როგორ გავაზიარო iOS მოწყობილობის ეკრანი Samsung ტელევიზორზე AirPlay 2-ის მეშვეობით
თუ შენს Samsung ტელევიზორს აქვს AirPlay ტექნოლოგიის მხარდაჭერა, მასზე შეგიძლია გააზიარო ვიდეო, ფოტო, მუსიკა ან სხვა კონტენტი Apple მოწყობილობიდან Wi-Fi ქსელის მეშვეობით.
Apple მოწყობილობიდან შენს Samsung ტელევიზორზე კონტენტის გასაზიარებლად შეასრულე ამ სტატიაში მოცემული რეკომენდაციები.
AirPlay მხარდაჭერილია:
- 2018 წელს და მოგვიანებით გამოშვებულ და უახლესი ვერსიის ოპერაციული სისტემის მქონე Samsung ტელევიზორებზე,
- iOS v.12.3-ის (ან უფრო ახალი ვერსიის) მქონე სმარტფონებზე,
- MAC მოწყობილობა, რომელზეც დაინსტალებულია Mojave 10.14.5 (ან უფრო ახალი ვერსია).
როგორ გავაზიარო ეკრანი
თუ სახლში იყენებ ორ სიხშირეზე (2,4 GHz და 5 GHz) მომუშავე ორდიაპაზონიან როუტერს, დარწმუნდი, რომ ტელეფონი და ტელევიზორი დაკავშირებულია ერთ Wi-Fi ქსელთან და მუშაობს ერთი და იგივე სიხშირეზე.
B და შემდგომი სერიის (2022 წელს და მოგვიანებით გამოშვებული) ტელევიზორებისთვის: პარამეტრები → დაკავშირება → Airplay-ს პარამეტრები,
A და წინა სერიის (2021 წელს და უფრო ადრე გამოშვებული) ტელევიზორებისთვის: პარამეტრები → ზოგადი → Airplay-ს პარამეტრები.
ამავე საკითხზე:
თუ შენს ტელევიზორს აქვს AirPlay ფუნქციის მხარდაჭერა, თუმცა მენიუში ეს პუნქტი არ არის მოცემული ან არ არის აქტიური, ჩამოტვირთე და დააინსტალე აპლიკაცია Apple TV.
ამავე საკითხზე:
- iPhone X-ზე ან (უფრო ახალ მოდელზე)/ iPad-ზე, რომელზეც დაინსტალებულია iPadOS 13 (ან უფრო ახალი ვერსია): აუსვი თითი ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეს,
- iPhone SE, iPhone 8 (ან უფრო ძველ) მოწყობილობაზე: აუსვი თითი ეკრანის ქვედა კიდეს.
თუ ამ ეტაპზე შენი ტელევიზორი არ არის სიაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეფონი მას ვერ ხედავს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ქსელის არასწორი პარამეტრები, განახლებების არსებობა ან მოწყობილობის გაუმართაობა.
გაუმართაობის აღმოფხვრისთვის გამოიყენე ქვემოთ მოცემული სტატია.
მზადაა. დაიწყება ამ ტელევიზორზე Apple მოწყობილობის კონტენტის გაზიარება.
გაზიარების შეწყვეტისთვის გახსენი „მართვის ცენტრი“ → „ეკრანის გაზიარება“ → „გაზიარების გაუქმება“.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.