Samsung Plaza გაიხსნა

21 დეკემბერს, ქავთარაძის N1-ში, ელიტ სერვისთან ერთად, {1} უმაღლესი სტანდარტების მქონე {2} Samsung Plaza გაიხსნა.

სცენების კოლაჟი ხანგრძლივი ექსპოზიციით. გადაღებულია #Galaxy S22 Ultra-ით სცენების კოლაჟი ხანგრძლივი ექსპოზიციით. გადაღებულია #Galaxy S22 Ultra-ით

Samsung Plaza არის ოფიციალურ სერვისცენტრი, სადაც ტექნიკოსები მუდმივად გადიან სწავლებას და გადამზადებას სამსუნგის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

პლაზა მომხმარებელს მოემსახურება სმარტფონების, პლანშეტების, საათებისა და ბადსების მიმართულებით. საშუალოდ ტექნიკის პრობლემების 85%-ს პლაზა 24 საათამდე ვადაში მოაგვარებს; შესაბამისად, მომხმარებელს აღარ მოუწევს რამდენიმედღიანი ლოდინი სმარტფონის საგარანტიო თუ არასაგარანტიო მომსახურებით შეკეთებისას.
დაზიანებული ნივთის გახსნა, დიაგნოსტიკა და ხარვეზის დადგენა მოხდება მომხმარებლის თვალწინ და მის შეკეთებამდე მომხმარებელი თავიდან ბოლომდე ინფორმირებული იქნება დაზიანების დეტალებზე.
შეგახსენებთ, რომ სამსუნგის მობილური და სმარტ მოწყობილობები უნდა შეიძნოთ მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. ჰოლოგრამიანი ტექნიკა ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის, გააჩნია სამსუნგის გარანტია და ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურება.

Samsung Plaza მომსახურების გამარტივებულ პროცედურას გთავაზობთ. ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც აქვს სამსუნგის სმარტფონები და აქსესუარები ოფიციალური ჰოლოგრამით და მასზე რაიმე ტიპის ხარვეზი შეექმნება, პლაზაში მომუშავე ინჟინრები მის დიაგნოსტიკასა და შეკეთებაზე უმოკლეს ვადებში იზრუნებენ.

შემდეგი სტატიები