მარტივად მოძებნე შენი და შენთვის ძვირფასი იმ ადამიანების მოწყობილობები, რომლებიც იყენებენ Samsung Find-ს.


Samsung Find-ის მეშვეობით შეძლებ მარტივად იპოვო შენი და შენი ოჯახის წევრების დაკარგული სმარტფონები, პლანშეტები, საათები, ყურსასმენები, S Pen და სხვა მოწყობილობები. გარდა ამისა, მისი მეშვეობით მარტივდება ძვირფას ნივთებზე მიმაგრებული ტეგების მოძიება, შენი ადგილმდებარეობის გაზიარების პარალელურად.

Galaxy Book-ზე, Galaxy Tab-ზე და Galaxy სმარტფონზე გახსნილია Samsung Find-ის ეკრანი. ნაჩვენებია დაკარგული მოწყობილობის, Galaxy S23-ის ბოლო ცნობილი ადგილმდებარეობა. ასევე წარმოდგენილია SmartTag, Galaxy Buds და Galaxy Watch იმაზე მისათითებლად, რომ მათი გამოყენებაც შესაძლებელია Samsung Find-თან მიმართებაში. Galaxy Watch-ის ეკრანზე ჩანს ტექსტი „ჩემი სმარტფონის მოძიება“ (Find my phone), ეკრანის შუაში გამოსახულია ზარის ხატულა, ხოლო ბოლოში ღილაკი „დაწყება“ (Start). Galaxy Book-ზე, Galaxy Tab-ზე და Galaxy სმარტფონზე გახსნილია Samsung Find-ის ეკრანი. ნაჩვენებია დაკარგული მოწყობილობის, Galaxy S23-ის ბოლო ცნობილი ადგილმდებარეობა. ასევე წარმოდგენილია SmartTag, Galaxy Buds და Galaxy Watch იმაზე მისათითებლად, რომ მათი გამოყენებაც შესაძლებელია Samsung Find-თან მიმართებაში. Galaxy Watch-ის ეკრანზე ჩანს ტექსტი „ჩემი სმარტფონის მოძიება“ (Find my phone), ეკრანის შუაში გამოსახულია ზარის ხატულა, ხოლო ბოლოში ღილაკი „დაწყება“ (Start).

როგორ მოვიქცე ჩემი მოწყობილობის დაკარგვის შემთხვევაში?

მოძებნე და დაბლოკე შენი მოწყობილობა ან წაშალე მასში არსებული შენი მონაცემები Samsung Find-ის მეშვეობით.

გააზიარე ადგილმდებარეობა და დარჩი კავშირზე


გაუზიარე შენი ადგილმდებარეობა მეგობრებს და ოჯახის წევრებს განსაზღვრული დროის განმავლობაში, იქნება ეს ერთი საათი თუ მთელი დღე. გარდა ამისა, შეგიძლია მოითხოვო მათ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებაც, რითაც შეიქმნება ორმხრივი გაზიარების გამოცდილება და ორივე მხარე შეძლებს ერთმანეთის ადგილმდებარეობის შემოწმებას.

მოწყობილობების პოვნა ოფლაინ რეჟიმშიც კი


ჩართე ოფლაინ რეჟიმში მოძიების ფუნქცია და შეწყვიტე სამომავლოდ Samsung Galaxy მოწყობილობების დაკარგვაზე ფიქრი.
ქსელთან კავშირის არქონის შემთხვევაშიც კი, თუ მოწყობილობა ჩართულია და მასზე გააქტიურებულია ოფლაინ რეჟიმში მოძიების ფუნქცია,
სერვერზე სიგნალი გაიგზავნება გარშემო არსებული Samsung Galaxy მოწყობილობების მიერ, რის შედეგადაც დაკარგული მოწყობილობის პოვნა უმარტივესი გახდება.3

ძვირფასი ნივთების მოძიება ტეგების და ტრეკერების მეშვეობით


გამოიყენე Samsung Find აპლიკაცია შენს საკუთრებაში არსებულ ნივთებზე მიმაგრებული Smart Tag-ების ან სხვა, ფუნქციასთან თავსებადი ტრეკერების ადგილმდებარეობის განსასაზღვრად. ახლომდებარე მოწყობილობების მეშვეობით შესაძლებელია SmartTag-ების აღმოჩენა Bluetooth-ის გამოყენებით, რის შედეგადაც ხდება მათი მიახლოებითი ადგილმდებარეობის განსაზღვრა და ერთი კვირის განმავლობაში გადაადგილების ისტორიის მიღება. ეს ყველაფერი ამარტივებს შენი ნივთების ადგილმდებარეობის განსაზღვრის პროცესს.4

გამოყენების ინსტრუქცია

გაიგე თუ როგორ შეგიძლია Samsung Find-ის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება.

შენს სმარტფონზე ან პლანშეტზე ფუნქციის „ჩემი სმარტფონის მოძიება“ გააქტიურებას ქვემოთ მოცემული ორი მეთოდიდან ნებისმიერის გამოყენებით შეძლებ.

①-ელი მეთოდი

საფეხური 01

გახსენი პარამეტრები.

საფეხური 02

შეეხე შენი Samsung-ის ანგარიშის ხატულას მენიუს დასაწყისში

.

საფეხური 03

გადადი ჩანართზე „მოწყობილობები“.

საფეხური 04

აირჩიე „დაკარგული მოწყობილობის უსაფრთხოება“.

საფეხური 05

გაააქტიურე „ამ სმარტფონის მოძიების დაშვება“.

შენს სმარტფონზე ან პლანშეტზე ფუნქციის „ჩემი სმარტფონის მოძიება“ გააქტიურებას ქვემოთ მოცემული ორი მეთოდიდან ნებისმიერის გამოყენებით შეძლებ.

მე-② მეთოდი

საფეხური 01

გახსენი პარამეტრები.

საფეხური 02

შეეხე ღილაკს „უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა“.

საფეხური 03

აირჩიე „დაკარგული მოწყობილობის უსაფრთხოება“.

საფეხური 04

გაააქტიურე „ამ სმარტფონის მოძიების დაშვება“.

ოფლაინ რეჟიმში მოძიების ფუნქციის გამოსაყენებლად მხოლოდ მისი შენს Samsung-ის ანგარიშზე გააქტიურებაა საჭირო.5

 

სმარტფონები

Galaxy S24 | S24+ | S24 Ultra
 

აპლიკაციები და სერვისები


  • მოწყობილობის და ეკრანის გამოსახულებები წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით.
  • მხარდაჭერილი სერვისები შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის/რეგიონის/ოპერატორის მიხედვით.
  • მხარდაჭერილი მოწყობილობები: Galaxy მოწყობილობები (Galaxy სმარტფონი, პლანშეტები, Tizen OS 5.5 ან უფრო მაღალ ვერსიაზე ან Wear OS-ზე მომუშავე Galaxy Watch, Galaxy Buds+ ან უფრო ახალი ვერსია, Galaxy SmartTag/SmartTag+, Galaxy Book-ის კონკრეტული მოდელები, S Pen Pro) და თავსებადი SmartTag-ები, რომელთა ინტეგრირებაც შესაძლებელია SmartThings-ში.
  • Samsung Find-ის ფუნქციები, მხარდაჭერილი გარემოპირობები და სპეციფიკაციები შესაძლოა განსხვავდებოდეს პროდუქტის მიხედვით.
  • Samsung Find აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Galaxy Store-იდან.
  • მოწყობილობა უნდა იყოს ჩართული და ავტორიზაცია გავლილი უნდა იყოს შენს Samsung-ის ანგარიშზე.
  • ამ ეტაპზე, ოფლაინ რეჟიმში მოძიების ფუნქცია ხელმისაწვდომია Android 8 ან უფრო მაღალ ვერსიაზე მომუშავე Galaxy სმარტფონებზე, Galaxy Watch3-ზე, Galaxy Watch4-ზე, Galaxy Watch5-ზე და Galaxy Buds Live-ზე, ასევე Galaxy Buds Pro-ზე, Galaxy Buds2-ზე და Galaxy Buds2 Pro-ზე და Galaxy SmartTag სერიის ნებისმიერი ტიპის მოწყობილობაზე. სხვა მოწყობილობები დაემატება მომავალში.
  • შენს Galaxy Watch-სა და Buds-ზე ოფლაინ რეჟიმში მოძიების ფუნქციის გააქტიურება შესაძლებელია Galaxy Wearable აპლიკაციის გამოყენებით. დაკავშირებული სმარტფონის ან პლანშეტის ოფლაინ რეჟიმში მოძიების ფუნქციის პარამეტრები გადავა შენს Galaxy Watch-სა და Buds-ზეც.
  • დაკარგული მოწყობილობების მოძიება ასევე შესაძლებელია SmartThings Find ფუნქციით, რომელიც ხელმისაწვდომია SmartThings აპლიკაციაში. SmartThings Find-ის გამოსაყენებლად, გაააქტიურე ფუნქცია „ამ სმარტფონის მოძიების დაშვება“ პარამეტრებში „ჩემი სმარტფონის მოძიება“./li>
  • მოწყობილობის Find Node-ის სახით დასარეგისტრირებლად, საჭიროა თანხმობის განცხადება შენს ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენებასა და კონფიდენციალურობის შეტყობინებაზე.
  • Find Node მოწყობილობები არ მიუთითებს დაკარგული მოწყობილობის ზუსტ ადგილმდებარეობაზე.
  • ისეთი ტარებადი მოწყობილობების ადგილმდებარეობის განსასაზღვრად, როგორიცაა საათები და ყურსასმენები, საჭიროა მათი დარეგისტრირება Galaxy Wearable აპლიკაციაში.
  • Samsung Find-ზე დარეგისტრირებული მოწყობილობების მოძიება შესაძლებელია ნებისმიერ ქვეყანაში, გარდა ჩინეთისა (მხარდაჭერილია ჰონგ-კონგი და ტაივანი).
  • ფუნქციის „ჩემი სმარტფონის მოძიება“ ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის მოდელის ან ოპერაციული სისტემის მიხედვით./li>
  1. „ბოლო ადგილმდებარეობის გაგზავნის“ ფუნქციის გააქტიურების ინსტრუქცია : გახსენი პარამეტრები > Samsung-ის ანგარიში > მოწყობილობები > დაკარგული მოწყობილობის უსაფრთხოება > ჩართეთ „ბოლო ადგილმდებარეობის გაგზავნა“.
  2. ეს ფუნქცია მხარდაჭერილია Samsung Find-ის ვებსაიტზე.
  3. შენს Samsung Galaxy სმარტფონზე ან პლანშეტზე ოფლაინ რეჟიმში მოძიების ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, ეს ავტომატურად გავრცელდება შენს დაკავშირებულ Galaxy watch-სა და ყურსასმენებზე.
  4. ადგილმდებარეობის მოძიების ფუნქციის შენი SmartTag-ის ან სხვა, თავსებად ტრეკერებთან მიმართებაში გამოსაყენებლად, ისინი აუცილებლად უნდა იყოს დარეგისტრირებული SmartThings-ზე. ამასთან, მათი SmartThings-ზე დარეგისტრირება უმარტივესადაა შესაძლებელი Samsung Find აპლიკაციის გამოყენებით.
  5. ოფლაინ რეჟიმში მოძიების ფუნქციის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გააქტიურებულია პარამეტრი „ ამ სმარტფონის მოძიების დაშვება“, რისთვისაც უნდა გადახვიდე ჩანართებზე: პარამეტრები > Samsung-ის ანგარიში > მოწყობილობები > დაკარგული მოწყობილობის უსაფრთხოება > ამ სმარტფონის მოძიების დაშვება.