როგორ შევინახო კონტაქტები Samsung Galaxy მოწყობილობის მეხსიერების ბარათზე
რა შემთხვევებში უნდა შევინახო კონტაქტები ფაილში
თუ კონტაქტებს Google-ის ან Samsung-ის ანგარიშებზე არ ინახავ, შეინახე ისინი ფაილში და გადაიტანე კომპიუტერზე:
- ნომრების დამატების ან შეცვლის შემდეგ;
- მონაცემთა გადატვირთვის წინ;
- მოწყობილობის სერვის-ცენტრში მიტანამდე.
თუ კონტაქტებს Google-ის ან Samsung-ის ანგარიშებზე ინახავ, მათი ფაილში გადატანა საჭირო არ არის. მთავარია არ დაგავიწყდეს ანგარიშის მომხმარებლის სახელი და პაროლი.
ამავე საკითხზე:
რა ფორმით ინახება კონტაქტები
კონტაქტები ინახება VCF ფაილში, რაც წარმოადგენს კონტაქტების შენახვისთვის გამოყენებულ ყველაზე გავრცელებულ ფორმატს. ამ ტიპის ფაილიდან შესაძლებელია კონტაქტების პრაქტიკულად ნებისმიერ მოწყობილობაზე აღდგენა.
როგორ შევინახო (დავაკოპირო) კონტაქტები ფაილში
ქვემოთ მოცემულია ინსტრუქციები Android-ის სხვადასხვა ვერსიისთვის.
როგორ მოვძებნო შენახული კონტაქტების ფაილი
ფაილი ინახება შიდა მეხსიერების ან მეხსიერების ბარათის Root საქაღალდეში. მის მოსაძებნად მოწყობილობაზე გახსენი აპლიკაცია „ჩემი ფაილები“.
როგორ აღვადგინო (დავაკოპირო) კონტაქტები ფაილიდან
ქვემოთ მოცემულია ინსტრუქციები Android-ის სხვადასხვა ვერსიისთვის.
აღდგენის შემდეგ გაჩნდა კონტაქტების დუბლიკატები
კონტაქტების ფაილიდან აღდგენის დროს ისინი ემატება მოწყობილობის მეხსიერებაში არსებულ კონტაქტებს. თუ ეს კონტაქტები უკვე მოწყობილობაში ინახება, გაჩნდება მათი დუბლიკატები.
ამის თავიდან ასაცილებლად, ჯერ წაშალე ყველა კონტაქტი მოწყობილობიდან და შემდეგ აღადგინე ისინი ფაილიდან.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.