Samsung Dex 


Galaxy-ს აღარ აქვს შეზღუდვები Samsung Dex-თან ერთად

გააუმჯობესე შენი პროდუქტიულობა Samsung DeX-ით შენს Samsung Galaxy მოწყობილობაზე. შეუფერხებლად გადადი მეგობრებისთვის შეტყობინებების გაგზავნიდან ფილმების ყურებასა და პრეზენტაციების ერთდროულად მომზადებაზე - ეს ყველაფერი დიდ ეკრანზე. Wireless DeX ასევე ხელმისაწვდომია მეტი კომფორტისთვის.

ტაბლეტის გამოყენებისას აირჩიე შენთვის სასურველი რეჟიმი: New DeX ან Classic DeX. New DeX რეჟიმით, ტაბლეტის ინტერფეისი ხელუხლებელი რჩება, რაც უზრუნველყოფს შენი ტაბლეტის გამოცდილების გაგრძელებას. აირჩიეთ კლასიკური DeX რეჟიმი, რათა შენი ტაბლეტის ინტერფეისი ნაცნობ დესკტოპ გარემოდ გადაიქცეს.

DeX ახლა უკვე უსადენოა

მრავალფეროვნება და მოხერხებულობა. შეგიძლია სრულად ისარგებლო DeX-ით და დაივიწყო სადენები. დააკავშირე შენი მოწყობილობა სმარტ ტელევიზორთან და გამოიტანე კონტენტი დიდ ეკრანზე.


  • * Samsung DeX უსადენო კავშირის მხარდაჭერა გააჩნია იმ ტელევიზორებს, რომელთაც აქვთ Android სმარტფონის ეკრანის კოპირების ფუნქცია (Miracast).
  • * წარმადობა დამოკიდებულია ტელევიზორის სპეციფიკაციებზე და WiFi ქსელზე. რეკომენდირებულია ‘19 წლის შემდეგ გამოშვებული Samsung სმარტ ტელევიზორების გამოყენება.
  • * იმის შესამოწმებლად, თუ რომელი Galaxy მოწყობილობების რომელ მოდელებს გააჩნია DeX უსადენო კავშირის მხარდაჭერა, ეწვიე ხშირად დასმული შეკითხვების გვერდს.

პრეზენტაციის მარტივი
დემონსტრირება

მასშტაბურ პროექტზე მუშოაბ? DeX დაგეხმარება მარტივად მიაწოდო პრეზენტაცია აუდიტორიას. დააჭირე ღილაკს 'DeX' Galaxy ტელეფონზე, შეაერთე შენს სმარტ ტელევიზორს შეხვედრების ოთახში.

ორი რამ ერთდროულად

გახსენი DeX აპლიკაცია ტელეფონში და დაუკავშირე ტელევიზორს, რომ უყურო ვიდეოებს დიდ ეკრანზე, ან შექმენი ვირტუალური საკლასო ოთახი ბავშვებისთვის. ამასთან, განაგრძე საქმიანობა ტელეფონზე: დაათვალიერე ან თუნდაც გააკეთე ჩანაწერები S Pen-ით.

მონაცემების შეყვანის განსხვავებული მეთოდები

გამოიყენე Galaxy ტელეფონი როგორც სენსორული თაჩფედი, ჟესტების მხარდაჭერით, პერსონალიზებული ფუნქციებით, ან ეკრანის კლავიატურით.

*ტექნოლოგია ხელმისაწვდომია მხოლოდ ტელეფონის ზოგიერთ მოდელზე.

გამოიყურება როგორც პლანშეტი, მუშაობს როგორც პერსონალური კომპიუტერი

პროდუქტიულობა ასე მარტივი არასდროს ყოფილა

სრული კომპიუტერის მსგავსი პროდუქტიულობა ტაბლეტში Samsung DeX-ით. უბრალოდ შეეხე DeX ღილაკს სწრაფ პანელზე იმ ფუნქციებისთვის, რომლებიც საშუალებას გაძლევს გამოიყენო შენი ტაბლეტი, როგორც კომპიუტერი.
გახსენი რამდენიმე ფანჯარა ერთდროულად, გადაიტანე და ჩააგდე ფოტო ელფოსტაში და დააწკაპუნე მარჯვენა ღილაკით მეტი ფუნქციისთვის.


  • Samsung DeX რეჟიმები:
  • *New: შეგიძლია გამოიყენო აპლიკაციების იგივე განლაგება, ვიჯეტები და სხვა ტაბლეტის მთავრი ეკრანიდან.
  • *Classic: შეგიძლია გამოიყენო ტაბლეტის ფუნქციები დესკტოპ კომპიუტერის მსგავს გარემოში.

*მხარდაჭერილია მხოლოდ Galaxy Tab-ის ზოგიერთ მოდელზე, როგორიცაა Galaxy Tab S4, S5e, S6, S7, S8, S9, A9+ და ა.შ.

როგორც პერსონალურ კომპიუტერზე, მხოლოდ ერთი შეხებით

The Book Cover Keyboar ფუნქციით, ყველაფერი ბევრად მარტივია. კლავიატურას აქვს დიდი ზომის თრექფედი და ფუნქციური კლავიშები. ამიტომაც, მასთან მუშოაბა კომფორტულია. DeX სადგურებთან ერთად გამოყენებისას, პლანშეტზე მუშაობ ისე, როგორც პერსონალურ კომპიუტერზე.

  • * Book-ის კლავიატურა იყიდება ცალკე.
  • * ფუნქციის ღილაკი გამოიყენება მხოლოდ გარკვეულ მოდელებზე.

დააჭირე Samsung DeX აპლიკაციის ჩამოსატვირთად.

  • ※ PC DeX სერვისი Mac/Windows 7-ისთვის შეჩერებულია. კითხვებისთვის გთხოვ დაგვიკაშირდე Samsung Members აპლიკაცით.

  • * USB-C->HDMI კაბელი და აქსესუარები იყიდება ცალკე.
  • * DEX პერსონალური კომპიუტერებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ მოწყობილობებზე და Windwos 10-სა და მომდევნო ვერსიებში. თავსებადი მოწყობილობების სრული სია იხილე ხშირად დასმული კითხვების გვერდზე.
    * Samsung DeX აპის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ PC-ზე ან Mac-ზე.

უკუკავშირი

ჩვენთან დასაკავშირებლად შეავსე მარტივი ფორმა.

Samsung Developer

მიიღე მეტი ინფორმაცია მესამე მხარის აპლიკაციის შემუშავების შესახებ.

 

Galaxy S23 Ultra

Galaxy s23 Ultra სმარტფონის უკანა და წინა ხედი. Galaxy s23 Ultra სმარტფონის უკანა და წინა ხედი.
 

აპლიკაცია და სერვისები

Galaxy სმარტფონი აჩვენებს ხატებს სხვადასხვა აპლიკაციებისა და სერვისებისთვის. სმარტფონის ორივე მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ადამიანები, რომლებიც იყენებენ Galaxy მოწყობილობებს და პოზებს, რომლებიც დაკავშირებულია Galaxy აპებთან და სერვისებთან. Galaxy სმარტფონი აჩვენებს ხატებს სხვადასხვა აპლიკაციებისა და სერვისებისთვის. სმარტფონის ორივე მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ადამიანები, რომლებიც იყენებენ Galaxy მოწყობილობებს და პოზებს, რომლებიც დაკავშირებულია Galaxy აპებთან და სერვისებთან.
  • • Samsung DeX-ის მხარდაჭერა გააჩნია მხოლოდ კონკრეტულ Galaxy, Note და Tab მოწყობილობებს. (დამატებითი დეტალები იხილე ხშირად დასმული შეკითხვების გვერდზე.)
  • • Android Pie ოპერაციული სისტემის მქონე ძველ მოდელებზე ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციის ან მაღალი ტექნიკური მოთხოვნების მქონე თამაშების გაშვებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობის მუშაობის შენელება.
  • • ზოგიერთმა აპლიკაციამ შეიძლება არ იმუშაოს Samsung DeX-ზე ან საჭიროებდეს ცალკე ლიცენზიას (მის შეძენას) Samsung DeX-ზე.
  • • HDMI ადაპტერის ან კაბელის მქონე Samsung DeX-ის ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება განსხვავდებოდეს DeX Station-ისა და DeX Pad-ის ფუნქციებისგან.
  • • აქსესუარები იყიდება ცალკე.
  • • მოწყობილობის და ეკრანის სურათები წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით.