Samsung global goals

ერთად შევცვალოთ მსოფლიო 2030 წლისთვის

2015 წლის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერებმა აიღეს ვალდებულება 2030 წლისთვის მსოფლიოს ძირფესვიანად შეცვლის შესახებ. მდგრადი განვითარების მიზნები, ასევე ცნობილი, როგორც გლობალური მიზნები, წარმოადგენს ბრძოლის გეგმებს შიმშილთან, უთანასწორობასთან, ასევე მასში ერთიანდება პლანეტის ეკოლოგიურად დაცვის გეგმები. კომპანია Samsung ამ მოძრაობის პარტნიორია და ჩვენ მოგიწოდებთ, შემოგვიერთდე და შეიტანო შენი წვლილი.

* გაეროს განვითარების პროგრამის პარტნიორობა

შემოუერთდი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას

კორონავირუსის პანდემია ჩვენი დროის ჯანდაცვის უდიდესი გლობალური კრიზისია, თუმცა Samsung-ში გვჯერა, რომ ტექნოლოგიებს შეუძლია, ამ გამოწვევის დამარცხება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ტექნოლოგიებისა და რესურსების გამოყენებას მათ დასახმარებლად, ვინც COVID-19-ის საფრთხესა და შედეგებს ებრძვის. Global Goals-ის დახმარებით შეგიძლია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის COVID-19-ის სოლიდარობის ფონდში შემოწირულობა გადარიცხო.

ერთი აპლიკაციის მნიშვნელოვანი წვლილი

Samsung Global Goals ყველას აძლევს შესაძლებლობას, უკეთესი მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანოს. გაიგე, რას ემსახურება ეს 17 მიზანი და რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველი რეკლამა, რომელსაც აპლიკაციაში ნახავ, შენი სასურველი მიზნისთვის გაგზავნილი შეწირულობაა. ერთად ჩვენ შეგვიძლია, უფრო ჯანსაღი და ძლიერი მსოფლიო შევქმნათ.

თვალყური ადევნე Global Goals-ის სტატისტიკასა და მიღწევებს

მხარი დაუჭირე მნიშვნელოვან საქმეს

იქნება ეს სუფთა წყალი, ხელმისაწვდომი განათლება, თუ მშვიდობიანი საზოგადოება - ჩვენ გვსურს, აირჩიო მიზანი, რომლისაც გჯერა. შეწირულობის გაგზავნისას აირჩიე, რომელ მიზანს უნდა მოხმარდეს თანხა. შემდეგ კი აპლიკაცია მოგაწოდებს ინფორმაციას იმ პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელებაშიც წვლილი შეიტანე.

დააჩქარე შენი მიზნების მიღწევა Samsung Pay-ის დახმარებით


აპლიკაციაში რეკლამების ყურებით შეგიძლია, შექმნა ფონდები, რომლებიც შენ მიერ არჩეულ მიზანს დააფინანსებს. თუმცა შენ არ მოგიწევს ფულის ლოდინი. ხელი შეუწყვე ამ მიზნების განხორციელებას შემოწირულობების სახით Samsung Pay-ით ან Google Pay-ით. შენი წინა შემოწირულობების სანახავად უბრალოდ შედი შენს Samsung-ის ანგარიშზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ Global Goals თავიდან გაქვს გადმოწერილი.

Samsung შენს წვლილს გააორმაგებს


როგორც გლობალური კორპორაცია, ჩვენ - Samsung ვამაყობთ იმით, რომ შეგვიძლია, შენ მიერ რეკლამების ყურებით დაგროვებულ შემოწირულობას გავწვდეთ. მოდი, ვიმუშაოთ ერთად, რათა გადავლახოთ ბარიერები და შევქმნათ ღირებულებები, რომლებიც გლობალურ განვითარებას ემსახურება. მომავალი უკვე ახლოსაა, ასე რომ გაეცი დღეს.

დატვირთე შენი ეკრანი


გამოიყენე შენი ტელეფონის ეკრანი, როგორც სარეკლამო ბილბორდი. ეკრანის დაბლოკვის ფუნქციის გააქტიურების შემდეგ, Global Goals ახალ შეტყობინებებს გამოგიგზავნის გავლენიანი მსოფლიო ლიდერებისგან ყოველ ჯერზე, როცა ხელში ტელეფონს აიღებ.

ჩაერთე გლობალურ მოძრაობაში

გადმოწერე აპლიკაცია და დაიწყე კეთილი საქმის მხარდაჭერა დღესვე

 ხუთი გაშვებული სერვისის გამოსახულება ეკრანზე.  ხუთი გაშვებული სერვისის გამოსახულება ეკრანზე.

აპლიკაციები და მომსახურება

  • * მოწყობილობებისა და ეკრანის გამოსახულება იმიტირებულია ილუსტრირების მიზნით.
  • * სერვისის ხელმისაწვდომობა იცვლება ქვეყნის/ სერვისის მიმწოდებლის/ენის/მოწყობილობის მოდელის/ოპერაციული სისტემის ვერსიის მიხედვით.
  • * მომხმარებლის ინტერფეისი და რეკლამები აპლიკაციაში შეიძლება, შეიცვალოს მოწყობილობის მიხედვით.