Samsung-ის უსადენო დამტენ პანელთან ან სადგამთან დაკავშირებული პრობლემები

ბოლო განახლების თარიღი : 02-05-2024

თუ თქვენი უსადენო დამტენი და ტელეფონი არ არის დაკავშირებული, დამტენი ციმციმებს, ან გამოსცემს უცნაურ ხმებს, შეგიძლიათ მარტივად მოაგვაროთ ეს პრობლემები. აქ არის პრობლემების მოგვარების რამდენიმე ვარიანტია, მაგალითად, დარწმუნდით, რომ თქვენი ტელეფონი სწორად არის განთავსებული.

Samsung-ის უსადენო დამტენ პანელთან ან სადგამთან დაკავშირებული პრობლემები

უსადენო დამტენი ციმციმებს

შენიშვნა:

დამტენის შუქდიოდური ინდიკატორის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს უსადენო დამტენების სხვადასხვა მოდელებში.

1 მოხსენით მოწყობილობები დამტენიდან.

მოხსენით მოწყობილობები, რომელთა დატენვას ცდილობთ. თუ ინდიკატორი შეწყვეტს ციმციმს, მიჰყევით ინსტრუქციას განყოფილებაში „ტელეფონი არ იტენება უსადენო დამტენით“.

2 გათიშეთ და შეამოწმეთ დამტენი და კაბელები.

შეამოწმეთ დამტენი, კაბელები და გადამყვანი დაზიანებაზე. მოძებნეთ გაღუნული კონტაქტები, გაცვეთილი სადენები და ნებისმიერი სხვა ფიზიკური პრობლემა. გამოცვალეთ ნებისმიერი დაზიანებული ნაწილი.

3 ხელახლა შეაერთეთ დამტენი კვების წყაროსთან.

შეაერთეთ დამტენი გადამყვანთან და ჩართეთ დენის შტეპსელში, რომელიც ნამდვილად მუშაობს. ინდიკატორი ცოტახანს იციმციმებს და შემდეგ გამოირთვება, როცა დამტენი მზად იქნება.

4 მიმართეთ სერვის-ცენტრს.

თუ ინდიკატორი განაგრძობს ციმციმს, როდესაც თავსებადი მოწყობილობის დატენვას არ ასრულებთ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, რათა გავაგრძელოთ თქვენთვის დახმარების გაწევა.

ტელეფონი არ იტენება უსადენო დამტენით

მნიშვნელოვანია: 

ეს პრობლემების მოგვარება ეხება მხოლოდ Samsung-ის უსადენო დამტენებს.

1 განათავსეთ თქვენი ტელეფონი სწორად.

დარწმუნდით, რომ ტელეფონი განთავსებულია დამტენი პანელის ცენტრში და მას ხელს არაფერი უშლის. Galaxy Fold და Galaxy Z Flip უნდა დაიხუროს და განთავსდეს უკანა მხარით ქვემოთ.

2 მოაშორეთ გარე მწარმოებლების აქსესუარები.

მოაშორეთ თქვეს ტელეფონს ნებისმიერი ქეისი, ყდა ან დამცავი საფარი. მათ შეიძლება ხელი შეუშალოს უსადენო სიგნალის გადაცემას.

3 გათიშეთ სადენიანი ყურსასმენები ან დამტენის კაბელები.

თუ ტელეფონთან დაკავშირებულია ყურსასმენები, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ტელეფონის დატენვას. გამორთეთ ყურსასმენები ან მოათავსეთ ტელეფონი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. არ გამოიყენოთ ტელეფონი უსადენო დატენვისას.

თუ თქვენს ტელეფონთან დაკავშირებულია დამტენი ან USB-კაბელი, უსადენო დატენვის ფუნქცია შეიძლება მიუწვდომელი იყოს. გათიშეთ ნებისმიერი კაბელი ტელეფონის USB-პორტიდან.

4 გამოიყენეთ სწორი დამტენი.
  • თუ თქვენს ტელეფონთან დაკავშირებულია დამტენი ან USB-კაბელი, უსადენო დატენვის ფუნქცია შეიძლება მიუწვდომელი იყოს.
  • უსადენო დამტენის დასატენად გამოიყენეთ მხოლოდ გადამყვანი და USB-კაბელი, რომელიც მოჰყვა თქვენს ტელეფონს ან უსადენო დამტენს.
  • სწრაფი უსადენო დატენვა იქნება ჩართული მხოლოდ იმ მოწყობილობებზე, რომლებიც სერტიფიცირებულია Samsung-ისა და Wireless Power Consortium-ის მიერ. თუ იყენებთ გარე მწარმოებლის უსადენო სწრაფ დამტენს, მიმართეთ მწარმოებელს ან შეამოწმეთ WPC-ის მთავარ გვერდზე დამტენის სერთიფიკატები.
5 მიმართეთ სერვის-ცენტრს.

თუ ეს ინსტრუქციები არ გამოგადგათ, გთხოვთ, ეწვიოთ Samsung-ის მხარდაჭერის ცენტრს მომსახურების დასაგეგმად.

უსადენო დამტენი ხმაურობს

1 შეიტყვეთ უსადენო დამტენი პანელის შესახებ.

უსადენო სწრაფი დამტენ პანელს შიგნით აქვს ვენტილატორი, რომელიც ირთვება დატენვისას დამტენის გასაგრილებლად, რაც ხელს უშლის მის გადახურებას. სწრაფი დატენვისას ისმის ვენტილატორის მუშაობის ხმაური. ეს ნორმალურია და ხელს უწყობს დატენვის დაჩქარებას. შეგიძლიათ შეამციროთ ხმაური სწრაფი დატენვის გამორთვის გზით.

2 გადადით მოწყობილობის მოვლის განყოფილებაში.

გადადით განყოფილებაში პარამეტრები და შემდეგ შეეხებით აირჩიეთ ელემენტისა და მოწყობილობის მოვლა. შეხებით აირჩიეთ ელემენტი, შემდეგ კი — ელემენტის სხვა პარამეტრები.

3 გამორთეთ სწრაფი უსადენო დატენვა.

ფუნქციის გამოსართავად შეხებით აირჩიეთ გადამრთველი სწრაფი უსადენო დატენვის გვერდით. უსადენო დამტენი პანელი ახლა უფრო ჩუმად უნდა მუშაობდეს, თუმცა დატენვის სიჩქარე შემცირდება.

მადლობა გამოხმაურებისთვის!