როგორ დავაყენო ვირტუალური SIM-ბარათი (eSIM) Samsung Galaxy-ზე

ბოლო განახლების თარიღი : 18-03-2024

ვირტუალური SIM-ბარათი (eSIM) არის სმარტფონში ინტეგრირებული მოდული, რომელზეც შეგიძლია ჩაწერო ინფორმაცია ოპერატორის, ტელეფონის ნომრის და ტარიფების შესახებ. მისი საშუალებით, პლასტიკური SIM-ბარათების გარეშე შეგიძლია ზარების განხორციელება, შეტყობინებების გაგზავნა და ინტერნეტით სარგებლობა. მობილური ქსელის ყველა პარამეტრი თავად მოწყობილობაში ინახება ციფრული ფორმით.

გაითვალისწინე:

  • ყველა Samsung Galaxy სმარტფონს და ყველა მობილურ ოპერატორს არ გააჩნია eSIM-ის მხარდაჭერა.
  • იმისათვის რომ გაიგო, არის თუ არა ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი შენი მოწყობილობის მოდელისთვის, გაეცანი მომხმარებლის სახელმძღვანელოს.
  • შენს ტელეფონის ნომერზე eSIM-ის გამოყენების შესაძლებლობა დააზუსტე ოპერატორთან.
samsung-ზე esim-ის დაყენება

როგორ დავამატო eSIM ტელეფონზე

eSIM-ის სმარტფონზე დასამატებლად, პირველ რიგში დაუკავშირდი შენი მობილური ქსელის ოპერატორს. თუ გსურს არსებული პლასტიკური ბარათის ჩანაცვლება ან ახალი ტელეფონის ნომრის დამატება, ოპერატორი მოგაწვდის ვირტუალური SIM-ბარათის აქტივაციისთვის საჭირო მონაცემებს.

ამის შემდეგ შეასრულე შემდეგი საფეხურები:

ვირტუალური სიმი ვირტუალური სიმი

საფეხური 1. გახსენი პარამეტრების მენიუ და გადადი განყოფილებაში „დაკავშირება“.

ვირტუალური სიმ-ბარათი ანდროიდი ვირტუალური სიმ-ბარათი ანდროიდი

საფეხური 2. აირჩიე „SIM-ბარათის დისპეტჩერი“.

samsung-ზე ვირტუალური სიმ-ბარათის დაყენება samsung-ზე ვირტუალური სიმ-ბარათის დაყენება

საფეხური 3. დააჭირე ღილაკზე „eSIM-ის დამატება“.

samsung-ზე ვირტუალური სიმ-ბარათის დაყენება samsung-ზე ვირტუალური სიმ-ბარათის დაყენება

საფეხური 4. აირჩიე პუნქტი „QR კოდის სკანირება“.

esim samsung esim samsung

საფეხური 5. კამერის მეშვეობით დაასკანირე ქსელის ოპერატორის მიერ მოწოდებული QR კოდი.

თუ QR კოდის გამოსახულება შენახულია „გალერეაში“, დააჭირე მის სიმბოლოზე გალერეა და აირჩიე საჭირო ფაილი.

თუ QR კოდის ნაცვლად ოპერატორმა მოგაწოდა აქტივაციის კოდი, აირჩიე პუნქტი „აქტივაციის კოდის შეყვანა“.

შემდეგ მიჰყევი ეკრანზე გამოჩენილ ინსტრუქციებს. აქტივაციის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს მოწყობილობის EID კოდის შეყვანა. მის სანახავად გადადი მენიუში „პარამეტრები“  → „ინფორმაცია ტელეფონის შესახებ“  → „სტატუსი“  → EID.

გაითვალისწინე:

თუ შენი მოწყობილობის პარამეტრებში არ არის პუნქტი „SIM-ბარათის დისპეტჩერი“, ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს მხოლოდ ერთი ფიზიკური SIM-ბარათის მხარდაჭერა. მსგავს მოწყობილობაზე eSIM-ის გამოყენება შეუძლებელია.

როგორ გამოვიყენო eSIM

eSIM შეგიძლია გამოიყენო ერთ ფიზიკურ SIM-ბარათთან ერთად ან მის გარეშე.

ტელეფონზე შეგიძლია დაამატო 2-დან 10-მდე ვირტუალური SIM-ბარათი (რაოდენობა დამოკიდებულია მოწყობილობის მოდელზე).

ერთდროულად რამდენიმე eSIM-ის გამოყენება შეუძლებელია, აქტიური შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ვირტუალური SIM-ბარათი. საჭიროებისამებრ შეგიძლია გადაერთო დამატებულ eSIM-ებს შორის.

eSIM-ის ასარჩევად, გახსენი მენიუ „პარამეტრები“  → „დაკავშირება“ → „SIM-ბარათის დისპეტჩერი“. აირჩიე ვირტუალური ბარათი, რომლის გააქტიურებაც გსურს.

როგორ წავშალო eSIM

  1. გახსენი მენიუ „პარამეტრები“  → „დაკავშირება“ → „SIM-ბარათის დისპეტჩერი“ → eSIM.
  2. დააჭირე ღილაკზე „წაშლა“.

რა უნდა გავაკეთო, თუ ვერ ვახერხებ ტელეფონზე eSIM-ის დამატებას

პირველ რიგში დარწმუნდი, რომ შენს ტელეფონს აქვს eSIM-ის მხარდაჭერა.

eSIM მოდული წარმოადგენს სპეციალურ ჩიპს, რომელიც მოწყობილობაში აპარატულ დონეზეა ინტეგრირებული. თუ ეს ფუნქცია არ არის გათვალისწინებული შენს მოდელში, მის დამატებას ვერ შეძლებ  აპლიკაციის ან აქსესუარის გამოყენებით.

თუ დარწმუნებული ხარ, რომ შენს ტელეფონს აქვს ვირტუალური SIM-ბარათის მხარდაჭერა, თუმცა მის დამატებას ვერ ახერხებ, შეასრულე შემდეგი რეკომენდაციები:

1 დაუკავშირდი მობილური ქსელის ოპერატორს.

ხშირად პრობლემის მიზეზს  QR კოდის ან აქტივაციის კოდის ვადის გასვლა წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ოპერატორისგან მოითხოვე eSIM-ის ახალი მონაცემები და ხელახლა სცადე მისი დამატება.

2 სცადე სხვა eSIM-ის დამატება.

თუ სხვა ვირტუალური SIM-ბარათის დამატებისას პრობლემები არ დაფიქსირდა, ეს ნიშნავს, რომ ტელეფონი გამართულად მუშაობს და პრობლემა ქსელის მუშაობას უკავშირდება.

ამ შემთხვევაში დაუკავშირდი მობილური ქსელის ოპერატორს და გაარკვიე, თუ რით არის გამოწვეული ეს პრობლემები.

3 მოახდინე ქსელის პარამეტრების გადატვირთვა.

ტელეფონი წაშლის დამატებული ქსელების პარამეტრებს (მათ შორის Wi-Fi და Bluetooth ქსელებს), რათა გამოირიცხოს ხარვეზის კავშირი ამ ქსელების მუშაობასთან.  გადატვირთვის შემდეგ საჭირო გახდება Wi-Fi და Bluetooth მოწყობილობებთან ხელახლა დაკავშირება.

გახსენი „პარამეტრები“ > ზოგადი პარამეტრები გახსენი „პარამეტრები“ > ზოგადი პარამეტრები

საფეხური 1. გახსენი ტელეფონის პარამეტრების მენიუ. გადადი „ზოგადი პარამეტრების“ განყოფილებაში.

აირჩიე „პარამეტრების გადატვირთვა“ აირჩიე „პარამეტრების გადატვირთვა“

საფეხური 2. აირჩიე „პარამეტრების გადატვირთვა“.

აირჩიე პუნქტი „ქსელის პარამეტრების გადატვირთვა“ აირჩიე პუნქტი „ქსელის პარამეტრების გადატვირთვა“

საფეხური 3. აირჩიე პუნქტი „ქსელის პარამეტრების გადატვირთვა“.

აირჩიე პუნქტი „ქსელის პარამეტრების გადატვირთვა“ აირჩიე პუნქტი „ქსელის პარამეტრების გადატვირთვა“

საფეხური 4. დააჭირე „პარამეტრების გადატვირთვის“ ღილაკზე. შეიყვანე PIN-კოდი, პაროლი ან გრაფიკული გასაღები.

დააჭირე „პარამეტრების გადატვირთვის“ ღილაკზე დააჭირე „პარამეტრების გადატვირთვის“ ღილაკზე

საფეხური 5. ოპერაციის დასაწყებად დააჭირე ღილაკზე „გადატვირთვა“.

4 მოახდინე ტელეფონის მონაცემთა გადატვირთვა.

მონაცემთა გადატვირთვამ შეიძლება აღმოფხვრას პროგრამული ხარვეზები, რომელთა გამოსწორებისთვის სისტემის ხელახლა ჩატვირთვა არ არის საკმარისი. 

შენიშვნა:

მონაცემთა გადატვირთვამდე აუცილებლად შექმენი მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლები. მონაცემთა გადატვირთვის შემდეგ მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება!

თუ ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ პრობლემა არ აღმოიფხვრა, სავარაუდოდ ტელეფონია დაზიანებული. იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ შენს Samsung Galaxy მოწყობილობას რემონტი ესაჭიროება, მიმართე უახლოეს სერვის-ცენტრს. 


მადლობა გამოხმაურებისთვის!