რა უნდა გავაკეთო, თუ დამავიწყდა პაროლი და Samsung-ის ანგარიშთან დაკავშირებული ელ

ბოლო განახლების თარიღი : 18-03-2024

ამ სტატიაში აღწერილია, თუ როგორ უნდა აღადგინო Samsung Account-ის პაროლი ან ელექტრონული ფოსტა საიტის account.samsung.com მეშვეობით.

რა უნდა გავაკეთო, თუ დამავიწყდა Samsung Account-ის პაროლი

Samsung-ის ანგარიშის პაროლის აღდგენისთვის მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს:

საიტზე account.samsung.com დააჭირე ღილაკზე „შესვლა“ საიტზე account.samsung.com დააჭირე ღილაკზე „შესვლა“

საფეხური 1. ბრაუზერში გახსენი საიტი account.samsung.com და დააჭირე ღილაკზე „Sign in“.

შეიყვანე ელექტრონული ფოსტის მისამართი შეიყვანე ელექტრონული ფოსტის მისამართი

საფეხური 2. შეიყვანე Samsung-ის ანგარიშთან დაკავშირებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და დააჭირე ღილაკზე „Next“.

დააჭირე ღილაკზე „Forgot password?“ დააჭირე ღილაკზე „Forgot password?“

საფეხური 3.დააჭირე ღილაკზე „Forgot password?“

 კიდევ ერთხელ შეიყვანე ელექტრონული ფოსტის მისამართი და დააჭირე ღილაკზე „Reset password“.  კიდევ ერთხელ შეიყვანე ელექტრონული ფოსტის მისამართი და დააჭირე ღილაკზე „Reset password“.

საფეხური 4. კიდევ ერთხელ შეიყვანე ელექტრონული ფოსტის მისამართი და დააჭირე ღილაკზე „Reset password“.

შეიყვანე ტელეფონის ნომერი და დააჭირე ღილაკზე „გაგრძელება“ შეიყვანე ტელეფონის ნომერი და დააჭირე ღილაკზე „გაგრძელება“

საფეხური 5. შეიყვანე ტელეფონის ნომერი, რომელიც მიუთითე Samsung-ის ანგარიშის რეგისტრაციის დროს. შემდეგ დააჭირე ღილაკზე „Continue“.

დააჭირე ღილაკზე „გაგრძელება“ დააჭირე ღილაკზე „გაგრძელება“

საფეხური 6. დააჭირე ღილაკზე „Continue“.

დააჭირე ღილაკზე „შემომავალ შეტყობინებებზე გადასვლა“ დააჭირე ღილაკზე „შემომავალ შეტყობინებებზე გადასვლა“

საფეხური 7. მითითებულ მისამართზე გამოიგზავნება წერილი, რომელშიც მოცემული იქნება პაროლის აღდგენის ბმული. დააჭირე ღილაკზე „Go to Inbox“ განყოფილებაში გადასასვლელ ღილაკზე ან გახსენი შენი ელექტრონული ფოსტა.

გადადი წერილში მოცემულ ბმულზე გადადი წერილში მოცემულ ბმულზე

საფეხური 8. შედი ელექტრონული ფოსტის ანგარიშზე, გახსენი კომპანია Samsung-ისგან მიღებული წერილი და გადადი წერილში მოცემულ ბმულზე.

შენიშვნა:

თუ ელექტრონულ ფოსტაში არ არის წერილი, შეამოწმე არასასურველი ფოსტის (სპამის) განყოფილება ან დააჭირე წერილის ხელმეორედ გამოგზავნის ღილაკზე.

შეიყვანე ახალი პაროლი შეიყვანე ახალი პაროლი

საფეხური 9. შეიყვანე ახალი პაროლი და დაადასტურე. შემდეგ დააჭირე ღილაკზე „Next“.

დააჭირე ღილაკზე „შესვლა“ — შენ დაბრუნდები საწყის გვერდზე და შეძლებ ანგარიშზე შესვლას. დააჭირე ღილაკზე „შესვლა“ — შენ დაბრუნდები საწყის გვერდზე და შეძლებ ანგარიშზე შესვლას.

საფეხური 10. დააჭირე ღილაკზე „Sign in“ — შენ დაბრუნდები საწყის გვერდზე და შეძლებ ანგარიშზე შესვლას.

შენიშვნა:

პაროლი აუცილებლად უნდა შედგებოდეს როგორც ზედა, ასევე ქვედა რეგისტრის ლათინური ასოებისგან და ციფრებისგან. პაროლის მინიმალური სიგრძეა: 8 სიმბოლო დაუშვებელია ზედიზედ 3 განმეორებადი ან თანმიმდევრული სიმბოლოების გამოყენება. შეგიძლია გამოიყენო სპეციალური სიმბოლოები (~!@#$%^&*-_+=|";[]{}()<>,./?\.). ზოგიერთ ძველ მოწყობილობას არ გააჩნია 15 სიმბოლოზე გრძელი პაროლის გამოყენების მხარდაჭერა, ამიტომ რეკომენდებულია, რომ პაროლი შედგებოდეს 8-15 სიმბოლოსგან.

რა უნდა გავაკეთო, თუ დამავიწყდა Samsung Account-თან დაკავშირებული ელექტრონული ფოსტის მისამართი

Samsung-ის ანგარიშთან დაკავშირებული ელექტრონული ფოსტის მისამართის აღდგენისთვის ან გახსენებისთვის მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს:

საიტზე account.samsung.com დააჭირე ღილაკზე „შესვლა“ საიტზე account.samsung.com დააჭირე ღილაკზე „შესვლა“

საფეხური 1. ბრაუზერში გახსენი საიტი account.samsung.com account.samsung.comდა დააჭირე ღილაკზე „Sign in“.

დააჭირე ღილაკზე „იდენტიფიკატორის მოძებნა“ დააჭირე ღილაკზე „იდენტიფიკატორის მოძებნა“

საფეხური 2. დააჭირე ღილაკზე „Find ID“.

შემდეგ გადადი შემდეგ საფეხურზე იმის გათვალისწინებით, გახსოვს თუ არა ამ ანგარიშთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი:

• თუ გახსოვს ამ ანგარიშთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი:

შეიყვანე Samsung-ის ანგარიშთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი და დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“ შეიყვანე Samsung-ის ანგარიშთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი და დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“

საფეხური 3. შეიყვანე Samsung-ის ანგარიშთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი და დააჭირე ღილაკზე „Continue“.

დააჭირე ღილაკზე „Send code“ — მითითებულ ნომერზე გაიგზავნება შეტყობინება დადასტურების კოდით. შეიყვანე კოდი და დააჭირე ღილაკზე „Verify“. დააჭირე ღილაკზე „Send code“ — მითითებულ ნომერზე გაიგზავნება შეტყობინება დადასტურების კოდით. შეიყვანე კოდი და დააჭირე ღილაკზე „Verify“.

საფეხური 4. დააჭირე ღილაკზე „Send code“ — მითითებულ ნომერზე გაიგზავნება შეტყობინება დადასტურების კოდით. შეიყვანე კოდი და დააჭირე ღილაკზე „Verify“.

თუ დიდი ხნის განმავლობაში არ მიიღებ დადასტურების კოდს:

  • შეამოწმე WhatsApp-ის ან სხვა სერვისების შემომავალი შეტყობინებები. თუ შენი ტელეფონის ნომერი ამ სერვისების ანგარიშებთანაა დაკავშირებული, დადასტურების კოდი შესაძლოა მათ აპლიკაციებზე გამოიგზავნოს. შეტყობინების ტექსტიდან შენ დაგჭირდება მხოლოდ ციფრები. შეიყვანე ეს ციფრები გამოტოვებების, დეფისების ან სხვა სპეციალური სიმბოლოების გარეშე.
  • დააჭირე Extend time გახანგძლივების ღილაკზე ან ხელახლა მოითხოვე კოდი. კოდის შემცველი შეტყობინება შეიძლება მოვიდეს პირველივე ჯერზე ან 1-2 საათის განმავლობაში. კოდის მიღების დრო დამოკიდებულია მობილური ქსელის ოპერატორზე ან მობილური ინტერნეტის მუშაობაზე.
დადასტურების კოდის შემცველი SMS-შეტყობინების მაგალითი

დადასტურების კოდის შემცველი SMS-შეტყობინების მაგალითი

აირჩიე ანგარიში და დააჭირე ღილაკზე „შესვლა“ აირჩიე ანგარიში და დააჭირე ღილაკზე „შესვლა“

საფეხური 5. ეკრანზე გამოჩნდება ამ ტელეფონის ნომერთან დაკავშირებული ანგარიშების ჩამონათვალი. აირჩიე შესაბამისი ანგარიში.
• თუ გახსოვს პაროლი — დააჭირე ღილაკზე „Sign in now“.
• თუ არ გახსოვს პაროლი — შეასრულე მოქმედებები, რომლებიც მოცემულია ინსტრუქციებში, სახელწოდებით „რა უნდა გავაკეთო, თუ დამავიწყდა Samsung Account-ის პაროლი“, დაიწყე მესამე საფეხურიდან.

პაროლის შესაყვანად და ანგარიშზე შესასვლელად დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“ პაროლის შესაყვანად და ანგარიშზე შესასვლელად დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“

საფეხური 6. „Sign in now“ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში გადამისამართდები ანგარიშზე შესვლის საწყის გვერდზე. „E-mail“ ველში უკვე შეყვანილი იქნება საჭირო მისამართი. პაროლის შესაყვანად და ანგარიშზე შესასვლელად დააჭირე ღილაკზე „Next“.

• თუ არ გახსოვს ამ ანგარიშთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი:

დააჭირე ღილაკზე „ანგარიშის იდენტიფიკატორი არ მოიძებნა“ დააჭირე ღილაკზე „ანგარიშის იდენტიფიკატორი არ მოიძებნა“

საფეხური 3. დააჭირე ღილაკზე „Trouble getting our account ID“.

შეიყვანე სახელი, გვარი და დაბადების თარიღი შეიყვანე სახელი, გვარი და დაბადების თარიღი

საფეხური 4. შეიყვანე ანგარიშზე მითითებული სახელი, გვარი და დაბადების თარიღი. შემდეგ დააჭირე ღილაკზე „Continue“.

დააჭირე ღილაკზე „შესვლა“ დააჭირე ღილაკზე „შესვლა“

საფეხური 5. გამოჩნდება ნაპოვნი ანგარიშების სია, რომლებიც შეიცავს მითითებულ პირად მონაცემებს. მისამართი სრულად არ იქნება მითითებული, თუმცა დაგეხმარება გაიხსენო, თუ რომელი ელექტრონული ფოსტა გამოიყენე ანგარიშის რეგისტრაციისთვის. დააჭირე ღილაკზე „Sign in now“ — შენ დაბრუნდები საწყის გვერდზე და შეძლებ ანგარიშზე შესვლას. თუ არ გახსოვს პაროლი — შეასრულე მოქმედებები, რომლებიც მოცემულია ინსტრუქციებში, სახელწოდებით „რა უნდა გავაკეთო, თუ დამავიწყდა Samsung Account-ის პაროლი“.

თუ სისტემა ვერ შეძლებს მითითებული მონაცემების შემცველი ანგარიშების მოძებნას, დააჭირე ღილაკზე „ხელახლა ცდა“ თუ სისტემა ვერ შეძლებს მითითებული მონაცემების შემცველი ანგარიშების მოძებნას, დააჭირე ღილაკზე „ხელახლა ცდა“

საფეხური 6. თუ სისტემა ვერ შეძლებს მითითებული მონაცემების შემცველი ანგარიშების მოძებნას, გამოჩნდება შესაბამისი შეტყობინება. დააჭირე ღილაკზე „Try again“ და კიდევ ერთხელ ყურადღებით შეიყვანე პირადი მონაცემები. ეცადე გაიხსენო, რეგისტრაციის დროს სხვა ინფორმაცია ხომ არ მიუთითე.

მადლობა გამოხმაურებისთვის!