როგორ დავაყენო Browsing Assist ფუნქციის პარამეტრები და როგორ გამოვიყენო ის Galaxy S24-ზე

ბოლო განახლების თარიღი : 13-12-2024

Browsing Assist წარმოადგენს Samsung-ის ინტერნეტ-აპლიკაციის ნაწილს და შეიცავს რეზიუმირების და თარგმნის ფუნქციებს, რომელთა დანიშნულებაა დროის დაზოგვა და ვებგვერდის დათვალიერების გამოცდილების გაუმჯობესება.  გამოიყენე Galaxy S24 სმარტფონის ფუნქცია Browsing Assist მოწყობილობაზე  ვებგვერდზე არსებული სტატიების რეზიუმირებისთვის ან თარგმნისთვის.

Ассистент по просмотру на Galaxy S24

შენიშვნა::

  • გამოშვების მომენტში მხარდაჭერილია 13 ენა (17 რეგიონი). განახლებების მეშვეობით სამომავლოდ ახალი ენებიც დაემატება..

  • მხარდაჭერილი ენები (რეგიონები))
    გამარტივებული ჩინური, ინგლისური (ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ), ფრანგული, გერმანული, ჰინდი, იტალიური, იაპონური, კორეული, პოლონური, პორტუგალიური, ესპანური (მექსიკა, ესპანეთი, აშშ), ტაი, ვიეტნამური.

  • ვებგვერდის დათვალიერებისას, AI-ასისტენტის გამოყენებისთვის საჭიროა ინტერნეტთან კავშირი და Samsung-ის ანგარიშზე ავტორიზაცია.

  • Browsing Assist ფუნქციის გამოყენებისთვის, განაახლე Samsung-ის ინტერნეტ-აპლიკაცია ბოლო ვერსიამდე.

„რეზიუმირება“ წარმოადგენს Samsung-ის ინტერნეტ-აპლიკაციაში ინტეგრირებული Browsing Assist-ის AI ფუნქციას. მისი მეშვეობით ხდება ვებგვერდის კონტენტის მოკლე შინაარსის მომზადება, სადაც მხოლოდ მნიშვნელოვანი მომენტებია წარმოდგენილი.

როგორ დავაყენო Browsing Assist-ის პარამეტრები

პარამეტრები პარამეტრები

საფეხური 1. გახსენი აპლიკაცია Samsung Internet > დააჭირე ღილაკს ინსტრუმენტები (სამი ჰორიზონტალური ხაზი) > აირჩიე პარამეტრები.

რეზიუმირება რეზიუმირება

საფეხური 2. აირჩიე Browsing Assist > რეზიუმირება ჩართვა.

როგორ გამოვიყენო ფუნქცია Browsing Assist

დააჭირე Browsing Assist-ის სიმბოლოს დააჭირე Browsing Assist-ის სიმბოლოს

საფეხური 1. გახსენი აპლიკაცია Samsung Internet > გახსენი ნებისმიერი ვებგვერდი > დააჭირე Browsing Assist-ის სიმბოლოს.

რეზიუმირება რეზიუმირება

საფეხური 2. აირჩიე რეზიუმირება.

რეზიუმირებული ტექსტი გამოჩნდება პუნქტებად რეზიუმირებული ტექსტი გამოჩნდება პუნქტებად

საფეხური 3. რეზიუმირებული ტექსტი გამოჩნდება პუნქტებად.

*ასევე შეგიძლია გადათარგმნო რეზიუმირებული ვებგვერდი.

შენიშვნა. Browsing Assist ფუნქციის გამოყენება არ არის მხარდაჭერილი ყველა ვებგვერდზე.

ვებგვერდების და სოციალური ქსელების პლატფორმების კონტენტის თარგმნისთვის, Browsing Assist-ის „თარგმნის“ ფუნქცია იყენებს On-device რეჟიმს.

შენიშვნა. თარგმნის და On-device რეჟიმის გამოყენებისთვის საჭიროა ენის პაკეტების ჩამოვირთვა. გაითვალისწინე, რომ ზოგიერთი ენა ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

როგორ გამოვიყენო „თარგმნის“ ფუნქცია

დააჭირე Browsing Assist-ის სიმბოლოს დააჭირე Browsing Assist-ის სიმბოლოს

საფეხური 1. გახსენი აპლიკაცია Samsung Internet > გახსენი ნებისმიერი ვებგვერდი > დააჭირე Browsing Assist-ის სიმბოლოს.

თარგმნა თარგმნა

საფეხური 2. აირჩიე თარგმნა.

თარგმნა თარგმნა

საფეხური 3. აირჩიე სასურველი ენა > თარგმნა.

შენიშვნა. მოკლე შინაარსი და თარგმნის შედეგები შეიძლება ყოველ ჯერზე განსხვავებული იყოს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!