როგორ გავააქტიურო თითის ანაბეჭდით განბლოკვის ფუნქცია Samsung Galaxy მოწყობილობაზე
თითის ანაბეჭდი მობილურ მოწყობილობაზე პიროვნების იდენტიფიკაციის სწრაფი და მოსახერხებელი მეთოდია. თუ შენი Samsung Galaxy სმარტფონი აღჭურვილია თითის ანაბეჭდის სკანერით, ეს ფუნქცია შეგიძლია გამოიყენო ტელეფონის ეკრანის განბლოკვისთვის და კონკრეტულ აპლიკაციებთან და სერვისებთან წვდომისთვის.
შენიშვნა:
- თითის ანაბეჭდის სკანერის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია სმარტფონის მოდელზე. შენს მოდელზე სკანერის სენსორის ხელმისაწვდომობის და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გაეცანი მომხმარებლის სახელმძღვანელოს.
შენს სმარტფონში თითის ანაბეჭდის დასამატებლად, პირველ რიგში დააზუსტე შენს მოწყობილობაზე დაინსტალებული Android-ის ვერსია და შემდეგ შეასრულე შესაბამის ინსტრუქციებში მოცემული რეკომენდაციები.
Android 14-13-ისთვის
მოათავსე თითი სკანერზე და ნელა გადააადგილე ეკრანზე მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად. თითის ანაბეჭდის რეგისტრაციის შემდეგ, მის შესანახად დააჭირე ღილაკზე „მზადაა“. კიდევ ერთი თითის ანაბეჭდის დასამატებლად დააჭირე ღილაკზე „დამატება“.
შენიშვნა:
თითის ანაბეჭდის სკანერი შეიძლება განთავსებული იყოს სმარტფონის წინა, უკანა ან გვერდითა ზედაპირზე. მიჰყევი ეკრანზე გამოჩენილ ინსტრუქციებს.
Android 12-ისთვის და უფრო ძველი ვერსიებისთვის
მოათავსე თითი სკანერზე და ნელა გადააადგილე.
თითის ანაბეჭდის რეგისტრაციის შემდეგ, მის შესანახად დააჭირე ღილაკზე „მზადაა“. კიდევ ერთი თითის ანაბეჭდის დასამატებლად დააჭირე ღილაკზე „დამატება“.
შენიშვნა:
თითის ანაბეჭდის სკანერი შეიძლება განთავსებული იყოს სმარტფონის წინა, უკანა ან გვერდითა ზედაპირზე. მიჰყევი ეკრანზე გამოჩენილ ინსტრუქციებს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.