანგარიშის გამოყენებით.

SmartThings-ის ფუნქციები და სპეციფიკაციები დამოკიდებულია გამოყენებულ პროდუქტზე.

მხარდაჭერილი ოპერაციული სისტემის სპეციფიკაციები და აპლიკაციის ეკრანის კონფიგურაცია შეიძლება შეიცვალოს აპლიკაციის განახლების შემდეგ.

მოწყობილობების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა დაკავშირებაც შესაძლებელია  SmartThings-თან, არის 200 თითოეულ ადგილმდებარეობაზე. თუმცა დაკავშირებული მოწყობილობების მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება ნაკლები იყოს, რაც დამოკიდებულია მომხმარებლის ქსელის მახასიათებლებზე. თითოეული ანგარიშით შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ადგილმდებარეობის, თითოეულ ადგილმდებარეობაზე - მაქსიმუმ 20 ოთახის დამატება. ასევე ადმინისტრატორს, რომელმაც დაარეგისტრირა ადგილმდებარეობა, შეუძლია მოიწვიოს მაქსიმუმ 20 წევრი.

გამოსახულებები და ეკრანის კონტენტი წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით. რეალური მომხმარებლის ინტერფეისი (UI) შეიძლება განსხვავდებოდეს პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, მოდელის, რეგიონისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

  1. SmartThings Energy სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ქვეყანაზე, რეგიონზე ან მოწყობილობაზე. ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე (Android OS 9↑, iOS 14↑). საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში. ენერგიის მოხმარებაზე მონიტორინგისთვის საჭიროა, რომ ყველა მოწყობილობა რეგისტრირებული იყოს SmartThings აპლიკაციაში.
  2. საჭიროა თავსებადი Smart Plug და Smart Home Hub. Smart Plug რეგისტრირებული უნდა იყოს SmartThings აპლიკაციაში. ენერგიის მოხმარებაზე მონიტორინგისთვის Smart Plug ფუნქციის გამოსაყენებლად, გახსენი SmartThings აპლიკაცია, გადადი „მოწყობილობის“ (Device) ჩანართზე და აირჩიე “Smart Plug” პროდუქტის ბარათი.
  3. AI Energy რეჟიმის ფუნქციის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ქვეყანაზე, რეგიონზე ან მოწყობილობაზე. მისი საშუალებით შესაძლებელია ყველა თავსებადი ჭკვიანი მოწყობილობის ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე გადართვა ან ავტომატურად, ან როდესაც ერთი თვის ელექტროენერგიის გადასახადი გადააჭარბებს წინასწარ მითითებულ მაჩვენებელს. (მაგალითად, მაცივრის შემთხვევაში ხდება კომპრესორის სიჩქარის და მუშაობის ოპტიმიზაცია და საყინულის ტემპერატურის კორექტირება) ენერგიის მოხმარების რეალური მაჩვენებელი და ღირებულება შეიძლება განსხვავდებოდეს SmartThings Energy ფუნქციის გვერდზე ნაჩვენები მონაცემებისგან.
  4. საჭიროა Philips Hue ფერადი ჭკვიანი სანათები, Philips Hue Bridge, Philips Hue Sync App (2022 წლის შემდეგ გამოშვებულ Samsung TV სერიის მოწყობილობებზე, QLED TV-ზე ან მომდევნო მოდელებზე საჭიროა ამ ფუნქციის შეძენა აპლიკაციის მეშვეობით) ან Philips Hue Sync Box (რეგიონებში, სადაც ტელევიზორის აპლიკაციის მეშვეობით პროდუქტების შეძენა შეუძლებელია, მისი სათანადოდ მუშაობისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს Philips Hue Sync Box-ის შეძენა) და Samsung-ის  ანგარიში. იყიდება ცალკე.
  5. საჭიროა თავსებადი JBL გეიმინგის ყურსასმენები. იყიდება ცალკე.
  6. საჭიროა თავსებადი კარის ვიდეოზარი. კარის ვიდეოზარი რეგისტრირებული უნდა იყოს SmartThings აპლიკაციაში. ამჟამად მხარდაჭერილია კარის ვიდეოზარების შემდეგი მოდელები: Ring Video Doorbell Elite, Ring Video Doorbell Pro with Chime Pro, Spotlight Cam Mount, Spotlight Cam Wired, Stick Up Cam Battery, Video Doorbell, Video Doorbell 2, Video Doorbell 3, Video Doorbell Pro და სხვა. გაითვალისწინე, რომ მხარდაჭერილი კარის ვიდეოზარების სია სამომავლოდ განახლდება.
  7. კარის საკეტის გასაღებები ხელმისაწვდომია ყველა მოწყობილობაზე, რომელთაც გააჩნია Samsung Wallet-ის და SmartThings-ის მხარდაჭერა (Android OS 11↑ და One UI 3.1↑).
  8. Philips Hue Sync აპლიკაციის ხელმისაწვდომობა Samsung TV-ზე დამოკიდებულია ქვეყანაზე, რეგიონზე ან მოწყობილობაზე.  Philips Hue Sync აპლიკაციის Samsung TV-ზე გამოყენებისთვის საჭიროა ფასიანი სერვისის გამოწერა ხუთ წლამდე პერიოდით. აღნიშნული პერიოდის შემდეგ, ამ აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერი გააგრძელებს განახლებებით მხარდაჭერას.
  9. SmartThings Home Care სერვისის ფუნქციების ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ქვეყანაზე და მოწყობილობაზე.
  10. სარეცხი მანქანის  დისტანციურად, მობილური აპლიკაციის მეშვეობით მართვისთვის, საჭიროა „ჭკვიანი კონტროლის“ (Smart Control) ფუნქციის აქტივაცია.
  11. Multi View ფუნქციის ხელმისაწვდომობა განსხვავებულია მოდელის და კონტენტის მიხედვით. სხეულის მდგომარეობის ეკრანზე ასახვისთვის, საჭიროა თავსებადი Slim Fit Cam მოწყობილობა, რომელიც ცალკე იყიდება. 
  12. განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი გამაჯანსაღებელი და ფიტნეს მიზნებისთვის. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის სამედიცინო მდგომარეობის ან დაავადების გამოვლენის, დიაგნოსტირების და მკურნალობის მიზნებისთვის. გაზომვის მონაცემები განკუთვნილია მხოლოდ საცნობარო მიზნებისთვის. რჩევისთვის მიმართე სამედიცინო პერსონალს. ხელმისაწვდომია Galaxy Watch 4 სერიის და მომდევნო თაობის Samsung Watch მოწყობილობებზე.
  13. SmartThings Cooking სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ქვეყანაზე, რეგიონზე ან მოწყობილობაზე. ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე (Android OS 9↑, iOS 14↑). საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში. რეცეპტები ხელმისაწვდომია კონკრეტულ ენებზე, მათ შორის ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, იტალიურად და ესპანურად.