Samsung Health 


ყოველდღიური ჯანმრთელობა

*მოწყობილობების და ეკრანის სურათები მოდელირებულია ილუსტრირებისთვის. მომხმარებლის გამოცდილება და ინტერფეისი შეიძლება განსხვავდებოდეს პროგრამული უზრუნველყოფის, მოდელის, რეგიონის და სხვა ფაქტორების მიხედვით.

ხარისხიანი ძილი ჯანსაღი ჩვევებით იწყება

ძილის ხარისხი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ხანგრძლივობა. უკვე შეგიძლია, თვალყური ადევნო ძილს მთელი ღამის განმავლობაში და გაიგო, რეალურად როგორ გძინავს.
ამასთან, Samsung Health აპლიკაცია გთავაზობს ყოველდღიურ მიზნებს და სასწავლო პროგრამებს, რომლებიც დაგეხმარება ჯანსაღი ძილის ჩვევების შემუშავებაში.

  • *მისი დანიშნულებაა მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნების ხელშეწყობა. ძილთან დაკავშირებული მითითებები მოცემულია მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. ის არ არის განკუთვნილი რაიმე სახის სამედიცინო მდგომარეობის ან ძილის დარღვევის გამოვლენის, დიაგნოსტირების ან მკურნალობისთვის. რჩევის მისაღებად მიმართე სამედიცინო სფეროს პროფესიონალს.
  • *ხელმისაწვდომია Galaxy Watch4 სერიაზე და უფრო ახალ მოწყობილობებზე.
  • *მოწყობილობები და ეკრანის ანაბეჭდები წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნებისთვის. UX/UI შესაძლოა განსხვავდებოდეს პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, მოდელის და სხვა ფაქტორების მიხედვით.
  • *ხვრინვის მონაცემების ჩასაწერად, გაიკეთე საათი ძილის დროს და მოათავსე ტელეფონი თავთან ახლოს, ისეთ სწორ ზედაპირზე, როგორიცაა მაგალითად ტუმბო. ტელეფონის ქვედა ნაწილი მომართული უნდა იყოს შენს მხარეს.

აკონტროლე და გააუმჯობესე შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა

მარტივად ადევნე თვალი შენს ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და ყოველთვიურ ფიტნეს პროგრესს Samsung Health-ის მეშვეობით. აპლიკაციას გააჩნია 100-ზე მეტი ტიპის ვარჯიშის მხარდაჭერა, მათ შორის სირბილის, ველოსიპედის ტარების და ლაშქრობის, რომელთაგან თითოეულთან მიმართებაში მუშაობს GPS თრექინგი. დააკავშირე აპლიკაცია სხვადასხვა სავარჯიშო მოწყობილობასთან, მათ შორის სარბენ ბილიკთან, ველოსიპედთან და გულისცემის სიხშირის მონიტორებთან (HRM), ასევე შეგიძლია ამ მოწყობილობების დაკავშირება Galaxy Watch-თან, შენი ფიტნეს-რუტინის რეგულირების და გაუმჯობესების მიზნით.

მიაღწიე ფიტნეს მიზნებს უფრო ეფექტურად სხეულის შემადგენლობის გაზომვის ფუნქციებით.

დაისახე სწორი მიზნები სხეულის შემადგენლობის მონიტორინგზე დაყრდნობით და მიიღე რეკომენდაციები, თუ როგორ მიაღწიო სასურველ შედეგს.

  • * მაჩვენებლები არ არის განკუთვნილი რაიმე სახის სამედიცინო მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირების ან მკურნალობისთვის. ისინი მოცემულია მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. რჩევის მისაღებად მიმართე სამედიცინო სფეროს პროფესიონალს.
  • *ხელმისაწვდომია Galaxy Watch4 სერიაზე და უფრო ახალ მოდელებზე.

გაიუმჯობესე ცხოვრების ხარისხი

მიაღწიეთ მიზნებს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად


Samsung Health-ით შეგიძლია მიიღო შედეგები გასართობი, ინტერაქტიული ვარჯიშებით. მოაწყვე მეგობრული შეჯიბრი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად და თვალყური ადევნე თითოეული მონაწილის პროგრესს.

იმუშავეთ პროფესიონალებთან

დაგღალა ერთი და იგივე რუტინამ? Samsung Health-მა შენთვის მოამზადა პროფესიონალი მწვრთნელების ვიდეოები, რომლის მეშვეობითაც შეძლებ შეისწავლო ახალი ფიტნეს-პროგრამები, მათ შორის გაწელვის ვარჯიშები, წონაში კლების ვარჯიშები, გამძლეობის ვარჯიშები და სხვა. სწორედ ეს არის ის, რაც გჭირდება კვლავ ფორმაში ჩასადგომად. ივარჯიშე და პარალელურად მიიღე შენი საათისგან უკუკავშირი რეალურ დროში. ახლა უკვე შეგიძლია ეკრანზე მოცემული მონაცემების მეშვეობით აკონტროლო შენი გულისცემის სიჩქარე და კალორიები.

* Samsung Health აპლიკაციაში ფიტნეს პროგრამის გააქტიურების შემთხვევაში, საჭიროა, რომ მაჯაზე გეკეთოთ Galaxy Watch.

დაასრულეთ დღე მშვიდათ

მოადუნე სხეული, გონება და სული. აღმოაჩინე მედიტაციის ეფექტური ხერხები, რომელიც დაგეხმარება დღის განმავლობაში დაგროვილი სტრესის დონის შემცირებაში. დაასრულე დღე მედიტაციითა და ფიქრით, მოუსმინე მშვიდ მუსიკას და აუდიო ჩანაწერებს, რომელიც მარტივად ჩაძინებაში დაგეხმარება.*

* ზოგიერთი კონტენტის გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა დაწესდეს დამატებითი გადასახადები, ასევე, შესაძლოა საჭირო გახდეს Calm-ის ანგარიშზე ავტორიზაციის გავლა.

მხარდაჭერა, რომელსაც იმსახურებ

ქალთა ჯანმრთელობას მხარს უჭერს Glow სერვისი მენსტრუალური ციკლის მონიტორინგის, ასოცირებული სიმპტომების მართვისა და პერსონალიზებული ინფორმაციისა და შინაარსის მეშვეობით. Galaxy-ის ტარებადი მოწყობილობა მზადაა მხარი დაუჭიროს ქალებს ყოველ მოგზაურობაში.

თქვენ ხართ ის რასაც ჭამთ

იკვებეთ ჯანსაღად, თვალყური ადევნეთ თქვენს ყოველდღიურ კვებას Samsung Health-ით. შეიტყვეთ მეტი თქვენი კვების ჩვევების, ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების შემცველობის შესახებ და დააბალანსეთ თქვენი დიეტა.

თავსებადი მოწყობილობები

გააუმჯობესე ცხოვრება Galaxy-სთან ერთად.

როგორ აკონტროლო შენი ჯანმრთელობა Samsung-თან ერთად

მარტივი გზა Samsung Health-ის უპირატესობებით სარგებლობისთვის.

მონაცემების უსაფრთხოება Samsung Knox

შენი ჯანმრთელობის მონაცემებს საიმედოდ იცავს Samsung Knox.

ჩამოტვირთე აპლიკაცია

ჩამოტვირთე Samsung Health აპლიკაცია.

 

სმარტფონები

Galaxy S24 | S24+ | S24 Ultra
Galaxy s24 Ultra სმარტფონის უკანა და წინა ხედი. Galaxy s24 Ultra სმარტფონის უკანა და წინა ხედი.
 

აპლიკაცია და სერვისები

Galaxy სმარტფონი აჩვენებს ხატებს სხვადასხვა აპლიკაციებისა და სერვისებისთვის. სმარტფონის ორივე მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ადამიანები, რომლებიც იყენებენ Galaxy მოწყობილობებს და პოზებს, რომლებიც დაკავშირებულია Galaxy აპებთან და სერვისებთან. Galaxy სმარტფონი აჩვენებს ხატებს სხვადასხვა აპლიკაციებისა და სერვისებისთვის. სმარტფონის ორივე მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ადამიანები, რომლებიც იყენებენ Galaxy მოწყობილობებს და პოზებს, რომლებიც დაკავშირებულია Galaxy აპებთან და სერვისებთან.
  • ყველა აღწერილი სერვისი, ფუნქცია, კომპონენტი, კონტენტი, მომხმარებლის ინტერფეისი ექვემდებარება ცვლილებას გაფრთხილების გარეშე. ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის ან რეგიონის, მოწყობილობის მოდელის და ოპერაციული სისტემის ვერსიის მიხედვით.
    ფასიანი სერვისები ხელმისაწვდომია შეძენის შემდეგ.
  • მოწყობილობის და ეკრანის სურათები მოდელირებულია ილუსტრირებისთვის.