როგორ გადავიტანო კონტაქტები SIM-ბარათიდან Samsung Galaxy ტელეფონის მეხსიერებაში ან პირიქით

ბოლო განახლების თარიღი : 02-04-2024

საკონტაქტო მონაცემები შეგიძლია შეინახო როგორც თავად მოწყობილობის მეხსიერებაში, ასევე SIM-ბარათზე. მათი გადატანა ან დაკოპირება ერთი ტიპის მეხსიერებიდან მეორეზე ნებისმიერ დროს შეგიძლია.

ეს ფუნქცია შეიძლება მოსახერხებელი იყოს, თუ გსურს ინფორმაციის დაკარგვისგან თავის დაზღვევა ან ინფორმაციის გადატანა ერთი ტელეფონიდან მეორეზე.

შენიშვნა:

  • თუ ტელეფონში ორ SIM-ბარათს იყენებ, ასევე შეგიძლია კონტაქტები ერთი SIM-ბარათიდან მეორეზე გადაიტანო.
  • SIM-ბარათზე შესაძლებელია მხოლოდ კონტაქტის სახელის და ტელეფონის ნომრის ჩაწერა.
    კონტაქტების SIM-ბარათზე გადატანის ან კოპირების დროს ვერ მოხდება დამატებითი საკონტაქტო ინფორმაციის (მაგალითად ელექტრონული ფოსტის მისამართის) შენახვა.
როგორ გადავიტანო კონტაქტები SIM-ბარათიდან Samsung Galaxy ტელეფონის მეხსიერებაში ან პირიქით

როგორ გადავიტანო კონტაქტები SIM-ბარათიდან ტელეფონის მეხსიერებაში ან პირიქით

თუ გსურს არსებული კონტაქტების სხვა ტიპის მეხსიერებაში გადატანა, შეამოწმე შენს ტელეფონზე დაინსტალებული Android-ის ვერსია და შემდეგ დააჭირე შესაბამისი ინსტრუქციის ბმულს.

გაითვალისწინე:

კონტაქტები კი არ დაკოპირდება, არამედ მოხდება მათი გადატანა ახალ მეხსიერებაში: ძველ ადგილას კონტაქტების ასლები არ დარჩება. 

თუ გსურს კონტაქტების დაკოპირება, გადადი ამ სტატიის შემდეგ განყოფილებაში.

თუ გსურს კონტაქტების გადატანა SIM-ბარათიდან ტელეფონის მეხსიერებაში ან პირიქით, შეასრულე შემდეგი ქმედებები:

კონტაქტების კოპირება სიმ-ბარათიდან ტელეფონზე კონტაქტების კოპირება სიმ-ბარათიდან ტელეფონზე

საფეხური 1. გახსენი აპლიკაცია „კონტაქტები“ და დააჭირე (☰) მენიუს სიმბოლოს .

კონტაქტების გადატანა სიმიდან სამსუნგის ტელეფონზე კონტაქტების გადატანა სიმიდან სამსუნგის ტელეფონზე

საფეხური 2. აირჩიე პუნქტი „კონტაქტების მართვა“.

კონტაქტების გადატანა სამსუნგის ტელეფონზე კონტაქტების გადატანა სამსუნგის ტელეფონზე

საფეხური 3. გადადი განყოფილებაში „კონტაქტების გადატანა“.

sim-ბარათის კონტაქტების შენახვა sim-ბარათის კონტაქტების შენახვა

საფეხური 4. აირჩიე, საიდან გსურს კონტაქტების გადატანა: ტელეფონის მეხსიერებიდან თუ SIM-ბარათიდან.

კონტაქტები SIM-ბარათზე კონტაქტები SIM-ბარათზე

საფეხური 5. მონიშნე საჭირო კონტაქტები. თუ გსურს სიაში არსებული ყველა კონტაქტის გადატანა, დააჭირე ღილაკს „ყველა“, შემდეგ დააჭირე ღილაკს „მზადაა“.

კონტაქტების შენახვა Samsung Galaxy მოწყობილობის SIM-ბარათზე კონტაქტების შენახვა Samsung Galaxy მოწყობილობის SIM-ბარათზე

საფეხური 6. აირჩიე, სად გსურს კონტაქტების შენახვა: ტელეფონის მეხსიერებაში თუ SIM-ბარათზე.
შემდეგ დააჭირე ღილაკზე „გადატანა“.

თუ გსურს კონტაქტების გადატანა მოწყობილობის მეხსიერებასა და SIM-ბარათს შორის, გამოიყენე ფუნქცია „ექსპორტი“ ან „იმპორტი“. ამისათვის გადადი სტატიის შემდეგ განყოფილებაზე.

როგორ დავაკოპირო კონტაქტები SIM-ბარათიდან ტელეფონის მეხსიერებაში ან პირიქით

  • ტელეფონიდან SIM-ბარათზე:

თუ გსურს კონტაქტების ტელეფონიდან SIM-ბარათზე დაკოპირება ისე, რომ ეს კონტაქტები ორივე ადგილას დარჩეს შენახული, გამოიყენე კონტაქტების ექსპორტის ფუნქცია:

კონტაქტების კოპირება სიმ-ბარათიდან ტელეფონზე კონტაქტების კოპირება სიმ-ბარათიდან ტელეფონზე

საფეხური 1. გახსენი აპლიკაცია „კონტაქტები“ და დააჭირე (☰) მენიუს სიმბოლოს .

კონტაქტების გადატანა სიმიდან სამსუნგის ტელეფონზე კონტაქტების გადატანა სიმიდან სამსუნგის ტელეფონზე

საფეხური 2. აირჩიე პუნქტი „კონტაქტების მართვა“.

კონტაქტების გადატანა სამსუნგის ტელეფონზე კონტაქტების გადატანა სამსუნგის ტელეფონზე

საფეხური 3. გადადი განყოფილებაში „კონტაქტების ექსპორტი“ .

sim-ბარათის კონტაქტების შენახვა sim-ბარათის კონტაქტების შენახვა

საფეხური 4. აირჩიე SIM-ბარათი, რომელზეც გსურს კონტაქტების კოპირება.

კონტაქტები SIM-ბარათზე კონტაქტები SIM-ბარათზე

საფეხური 5. მონიშნე საჭირო კონტაქტები. თუ გსურს სიაში არსებული ყველა კონტაქტის დაკოპირება, დააჭირე ღილაკს „ყველა“, შემდეგ დააჭირე ღილაკს „მზადაა“.

კონტაქტების შენახვა Samsung Galaxy მოწყობილობის SIM-ბარათზე კონტაქტების შენახვა Samsung Galaxy მოწყობილობის SIM-ბარათზე

საფეხური 6. დააჭირე ღილაკს „ექსპორტი“.

  • SIM-ბარათიდან ტელეფონზე:

თუ გსურს კონტაქტების SIM-ბარათიდან ტელეფონზე დაკოპირება ისე, რომ ეს კონტაქტები ორივე ადგილას დარჩეს შენახული, გამოიყენე კონტაქტების იმპორტის ფუნქცია:

კონტაქტების კოპირება სიმ-ბარათიდან ტელეფონზე კონტაქტების კოპირება სიმ-ბარათიდან ტელეფონზე

საფეხური 1. გახსენი აპლიკაცია „კონტაქტები“ და დააჭირე (☰) მენიუს სიმბოლოს .

კონტაქტების გადატანა სიმიდან სამსუნგის ტელეფონზე კონტაქტების გადატანა სიმიდან სამსუნგის ტელეფონზე

საფეხური 2. აირჩიე პუნქტი „კონტაქტების მართვა“.

კონტაქტების გადატანა სამსუნგის ტელეფონზე კონტაქტების გადატანა სამსუნგის ტელეფონზე

საფეხური 3. გადადი განყოფილებაში „კონტაქტების იმპორტი“ .

sim-ბარათის კონტაქტების შენახვა sim-ბარათის კონტაქტების შენახვა

საფეხური 4. აირჩიე SIM-ბარათი, რომლიდანაც გსურს კონტაქტების კოპირება.

კონტაქტები SIM-ბარათზე კონტაქტები SIM-ბარათზე

საფეხური 5. მონიშნე საჭირო კონტაქტები. თუ გსურს სიაში არსებული ყველა კონტაქტის დაკოპირება, დააჭირე ღილაკს „ყველა“, შემდეგ დააჭირე ღილაკს „მზადაა“.

კონტაქტების შენახვა Samsung Galaxy მოწყობილობის SIM-ბარათზე კონტაქტების შენახვა Samsung Galaxy მოწყობილობის SIM-ბარათზე

საფეხური 6. დააჭირე ღილაკს „იმპორტი“.

მადლობა გამოხმაურებისთვის!