Samsung members


შეუერთდი Samsung Members საზოგადოებას


დაიწყე შენი თავგადასავალი Samsung Galaxy-სთან ერთად, Samsung Members საზოგადოებაში.
გამოიყენე სხვა მომხმარებლებთან დაკავშირების, ნებისმიერი რაოდენობის ინფორმაციის გაზიარების, მოწყობილობებთან დაკავშირებული მითითებების და ექსპერტების მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა.
მიიღე სრულყოფილი გამოცდილება სმარტფონის გამოყენებისას, Samsung Members-ში.

გააზიარე შენი Samsung Galaxy ისტორიები

შეუერთდი Samsung Galaxy-ს ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ საზოგადოებას და შეიგრძენი სინერგიის ძალა.
მოიპოვე წვდომა კრეატიულ მოსაზრებებზე და გაუზიარე Samsung Galaxy-ს ეკოსისტემის მოწყობილობებთან დაკავშირებული რჩევები მეგობრულ მომხმარებლებსა და ექსპერტებს.
გააჟღერე შენი მოსაზრებები Beta ტესტების და გამოკითხვების ფარგლებში და აქტიურად ჩაერთე ღია საზოგადოების ფარგლებში მიმდინარე ყველა პროცესში.
შენ, როგორც Samsung Members-ის ვარსკვლავი, შეძლებ ისარგებლო უამრავი ისეთი უპირატესობით, რომელზეც Samsung Galaxy-ს თითქმის ყველა გულშემატკივარი ოცნებობს.
ისარგებლე Samsung Members-ის მიერ ორგანიზებულ, ონლაინ და ოფლაინ სივრცეში მიმდინარე მრავალ სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობით.

Samsung Members Stars-ის ძირითადი მომენტები

არ გამოგრჩეს სიახლეები. მიიღე სასარგებლო რჩევები.

დაივიწყე Samsung Galaxy-ს ოფიციალური სიახლეების მოძიების სირთულე.
მიიღე სპეციალურად შენთვის შერჩეული ექსკლუზიური რჩევები და მითითებები, რაც მოიცავს ოფიციალურ სიახლეებს, თუ Samsung Galaxy-ს ეკოსისტემის მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებს.
მიიღე საჭირო ინფორმაცია და ინსპირაცია ჩანართში „სიახლეები და რჩევები“ (News and Tips).

ისარგებლე შენთვის სასურველი ყველა უპირატესობით

აღმოაჩინე მხოლოდ Samsung Members-ისთვის ხელმისაწვდომი ექსკლუზიური შეთავაზებები, რაც მოიცავს წინასწარ შეკვეთის ბონუსებს, ბეტა-ტესტირების შესაძლებლობებს და ა.შ.
ჩამოტვირთე Samsung Members, აღმოაჩინე სხვადასხვა ღონისძიება და კონკურსი და მოიპოვე სპეციალური ჯილდოების მიღების შესაძლებლობა.
თუ ჯერ არ ხარ Samsung Galaxy-ს მომხმარებელი, დროა შემოგვიერთდე და ისარგებლო უამრავი უპირატესობით.

თვითდიაგნოსტიკა და Samsung-ის ექსპერტების მხარდაჭერა

მარტივად მოიპოვე მხარდაჭერა, რომელიც დაგეხმარება განახორციელო სხვადასხვა ფუნქციის თვითდიაგნოსტირება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.
შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგიძლია გაეცნო ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირად დასმულ შეკითხვებს ან მიიღო დისტანციური მხარდაჭერა Samsung-ის ექსპერტებისგან,
რომლებიც Samsung Galaxy-ს ყველა მომხმარებელს სთავაზობენ საფუძვლიან დიაგნოსტირებას და ხარვეზების აღმოფხვრის ეფექტურ გზებს.

ჩამოტვირთე Samsung Members და აღმოაჩინე მრავალი სხვადასხვა სერვისი.

WHY GALAXY

ცხოვრება უფრო მარტივი ხდება Galaxy-სთან ერთად

სიმარტივე, რომლისაც გვწამს. Samsung Galaxy შეიქმნა შესაძლებლობების გამოსაყენებლად. რაც უფრო ნაკლებ საზღვარს დავუწესებთ სამყაროს, მით უფრო შორს შევძლებთ წასვლას.

 

Galaxy S23 Ultra

Galaxy s23 Ultra სმარტფონის უკანა და წინა ხედი. Galaxy s23 Ultra სმარტფონის უკანა და წინა ხედი.
 

აპლიკაცია და სერვისები

Galaxy სმარტფონი აჩვენებს ხატებს სხვადასხვა აპლიკაციებისა და სერვისებისთვის. სმარტფონის ორივე მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ადამიანები, რომლებიც იყენებენ Galaxy მოწყობილობებს და პოზებს, რომლებიც დაკავშირებულია Galaxy აპებთან და სერვისებთან. Galaxy სმარტფონი აჩვენებს ხატებს სხვადასხვა აპლიკაციებისა და სერვისებისთვის. სმარტფონის ორივე მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ადამიანები, რომლებიც იყენებენ Galaxy მოწყობილობებს და პოზებს, რომლებიც დაკავშირებულია Galaxy აპებთან და სერვისებთან.
  • * The Samsung Members აპლიკაციაში ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში .
  • ** მოწყობილობა და გამოსახულება მოდელირებულია მხოლოდ დემონსტრირების მიზნით.