Samsung-ის ტელეფონი ვერ ახერხებს თითის ანაბეჭდების ამოცნობას

ბოლო განახლების თარიღი : 02-05-2024

ტელეფონის თითის ანაბეჭდების სენსორი უზრუნველყოფს ტელეფონის განბლოკვის მოხერხებულ და უსაფრთხო გზას და დაცულად ინახავს თქვენს პირად ინფორმაციას. თუ გაგიჩნდათ თითის ანაბეჭდების სენსორის გამოყენების პრობლემა, უნდა მიაქციოთ ყურადღება რამდენიმე მომენტს.

1 დარწმუნდით, რომ იყენებთ Samsung ეკრანის დამცავ საფარს.
  • ზოგიერთ Galaxy ტელეფონს მოყვება წინასწარ დაყენებული ეკრანის დამცავი საფარი, რომელიც იმუშავებს ეკრანის თითის ანაბეჭდების სენსორთან. თუ ეკრანის თითის ანაბეჭდების სენსორი არ მუშაობს, შესაძლებელია ზემოდან სხვა ეკრანის დამცავია დაყენებული.
  • არასერტიფიცირებულმა ეკრანის დამცავმა საფარმა შეიძლება შექმნას დაბრკოლება, თუ ის ფარავს ეკრანის თითის ანაბეჭდების სენსორებს ან ეხება მათ.
  • თუ ეკრანის დამცავი საფარი ჩანაცვლებულია Samsung-ის მიერ არასერტიფიცირებულით, შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი თითის ანაბეჭდები ხელახლა დარეგისტრირება.
2 მოხსენით დამცავი ქეისები.

თუ ტელეფონის ქეისი ფარავს თითის ანაბეჭდების სენსორს, ეხება მას, ან ხელს უშლის თქვენი თითის შეხებას, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სენსორის მუშაობას.

3 დაატენიანეთ ხელები.

მიუხედავად იმისა, თუ სად მდებარეობს თითის ანაბეჭდების სენსორი, მან შეიძლება არ იმუშაოს, თუ თქვენი თითები ძალიან მშრალია ან დახეთქილი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელების დატენიანება ხელის ლოსიონით. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სენსორულმა ეკრანმა და თითის ანაბეჭდების სენსორმა შეიძლება ვერ ამოიცნოს ზედმეტად დატენიანებული თითები.

4 შეამოწმეთ ეკრანი და თითის ანაბეჭდის სენსორი ნაკაწრებისა და ჭუჭყის არსებობაზე.
  • ნაკაწრებმა ან ჭუჭყმა შეიძლება გამოიწვიოს სენსორის მიერ თითის ანაბეჭდების ამოცნობის პრობლემა.
  • ტელეფონმა შესაძლოა ვერ ამოიცნოს ისეთი თითის ანაბეჭდები, რომლებზეც არის ნაოჭები ან ნაწიბურები. ასევე შეიძლება ვერ ამოიცნოს განსაკუთრებით პატარა ან თხელი თითები.
5 გადადით უფრო გრილ ან თბილ გარემოში.

სენსორმა შეიძლება კარგად ვერ იმუშაოს, თუ ტელეფონი ძალიან ცხელ ან ძალიან ცივ გარემოშია.

1 წაშალეთ შენახული თითის ანაბეჭდები.

გადადით განყოფილებაში პარამეტრები, შეხებით აირჩიეთ ბიომეტრია და უსაფრთხოება, შემდეგ კი — თითის ანაბეჭდები. აირჩიეთ ერთ-ერთი შენახული თითის ანაბეჭდი, რომლის წაშლაც გსურთ. შეხებით აირჩიეთ წაშლა, შემდეგ კი — დასადასტურებლად ხელახლა წაშლა. გაიმეორეთ ეს მოქმედებები სხვა შენახული თითის ანაბეჭდების წასაშლელად.

2 ხელახლა დაარეგისტრირეთ თითის ანაბეჭდები.

თითის ანაბეჭდების პარამეტრებში, შეხებით აირჩიეთ თითის ანაბეჭდის დამატება. მიჰყევით ეკრანზე ასახულ ინსტრუქციებს ახალი თითის ანაბეჭდის დასარეგისტრირებლად.

3 მიჰყევით შემდეგ რჩევებს თითის ანაბეჭდების დასარეგისტრებლად.
  • დაიჭირეთ ტელეფონი ბუნებრივად, ისე, როგორც ჩვეულებრივ გიჭირავთ.
  • თუ ტელეფონი გთხოვთ სენსორზე რამდენჯერმე შეხებას, ყოველ ჯერზე ოდნავ გადაწიეთ თითი.
  • დაფარეთ მთელი სენსორი მასზე შეხებისას.
  • დაარეგისტრირეთ ერთზე მეტი თითი.

შენიშვნა

ტელეფონზე ან პლანშეტზე ქარხნული მონაცემების აღდგენისას შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი Samsung-ის ანგარიშის ან ეკრანის დაბლოკვის პაროლის შეყვანა. ყველა თქვენი მონაცემი წაიშლება. თუმცა, თქვენი მოწყობილობის პარამეტრების ჩამოყრამდე, შეგიძლიათ გამოიყენოთ Smart Switch ან ღრუბლოვანი ანგარიში თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლის შესაქმნელად SD ბარათზე ან USB დისკზე. თუ SD ბარათი დაშიფრული გაქვთ, იგი უნდა განიშიფროს მოწყობილობის პარამეტრების ჩამოყრამდე.

1 ტელეფონის ან პლანშეტის პარამეტრების ჩამოყრამდე.
  • აუცილებლად შექმენით თქვენი ტელეფონის ან პლანშეტის სარეზერვო ასლი. ყველა მონაცემი და პარამეტრი წაიშლება.

  • ჩაწერეთ იმ ანგარიშის მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც გამოიყენეთ თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლის შესაქმნელად.

  • პარამეტრების ჩამოყრის პროცესში გირჩევთ ჩართოთ ტელეფონი ან პლანშეტი კედლის დამტენში, რადგან პროცედურას შეიძლება ერთ საათამდე დრო დასჭირდეს.

  • თუ დაშიფრული გაქვთ ტელეფონში ან პლანშეტში ჩასმული SD ბარათი, აუცილებლად გაშიფრეთ იგი პარამეტრების ჩამოყრის დაწყებამდე. გადადით განყოფილებაში პარამეტრები, მოძებნეთ და აირჩიეთ SD და შემდეგ შეხებით აირჩიეთ SD ბარათის განშიფვრა.

2 შეასრულეთ ქარხნული მონაცემების აღდგენა.

გადადით განყოფილებაში პარამეტრები. მოძებნეთ და აირჩიეთ ქარხნული მონაცემების აღდგენა. ხელახლა აირჩიეთ ქარხნული მონაცემების აღდგენა შემდეგ კი — პარამეტრების ჩამოყრა. მიჰყევით ეკრანზე ასახულ მითითებებს პარამეტრის ჩამოყრის დასასრულებლად. შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი Samsung-ის ანგარიშის ან ეკრანის დაბლოკვის პაროლის შეყვანა. ტელეფონი ან პლანშეტი გადაიტვირთება.

3 დაასრულეთ პირველადი დაყენება.

როდესაც ტელეფონი ან პლანშეტი გადაიტვირთება, მას ექნება პირველადი ქარხნული პარამეტრები. ახლა უნდა გაიაროთ ტელეფონის ან პლანშეტის პირველადი დაყენება კონფიგურირების დასასრულებლად. დაყენების დასასრულებლად ტელეფონმა შეიძლება მოითხოვოს თქვენი Samsung-ის ან Google-ის ანგარიშის ინფორმაციის შეყვანა.

4 შეამოწმეთ თქვენი მოწყობილობა.

შენიშვნა:

თუ მოწყობილობის პარამეტრის ჩამოყრის შემდეგ კვლავ გაქვთ ქსელის პრობლემები, დარეკვის, SMS ან MMS შეტყობინებების, ქსელის სიგნალების, მობილური მონაცემების ან წვდომის წერტილების სერვისებთან დაკავშირებით, შეიძლება დაგჭირდეთ ოპერატორთან დაკავშირება.

ნებისმიერი აპის დაყენებამდე დარწმუნდით, რომ თქვენი ტელეფონი ან პლანშეტი ნორმალურად მუშაობს.

თუ კვლავ გაქვთ რაიმე პრობლემა, გთხოვთ, ეწვიოთ Samsung-ის სერვის ცენტრს ან შეგიძლიათ დაგეგმოთ სარემონტო მომსახურება ონლაინ-რეჟიმში.

მადლობა გამოხმაურებისთვის!