გარემო

გარემო

ცვლილებები პატარა ნაბიჯებით იწყება

ცვლილებები პატარა ნაბიჯებით იწყება

ჩვენი ნაბიჯები უკეთესი მომავლისკენ

ჩვენ ვითვალისწინებთ ენერგოეფექტურობას და რესურსების ციკლურ მოხმარებას საკუთარი პროდუქტების მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. ეს მოიცავს სხვადასხვა ღონისძებების დანერგვას რესურსების მოძიების, წარმოების, დისტრიბუციის, გამოყენების და გადამუშავების ეტაპებზე, რომელთა მიზანია გარემოზე ჩვენი საქმიანობის ზეგავლენის შემცირება.

ჩვენი ძალისხმევა ენერგიის დასაზოგად

ჩვენ შევიმუშავეთ სხვადასხვა სახის ტექნოლოგია, რომელთა მიზანია ენერგიის მოხმარების შემცირება ენერგოეფექტური მოწყობილობების შექმნის გზით. ამ ტექნოლოგიების მეშვეობით შენ შეგიძლია გავლენა მოახდინო როგორც შენს ელექტროენერგიის გადასახადზე, ასევე გარემოზე.

SmartThings Energy
შენს ცხოვრებაში

აკონტროლე ენერგიის მოხმარება SmartThings Energy-ს მეშვეობით.1 დაუკავშირე SmartThings Energy აპლიკაცია შენს სმარტ-მრიცხველს, რათა უკეთ შეძლო ელექტროენერგიის დაზოგვა. მარტივად მართე ენერგიის მოხმარება, აირჩიე ენერგიის დაზოგვის მიზნები და მიიღე შეტყობინებები, როდესაც ენერგიის მოხმარების დონე გადააჭარბებს მითითებულ ზღვარს.

ავტომატურად დაარეგულირე შენი ტელევიზორის სიკაშკაშე

ჩვენ მიერ 2023 წლის შემდეგ გამოშვებული ტელევიზორების ზოგიერთ მოდელს გააჩნია სიკაშკაშის ინტელექტუალური სენსორი.2 დაზოგე ელექტროენერგია შენი საყვარელი სატელევიზიო შოუს ყურების დროს3 Neo QLED-ზე.

ჩვენი ძალისხმევა რესურსების დაზოგვისთვის

ჩვენ ვითვალისწინებთ რესურსების დაზოგვის აუცილებლობას და უზრუნველვყოფთ, რომ მოხდეს მასალების გადამუშავება და ნარჩენების რაოდენობის შემცირება. ჩვენი მიზანია პატარა ნაბიჯებით დავიწყოთ გარემოს დაცვა.

ჩვენი გზა
უკეთესი მომავლისკენ

ჩვენ შევიმუშავეთ ახალი გარემოსდაცვითი სტრატეგია, ყოვლისმომცველი ინიციატივა, რომელიც მოიცავს კლიმატის ცვლილებასთან და რესურსების სიმცირესთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრისთვის საერთაშორისო მასშტაბით გაწეულ ძალისხმევას. ეს სტრატეგია შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, რაც მოიცავს ნახშირბადის ემისიის ნულამდე შემცირებას განახლებადი ენერგიის რესურსების გამოყენების დონის გაზრდის გზით. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ ცირკულარობის დონე ჩვენს პროდუქტებში, წყლის რესურსების მრავალჯერადად გამოყენების დონის გაზრდისა და ნახშირბადის გამოყოფის დონის შემცირების ტექნოლოგიის გაუმჯობესების პარალელურად.

გარემოს დაცვის მონაცემები

ჩამოტვირთე და გაეცანი Samsung Electronics-ის გარემოსდაცვით პოლიტიკას და გაიდლაინებს.

  • 1 SmartThings Energy სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის, რეგიონის ან მოწყობილობის მიხედვით. ხელმისაწვდომია Android-სა და iOS-ის მოწყობილობებზე (Android OS 9↑, iOS 14↑). აუცილებელია Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიშის ქონა. უნდა მოხდეს ყველა მოწყობილობის რეგისტრაცია SmartThings აპლიკაციაში, ენერგიის მოხმარების მონიტორინგის მიზნით. ენერგიის AI კონტროლის რეჟიმის ფუნქციის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონის ან მოწყობილობის მიხედვით. მისი მეშვეობით შესაძლოა მოხდეს ყველა თავსებადი ჭკვიანი მოწყობილობის გადართვა ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე, ავტომატურად, ან თუ თქვენი ელექტროენერგიის სავარაუდო გადასახადი აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ მაჩვენებელს. (მაგ., მაცივარი: ex. კომპრესორის სიჩქარისა და მუშაობის ოპტიმიზაცია და საყინულის ტემპერატურის კომპლექტის რეგულირება) SmartThings Energy-ზე მოცემული ენერგიის გამოყენებისa და სავარაუდო ღირებულების მონაცემები შესაძლოა განსხვავდებოდეს რეალური მონაცემებისგან.
  • 2 ენერგიის AI კონტროლის რეჟიმი დაემატა CU7000 ↑ მოდელზე 2023 წელს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადი აქ: samsung.com.
  • 3 ენერგიის დაზოგვის მაჩვენებლები შესაძლოა განსხვავდებოდეს რეგიონების, მოდელების, ზომების, ხედვის პირობების, ან კონტენტის ტიპის მიხედვით. ჩრდილოეთ ამერიკის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის, კორეის/აზიის და ცენტრალური აღმოსავლეთის (თურქეთის და ისრაელის გარდა) შემთხვევაში, ადაპტირებადი სიკაშკაშის ფუნქცია არ გააქტიურდება ისეთ გარემოში, რომლის მაჩვენებელიც აჭარბებს 120lux-ს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ენერგიის დაზოგვის დონის შემცირება. ევროპის, დსთ-ს, აფრიკისა და თურქეთის/ისრაელის შემთხვევაში ადაპტირებადი სიკაშკაშის ფუნქცია არ გააქტიურდება ისეთ გარემოში, რომლის მაჩვენებელიც აჭარბებს 80lux-ს, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს ენერგიის დაზოგვის დონის შემცირება. ერთეულები Eco რეჟიმში გადადის ნაგულისხმევი პარამეტრებით გააქტიურებული ენერგიის AI კონტროლის რეჟიმის ფუნქციებით, შესაბამისად, ენერგიის დაზოგვის დონე შესაძლოა უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე სტანდარტულ რეჟიმში. ენერგიის AI კონტროლის რეჟიმის გააქტიურება არ ხდება თამაშის, ან პრიორიტეტულობის მიხედვით დალაგების რეჟიმში, მაგალითად თამაშის რეჟიმში და ინტელექტუალურ რეჟიმში. ენერგიის დაზოგვის დონე დამოკიდებულია შიდა ტესტირების შედეგებზე და შესაძლოა განსხვავდებოდეს წარმოდგენილი კონტენტის და გარემო პირობების შესაბამისად.
  • 4 Samsung Galaxy S22 Ultra: მოწყობილობის 6 კომპონენტი, რომელიც მოიცავს სულ მცირე 20% გამოყენების შემდეგ გადამუშავებულ პლასტმასას. ეს კომპონენტები გახლავთ S Pen-ის შიდა საფარი და ღილაკების სამაგრი (RPA), გვერდითა ღილაკი, ხმის კონტროლის ღილაკები, სპიკერის ზედა მოდული და სპიკერის ქვედა მოდული (RPC). RPA (გადამუშავებული პოლიამიდი) მზადდება უსარგებლო სათევზაო ბადეებისგან. RPC გახლავთ გადამუშავებული პოლიკარბონატი. საზომი ერთეულები განსაზღვრულია წონის შესაბამისად.
  • 5 Samsung Galaxy Z Fold5: მოწყობილობის 15 კომპონენტი, რომელიც შეიცავს სულ მცირე 10% გამოყენების შემდეგ გადამუშავებულ პლასტმასას, სამრეწველო ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებულ ალუმინს, ან საშუალოდ 22%-ით შედგება სამრეწველო ნარჩენების გადამუშავებით მიღებული მინისგან. ეს კომპონენტებია: ხმის რეგულირების ღილაკის FPCB სამაგრი და ეკრანის კონექტორის საფარი (RPA), ზედა დინამიკის მოდული (ზედა და ქვედა) და ქვედა დინამიკის მოდული (ზედა და ქვედა) (RPA და RPC), ანტენა (დამატებითი), ანტენა (ძირითადი), ხმის რეგულირების ღილაკი, თითის ანაბეჭდის ღილაკის სამაგრი, SIM ბარათის ბუდე და კონექტორების დამაკავშირებელი სადენის სამაგრი (RPC). RPA (გადამუშავებული პოლიამიდი) დამზადებულია გამოყენებული სათევზაო ბადეებისგან. RPC ნიშნავს გადამუშავებულ პოლიკარბონატს. გაზომვის მონაცემები ეფუძნება წონას.
  • 6 Samsung Galaxy Z Flip5: მოწყობილობის 15 კომპონენტი, რომელიც შეიცავს სულ მცირე 10% გამოყენების შემდეგ გადამუშავებულ პლასტმასას, სამრეწველო ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებულ ალუმინს, ან საშუალოდ 22%-ით შედგება სამრეწველო ნარჩენების გადამუშავებით მიღებული მინისგან. ეს კომპონენტებია: ხმის რეგულირების ღილაკის სამაგრი, ეკრანის კონექტორის საფარი, FPCB RF კაბელის სამაგრი, უკანა შუა (RPA), დინამიკის მოდული (ზედა და ქვედა) და უკანა ზედა დინამიკის მოდული (RPA და RPC), ხმის რეგულრების ღილაკი, თითის ანაბეჭდის ღილაკის სამაგრი,, რისივერის Deco, კონექტორების დამაკავშირებელი სადენის სამაგრი და SIM ბარათის ბუდე (RPC). RPA (გადამუშავებული პოლიამიდი) დამზადებულია გამოყენებული სათევზაო ბადეებისგან. RPC ნიშნავს გადამუშავებულ პოლიკარბონატს. გაზომვის მონაცემები ეფუძნება წონას.
  • 7 Samsung Galaxy Buds2 Pro: მოწყობილობის 11 კომპონენტი, რომელიც შეიცავს სულ მცირე 20% გამოყენების შემდეგ გადამუშავებულ პლასტმასას. ეს კომპონენტებია: ელემენტის ბუდის სამაგრი, PCB ბუდის სამაგრი Deco-ს წინა სამაგრი (RPA), ბუდის კორპუსის ზედა მხარე, ბუდის ზედა შიდა მხარე, Deco-ს ბუდის წინა მხარე, ბუდის ქვედა მხარე, ყურსასმენები-წინა მარცხენა, ყურსასმენები-უკანა მარჯვენა (RPC). RPA (გადამუშავებული პოლიამიდი) დამზადებულია გამოყენებული სათევზაო ბადეებისგან. RPC ნიშნავს გადამუშავებულ პოლიკარბონატს. გაზომვის მონაცემები ეფუძნება წონას.
  • 8 Samsung Galaxy Tab S9 Ultra: მოწყობილობის 17 კომპონენტი, რომელიც შეიცავს სულ მცირე 10% გამოყენების შემდეგ გადამუშავებულ პლასტმასას, სამრეწველო ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებულ ალუმინს, ან საშუალოდ 10%-ით შედგება სამრეწველო ნარჩენების გადამუშავებით მიღებული მინისგან. ეს კომპონენტებია: შუა კაბელის სამაგრი და Deco Pen დამმუხტავი (RPA), ზედა მარცხენა დინამიკის მოდული, ზედა მარჯვენა დინამიკის მოდული, ქვედა მარცხენა დინამიკის მოდული და ქვედა მარჯვენა დინამიკის მოდული (RPA და RPC), ქეისის სამაგრი, ღილაკის სამაგრი, PCB ზედა საყრდენი, PCB შუა საყრდენი, კაბელის ქვედა სამაგრი, SIM ბარათის ბუდე, ხმის რეგულირების ღილაკი და გვერდითა ღილაკი (RPC). RPA (გადამუშავებული პოლიამიდი) დამზადებულია გამოყენებული სათევზაო ბადეებისგან. RPC ნიშნავს გადამუშავებულ პოლიკარბონატს. გაზომვის მონაცემები ეფუძნება წონას.
  • 9 2023 წელს გამოშვებული CU7700↑ მოდელისთვის განკუთვნილი SolarCell დისტანციური პულტის კორპუსი დამზადებულია 24% გადამუშავებული პლასტმასასგან. გაზომვის მონაცემები ეფუძნება წონას. SolarCell დისტანციური პულტი განკუთვნილია მხოლოდ CU8510 მოდელისთვის, მე-2 თაობის 32” The Frame და The Freestyle შეიცავს მინიმუმ 20% გამოყენებული სათევზაო ბადეების გადამუშავებით მიღებულ მასალებს. გაზომვის მონაცემები ეფუძნება წონას.
  • 10 Clean Station-ის ცხაურის ფილტრი, რომელიც გამოიყენება Bespoke Jet™ AI-ში, შეიცავს სულ მცირე 30% გამოყენების შემდეგ გადამუშავებულ მასალას (PCM) და სულ მცირე 10% საზღვაო ნარჩენების გადამუშავებით მიღებულ პოლიამიდის (PA). გაზომვის მონაცემები ეფუძნება წონას. გამოყენებულ გადამუშავებულ მასალებს მიღებული აქვს ECV (Environmental Claims Validations) სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია UL-ის მიერ (Underwriters Laboratories). (UL სერტიფიკატის ნომერი: 293089-4210)
  • 11 ტესტირება ჩატარდა 2კგ წონის 100% პოლიესტერის შემცველი ტანსაცმლის რეცხვის პირობებში. ტესტირების დროს მოხდა Samsung-ის სტანდარტული WW4000T მოდელის მანქანაზე სინთეტიკის ციკლის გამოყენებით რეცხვის პროცესის შედარება WW9000B მოდელის მანქანით Less Microfiber™ ციკლის გამოყენებით რეცხვასთან. შედეგები შეიძლება განსხვავებული იყოს და დამოკიდებულია ტანსაცმლის ტიპზე და გარემო პირობებზე. ტესტირება ჩატარდა Ocean Wise Plastics Lab-ის ლაბორატორიაში.
  • 12 აკავებს დაახლოებით 89-98% ნაწილაკებს; ლაბორატორიული ტესტირების დროს გამოყენებული იყო 2კგ სინთეტიკური ქსოვილი და WW90T734DWH, WF24A9500KW, მოდელების სარეცხი მანქანები.