Bixby

გააკეთე მეტი Bixby-სთან ერთად



Bixby გაძლევს თავისუფლებას, რომ ფოკუსირება მოახდინო იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ის შეისწავლის შენს სურვილებს და გთავაზობს რჩეულ აპლიკაციებს და სერვისებს, რომლებიც უფრო მეტის გაკეთებაში დაგეხმარება.

ხუთი ადამიანი იღიმება და ერთად იღებს სელფს პარკში. ხუთი ადამიანი იღიმება და ერთად იღებს სელფს პარკში.
კამერის ეკრანი აჩვენებს ადამიანებს, რომლებიც Galaxy-ის მეშვეობით ერთად იღებენ სელფს განიერი კადრის რეჟიმში, Bixby-ს კონტროლის ფუნქციებით. კამერის ეკრანი აჩვენებს ადამიანებს, რომლებიც Galaxy-ის მეშვეობით ერთად იღებენ სელფს განიერი კადრის რეჟიმში, Bixby-ს კონტროლის ფუნქციებით.

Bixby გაძლევს შენი Galaxy-ს სხვადასხვა ფუნქციების და ინტეგრირებული სერვისების კონტროლის შესაძლებლობას, რათა ისიამოვნო Galaxy-ის მრავალფეროვანი ფუნქციებით მარტივად და მოხერხებულად.

ქალი წერს შეტყობინებას წვეულების დროს, Bixby-ს დახმარებით. ქალი წერს შეტყობინებას წვეულების დროს, Bixby-ს დახმარებით.
Galaxy ეკრანზე ნაჩვენებია ტექსტური შეტყობინება, რომელიც გაგზავნილია შერონისთვის Bixby-ს კონტროლის ფუნქციების გამოყენებით: „სად ხარ? წვეულება დაიწყო!”. Galaxy ეკრანზე ნაჩვენებია ტექსტური შეტყობინება, რომელიც გაგზავნილია შერონისთვის Bixby-ს კონტროლის ფუნქციების გამოყენებით: „სად ხარ? წვეულება დაიწყო!”.

Bixby გაძლევს შენი Galaxy-ს სხვადასხვა ფუნქციების და ინტეგრირებული სერვისების კონტროლის შესაძლებლობას, რათა ისიამოვნო Galaxy-ის მრავალფეროვანი ფუნქციებით მარტივად და მოხერხებულად.

მიიღე მაქსიმუმი Bixby-დან


მოხერხებულად აკონტროლე Bixby-ით ყველა შენი Galaxy-ს მოწყობილობა, როგორიცაა ტელეფონი, Tab, Watch, Buds, Book და მრავალი სხვა.


  • * იმისათვის, რომ Bixby-ს გამოყენებით მართო Galaxy Watch ან Buds, დააკავშირე და გამოიყენე შენს სმარტფონში არსებული Galaxy Wearable აპლიკაცია.
  • * იმისათვის, რომ Bixby-ს გამოყენებით მართო მოწყობილობები, რომლებზეც გააქტიურებულია SmartThings (მათ შორის SmartTag), პირველ რიგში მოწყობილობები დაუკავშირე SmartThings-ის აპლიკაციას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე SmartThings-ის ვებგვერდს (www.samsung.com/smartthings).

კარგად წყვილდება



იცხოვრე უფრო გონივრულად Galaxy-სთან ერთად.

ისიამოვნე ცხოვრებით Bixby-სთან ერთად

აკონტროლე სმარტ მოწყობილობები მხოლოდ ხმით. თუ მოწყობილობები დაკავშირებულია SmartThings-თან, Bixby არის მზად მოისმინოს და შეასრულოს შენი მოთხოვნები. მიანდე ყველაფერი Bixby-ს, დაწყებული სატელევიზიო არხების გადართვით და დამთავრებული ღამით ყველა განათების გამორთვით.

შეასრულე სამუშაო უფრო ეფექტურად


„მოძებნე ჯეინის ტელეფონის ნომერი.“
„რამდენია დროში სხვაობა პარიზსა და სეულს შორის?”
„დაიწყე ჩაწერა ინტერვიუს რეჟიმში.“

უკეთ გაერთე Bixby-სთან ერთად


„მაჩვენე პოპულარული თამაშები.“
„მითხარი ხუმრობა.“
„დაუკარი შემდეგი სიმღერა.“

* Bixby-ს მეშვეობით აუდიო ფუნქციების სრულყოფილად კონტროლისთვის, შესაძლოა საჭირო იყოს მუსიკალური სერვისების გამოწერა.

* Bixby-ს მეშვეობით აუდიო ფუნქციების სრულყოფილად კონტროლისთვის, შესაძლოა საჭირო იყოს მუსიკალური სერვისების გამოწერა.

გაამარტივე კონტროლი „სწრაფი ბრძანებებით“


Bixby ასრულებს რამდენიმე დავალებას კონკრეტული თანმიმდევრობით, წინასწარ დაყენებული ბრძანების მოსმენის შემდეგ.

* გამოყენებამდე, Bixby-ს სწრაფი ბრძანება წინასწარ უნდა იყოს დაყენებული.

Bixby ყველასთვისაა


გახადე შენი Galaxy მოწყობილობები უფრო ხელმისაწვდომი Bixby-ს დახმარებით.
შეგიძლია ჩართო ან გამორთო წვდომის ფუნქციები ხმით, Bixby-ს სთხოვო წაიკითხოს შეტყობინებები ან აღწეროს, რა არის ეკრანზე გამოსახული Bixby Vision-ის სცენის აღწერის ფუნქციის გამოყენებით.

 

Galaxy S23 Ultra

Galaxy s23 Ultra სმარტფონის უკანა და წინა ხედი. Galaxy s23 Ultra სმარტფონის უკანა და წინა ხედი.
 

აპლიკაცია და სერვისები

Galaxy სმარტფონი აჩვენებს ხატებს სხვადასხვა აპლიკაციებისა და სერვისებისთვის. სმარტფონის ორივე მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ადამიანები, რომლებიც იყენებენ Galaxy მოწყობილობებს და პოზებს, რომლებიც დაკავშირებულია Galaxy აპებთან და სერვისებთან. Galaxy სმარტფონი აჩვენებს ხატებს სხვადასხვა აპლიკაციებისა და სერვისებისთვის. სმარტფონის ორივე მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ადამიანები, რომლებიც იყენებენ Galaxy მოწყობილობებს და პოზებს, რომლებიც დაკავშირებულია Galaxy აპებთან და სერვისებთან.
  • Bixby-ს სერვისის ხელმისაწვდომობისათვის საჭიროა Samsung Account-ში შესვლა და ინტერნეტთან კავშირი. ფუნქციების ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონისა და ენის მიხედვით. Bixby ამოიცნობს მხოლოდ გარკვეულ აქცენტებსა და დიალექტებს: ინგლისური (გაერთიანებული სამეფო), ინგლისური (აშშ), ინგლისური (ინდოეთი), ფრანგული (საფრანგეთი), გერმანული (გერმანია), იტალიური (იტალია), კორეული (სამხრეთ კორეა), ჩინური (ჩინეთი), ესპანური (ესპანეთი), პორტუგალიური (ბრაზილია) და ესპანური (ლათინური ამერიკა). მომავალში შეიძლება დაემატოს სხვა ენების მხარდაჭერაც. Bixby ვერ ცნობს ყველა აქცენტს, დიალექტსა და გამონათქვამს და რეალური წარმადობა შეიძლება განსხვავდებოდეს წარმოთქმის, ხმის დონისა და გარემო პირობების მიხედვით.
  • Bixby-ს გამოყენება შეიძლება შეზღუდული იყოს გარკვეულ სიტუაციებში, როგორიცაა მედია ჩაწერა (ვიდეო/თამაში/ხმა), ზარების განხორციელებისას, ენერგიის მაქსიმალური დაზოგვის რეჟიმში, Emergency რეჟიმსა და Samsung Kids-ში.
  • მოწყობილობისა და ეკრანის გამოსახულებები წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით.
  • ამჟამად ხელმისაწვდომია შემდეგ მოდელებზე: Galaxy S23/S23+/S23 Ultra/S22/S22+/S22 Ultra/S21/S21+/S21 Ultra/S21 FE/S20/S20+/S20 Ultra/S20 FE/S10/S10+/S10e/S10 Lite/S8/S8+/S8 Active/S8 Lite/A73 5G/A53/A71/A72/A54 5G/A53x/A52/A52 5G/A52s/A51/A51 5G/A90/A80/A82/A71 5G/A70/A70s/A60/A50/A50s/A8s/A9 2018/A9 Pro/A8 Star/A34 5G/A33 5G/A Star/F52/F62/M52/M54 5G/M62/Note20/Note20+/Note20 Ultra/Note10/Note10+/Note10 Lite/Note9/S9/S9+/Note8/Xcover Pro/Xcover Pro2/Fold/Z Fold 2/Z Fold 3/Z Fold 4/Z Fold 5/Z Flip/Z Flip 5G/Z Flip 3/Z Flip 4/Z Flip 5/Tab S9/Tab S9+/Tab S9 Ultra/Tab S8/Tab S8+/Tab S8 Ultra/Tab S7/Tab S7+/Tab S7 Lite/Tab S6/Tab S6 Lite/Tab S5e/Tab S4/Tab A 10.5"/Tab A2/Tab A4/Tab Active3/Tab Active4 Pro/Tab Active Pro/Tab Active/Gear S3/Gear S4/Gear Sport/Watch/Watch Active/Watch Active2/Watch 3/Watch 4/Watch 4 Classic/Watch 5/Watch 5 Pro/Watch6/Watch6 Classic/Buds Pro/Buds Live/Buds 2/Buds 2 Pro/Book3/Book3 Pro/Book3 Pro 360/Book2 HDD/Book2/Book2 360/Book2 Pro 15/Book2 Pro 13/Book2 Pro 360/Book2 Go/Book/Book Biz/Book Pro/Book Pro 360/Book Odyssey/Book Go/Book Go 5G/Book Flex 2α/Book Flex 2/Book Flex 2 5G/Book Ion 2/Book Flex/Book Ion/Book Flex α/Book S/Notebook+/Notebook+2/Notebook Pen/Notebook 9 Pro/Notebook 9/Notebook 7 Spin/Notebook 7 Pro/Notebook 7/Notebook 5/Notebook 3/Notebook Odyssey.
  • მომსახურების ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის/მომსახურების მიმწოდებლის/ენის/მოწყობილობის მოდელის/OS ვერსიის მიხედვით.
  • Bixby-ს ფუნქციებისა და კონტენტის მიმწოდებლების ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის ან ენის მიხედვით.
  • Bixby მართავს შერჩეულ აპლიკაციებს, სხვა აპლიკაციები მომავალში იქნება მხარდაჭერილი.
  • საჭიროა Samsung Account-ში შესვლა და ინტერნეტ კავშირი (Wi-Fi ან მობილური ინტერნეტი).
  • იმისათვის, რომ Bixby-ს გამოყენებით მართო მოწყობილობები, რომლებზეც გააქტიურებულია SmartThings (მათ შორის SmartTag), პირველ რიგში მოწყობილობები დაუკავშირე SmartThings-ის აპლიკაციას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე SmartThings-ის ვებგვერდს (www.samsung.com/smartthings).