Samsung Kids 


შენი შვილის პირველი ნაბიჯები ციფრულ სამყაროში Samsung Kids-თან ერთად

Samsung Kids გეხმარება, შექმნათ უსაფრთხო გარემო შენი შვილისთვის, რათა მან შეძლოს სამყაროს მხიარულად შემეცნება და მასთან ინტერაქცია. მთელი ოჯახისთვის განკუთვნილი დავალებებით, რომლებიც ემსახურება გართობას, სწავლასა და განვითარებას, Samsung Kids უზრუნველყოფს შენი შვილების უსაფრთხო გართობას, ციფრულ სამყაროში.

მარტივად ხელმისაწვდომი

შენი შვილისთვის მოგზაურობის დასაწყებად სულ რამდენიმე წამია საჭირო. უბრალოდ დააჭირე ღილაკს Samsung Kids, სწრაფი შესვლის პანელზე და შეიყვანე PIN-კოდი ან ბიომეტრიული მონაცემები, რათა აპლიკაციაში შეხვიდე ან გამოხვიდე. არ არის საჭირო ახალი პაროლის დამახსოვრება. პარამეტრების შესაცვლელად დიდხანს დააჭირე ღილაკს Samsung Kids.

იყავი მშვიდად

დაეხმარე შენს შვილს, განივითაროს სასარგებლო ჩვევები ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთობისას, Samsung Kids-ის დახმარებით. დაუწესე მათ შეზღუდული დრო თამაშისთვის, ასევე მიეცი წვდომა მხოლოდ კონკრეტულ კონტაქტებზე და აპლიკაციებზე. შეამოწმე, ინფორმაცია აპლიკაციის გამოყენების შესახებ, რათა გაიგო, რას აკეთებდა შენი შვილი, ან დარწმუნდე, რომ არ უნახავს მისთვის შეუსაბამო მასალა. Samsung Kids - ქმნის უსაფრთხო გარემოს შენი შვილის განათლებისა და გართობისთვის.

გაიცანი სამეგობრო

ნება მიეცი შენს შვილს, გამოავლინოს შემოქმედებითი უნარები ახალ მეგობრებთან ერთად. ბავშვებისთვის ადაპტირებული კამერისა და ინტერნეტთან წვდომის დახმარებით, შენი შვილი გაიცნობს მოდურ კროკროს, ამბიციურ მზარეულს ქუქის, მელომან ლიზას და ხელოვან ბობის Samsung Kids-თან ერთად.

გაუღე შენს შვილს ახალი სამყაროს კარები კონტენტის გვერდზე.

შენს შვილს შეუძლია, ბევრი რამ ისწავლოს სხვადასხვა თამაშით, რომლებიც შენს მოწყობილობაშია ჩამოტვირთუილი. გადაუსვი ხელი ტელეფონს მარჯვნივ და მიეცი თავისუფლება შენი შვილის მდიდარ წარმოსახვას. მრავალფეროვანი და სისტემატიზებული თემატიკის მასალის დახმარებით, შენი შვილი შეძლებს, ააშენოს, შექმნას, აითვისოს და გამოიმუშავოს ახალი უნარები ასაკის შესაფერისი პროექტებით. ეს პატარა ონავარს დაეხმარება ცოდნის მიღებაში მეცნიერების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მათემატიკაში.

* მასალაზე წვდომა დამოკიდებულია ქვეყანაზე, მოწყობილობაზე და მიმდინარე განახლებებზე.

Samsung Kids-ის გააქტიურება

 

Galaxy S23 Ultra

Galaxy s23 Ultra სმარტფონის უკანა და წინა ხედი. Galaxy s23 Ultra სმარტფონის უკანა და წინა ხედი.
 

აპლიკაცია და სერვისები

Galaxy სმარტფონი აჩვენებს ხატებს სხვადასხვა აპლიკაციებისა და სერვისებისთვის. სმარტფონის ორივე მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ადამიანები, რომლებიც იყენებენ Galaxy მოწყობილობებს და პოზებს, რომლებიც დაკავშირებულია Galaxy აპებთან და სერვისებთან. Galaxy სმარტფონი აჩვენებს ხატებს სხვადასხვა აპლიკაციებისა და სერვისებისთვის. სმარტფონის ორივე მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ადამიანები, რომლებიც იყენებენ Galaxy მოწყობილობებს და პოზებს, რომლებიც დაკავშირებულია Galaxy აპებთან და სერვისებთან.
  • * Samsung Kids-ის ფუნქციების ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ქვეყანაზე, მოწყობილობასა და მიმდინარე განახლებებზე.
  • ** საჭიროა Android 9.0 ან უფრო ახალი ვერსია Samsung Kids-ის სწრაფი შესვლის პანელიდან ჩასართავად.
  • *** Android 9.0-ზე ძველი ვერსიის მქონე მოწყობილობებში შესაძლებელია მსგავსი ფუნქციების გამოყენება აპლიკაციაში «Kids Mode», რომლის გადმოწერაც და განახლებაც შეგიძლია Galaxy Store-დან.
  • **** მოწყობილობისა და ეკრანის გამოსახულება იმიტირებულია ილუსტრირების მიზნით.