USB კაბელის დაკავშირების პრობლემა Samsung ტელეფონთან ან პლანშეტთან

ბოლო განახლების თარიღი : 08-12-2023

შეიძლება შეგექმნათ USB კაბელის ტელეფონთან დაკავშირების პრობლემა, თუ კაბელი დაზიანებულია ან თუ კაბელი და ტელეფონი ტენის ზემოქმედების ქვეშაა. აგრეთვე შეგიძლიათ სცადოთ ახალი USB კაბელის გამოყენება.

USB კაბელის დაკავშირების პრობლემა Samsung ტელეფონთან ან პლანშეტთან

შენიშვნა:

კავშირის სიჩქარე ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს იმისდა მიხედვით, თუ რა მოწყობილობასთან ცდილობთ დაკავშირებას. დარწმუნდით, რომ მოწყობილობა არ არის დაზიანებული.

1 შეამოწმეთ ტენიანობის არსებობა.

შეამოწმეთ არის თუ არა ტენი USB კაბელზე ან ტელეფონის USB დაკავშირების პორტზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობების გაუმართაობა.

2 შეამოწმეთ USB კაბელის დაზიანების არსებობა.

დაზიანებული USB კაბელი ახლით უნდა შეცვალოთ.

შეამოწმეთ USB კაბელის დაზიანების არსებობა.
3 გამოიყენეთ სხვა კაბელი.

სცადეთ სხვა კაბელის დაკავშირება. გირჩევთ გამოიყენოთ ორიგინალური Samsung-ის კაბელი.

4 მიმართეთ სერვის-ცენტრს.

თუ მიმართავთ Samsung-ის სერვის ცენტრს USB-დაკავშირების პრობლემების გამო, გთხოვთ, თან იქონიოთ USB კაბელი უფრო ზუსტი მითითებების მისაღებად.

მადლობა გამოხმაურებისთვის!