დაკავშირებული Galaxy მოწყობილობების ძალა

გადადი ურთიერთობის, მუშაობის, გართობის და თავის მოვლის ახალ დონეზე Galaxy მოწყობილობების ეკოსისტემით. 1

* გამოსახულება იმიტირებულია ილუსტრაციისთვის. მომხმარებლის რეალური ინტერფეისი შეიძლება განსხვავდებოდეს.

თავსებადობის პრობლემები წარსულს ჩააბარე! Galaxy მოწყობილობები შექმნილია იმისთვის, რომ იმუშაოს უნაკლოდ და შეუფერხებლად, რასაც არ უნდა აკეთებდეთ. ვიდეო ზარები დიდ ეკრანზე, ფაილების გაგზავნა, სპორტში ახალი მიზნების მიღწევა - კიდევ უფრო ადვილი და კომფორტულია Galaxy-სთან ერთად!

გააზიარე ნებისმიერ ადგილას

არანაირი დაბრკოლება მოწყობილობებს შორის: Galaxy შენს კონტენტს ნებისმიერ ადგილზე გაგზავნის!

სწრაფი გაგზავნა

ფაილების უსწრაფესად გაგზავნა

Quick Share-ის მეშვეობით შესაძლებელია ფოტოების, ვიდეოების და დოკუმენტების თითქმის მომენტალურად გაზიარება. ეკრანზე მხოლოდ რამდენჯერმე შეხებით შეძლებ გააზიარო ფაილები ახლოს მდებარე Galaxy მოწყობილობებზე — და სხვა მწარმოებლების მიერ შექმნილ პერსონალურ კომპიუტერებზეც კი. გარდა ამისა, Quick Share ფუნქციის გამოყენება ფაილების ერთდროულად რამდენიმე კონტაქტთან გასაგზავნად შეგიძლია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი შენგან შორს იმყოფებიან ან საერთოდ არ იყენებენ Galaxy მოწყობილობებს. 2

* გამოსახულება მოდელირებულია ილუსტრაციისთვის. მომხმარებლის რეალური ინტერფეისი შეიძლება განსხვავდებოდეს.

Smart View

გაავრცელე სმარტფონის შინაარსი ტელევიზორზე, მიმოწერის კონფიდენციალურობის დაცვით

Smart View აპლიკაციით შეგიძლია სმარტფონიდან ტელევიზორის ეკრანზე გადაიტანო კონტენტი და დამალო შემომავალი შეტყობინების ფანჯარა. 3

* გამოსახულება მოდელირებულია ილუსტრაციისთვის. მომხმარებლის რეალური ინტერფეისი შეიძლება განსხვავდებოდეს.

* გამოსახულება მოდელირებულია ილუსტრაციისთვის. მომხმარებლის რეალური ინტერფეისი შეიძლება განსხვავდებოდეს.

დარჩი ხაზზე

Galaxy-ის ღია ეკოსისტემით მეგობრებთან საუბარი ახლა კიდევ უფრო ადვილია.

ვიდეო ზარების გადატანა

ისაუბრე, უყურე და გაუზიარე ემოციები ერთად

ვიდეო ზარის დროს, შეგიძლია Google Meet ზარი შეუმჩნევლად გადაიტანო ტელეფონიდან პლანშეტზე. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია, როცა გიწევს საუბრის დაწყება სმარტფონიდან, სანამ შენს პლანშეტთან კომფორტულ ადგილას მოთავსდები და გააგრძელებ ვიდეოზარს. 4

* გამოსახულება მოდელირებულია ილუსტრაციისთვის. მომხმარებლის რეალური ინტერფეისი შეიძლება განსხვავდებოდეს.

ზარები და შეტყობინებები

არ გამოტოვო ზარები

თუ მუშაობ Galaxy პლანშეტზე, დაკავშირებული Galaxy სმარტფონი გადაამისამართებს ყველა ზარს და შეტყობინებას, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგრჩეს. 5

* გამოსახულება მოდელირებულია ილუსტრაციისთვის.

* გამოსახულება მოდელირებულია ილუსტრაციისთვის.

გაზარდე შენი პროდუქტიულობის დონე
Samsung Galaxy-ს მეშვეობით

Galaxy-ს ყველა მოწყობილობის სინქრონიზებით, შექმნი ეფექტურ და მრავალფუნქციურ სამუშაო სივრცეს, რომელიც ყოველთვის შენს ხელთ იქნება.

* გამოსახულება მოდელირებულია ილუსტრაციისთვის. მომხმარებლის რეალური ინტერფეისი შეიძლება განსხვავდებოდეს.

მეორე ეკრანი

გაზარდე სამუშაო სივრცის საზღვრები

დესკტოპი გადატვირთულია? უბრალოდ გააფართოვე შენი პერსონალური კომპიუტერის ეკრანი Galaxy Tab-ზე, რათა შეიქმნა მეტი სივრცე და კრეატიულოი შესაძლებლობები ელექტრონული კალმით - S Pen-ით. იმუშავე და ითამაშე შეუზღუდავად! 7

* გამოსახულება მოდელირებულია ილუსტრირებისთვის.

Samsung Notes-ის ავტომატური სინქრონიზაცია

წვდომა ბოლო შენიშვნებზე
ნებისმიერი მოწყობილობიდან

Samsung Notes-ით, შენი შენიშვნები განახლდება ყველა შენს Galaxy მოწყობილობაზე Samsung Cloud-ის საშუალებით. 8

* გამოსახულება იმიტირებულია ილუსტრაციისთვის.

Multi Control

მოწყობილობების მარტივი მართვა

Multi Control-ის მეშვეობით შეძლებ ერთი მაუსით, კლავიატურითა და სენსორული პანელით ერთდროულად აკონტროლო შენი Galaxy Book, Tab ან სმარტფონი. Galaxy მოწყობილობებისთვის შეგიძლია გამოიყენო შენი Galaxy Book-ისა და Galaxy Tab-ის კონტროლის საშუალებები. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ტექსტის დაკოპირება და ჩასმა, სურათების გატანა ერთი მოწყობილობიდან მეორეზე ძალიან მარტივად - თითქოს ამ მოქმედებებს ერთი და იგივე მოწყობილობაზე ასრულებ. ეს დავალებების შესრულების უფრო მარტივი, უპრობლემო გზაა. 9

* გამოსახულება მოდელირებულია ილუსტრაციისთვის.

იცხოვრე ჯანსაღად და მარტივად Samsung Galaxy-ის სერვისების მეშვეობით

შენი Galaxy Watch და Galaxy სმარტფონი მუშაობს ერთად, როგორც ერთიანი, ძლიერი გუნდი.

ფიტნეს თრექერი და აქტივობის კონტროლი

შეინარჩუნე ჯანმრთელობის სასურველი მდგომარეობა ყოველდღიურად

შენი Galaxy Watch დეტალურად ამოწმებს შენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა მონაცემს და გაწვდის რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო ჯანმრთელობის სასურველი მდგომარეობა ყოველდღიურად. უკეთ შეისწავლე შენი ძილის რეჟიმი და მიიღე სრულყოფილ ძილთან დაკავშირებული რჩევები პირდაპირ შენი Watch-ისგან. შეინარჩუნე სიმშვიდე მთელი დღის განმავლობაში, რადგან შენი Watch მუდმივად აკონტროლებს შენს გულისცემას და გამოგიგზავნის შეტყობინებას გულისცემის უჩვეულო სიხშირის შემჩნევის შემთხვევაში. გარდა ამისა, ის მოგიწოდებს ჩაიტარო ECG უფრო საფუძვლიანი შემოწმების მიზნით. 10

* გამოსახულება მოდელირებულია ილუსტრაციისთვის. მომხმარებლის რეალური ინტერფეისი შეიძლება განსხვავდებოდეს.

სხეულის შემადგენლობა

სხეულის შემადგენლობის სწრაფი ანალიზი

მოათავსე ორი თითი შენს Galaxy Watch-ზე, მიჰყევი ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს და მიიღე ინფორმაცია შენს ორგანიზმში ცხიმისა და კუნთის მოცულობის მაჩვენებლების შესახებ. შენი Watch-ის მეშვეობით, აკონტროლე შენი ჯანმრთელობის მაჩვენებლები, ადევნე თვალი შენი ორგანიზმის შემადგენლობის ცვლილებებს და შეასრულე შენი ფიტნეს მიზნები. 11

* გამოსახულება მოდელირებულია ილუსტრაციისთვის.

* გამოსახულება მოდელირებულია ილუსტრაციისთვის.

Find My Phone

ნუ იდარდებ,ტელეფონი არსად დაგრჩება

ტელეფონს ვერ პოულობ? თუ ის სადმე, შენთან ახლოსაა, შეგიძლია შენი დაკავშირებული Watch-ისა და Find My Phone ფუნქციის მეშვეობით გაააქტიურო ხმოვანი სიგნალი შენს სმარტფონზე. თუ სმარტფონი მიუწვდომელია და გამორთულია Bluetooth კავშირი, შეგიძლია გამოიყენო Find My Mobile ფუნქცია და ასე მოიპოვო წვდომა შენი სმარტფონის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ რუკაზე, შემდეგ კი გაააქტიურო ხმოვანი სიგნალი დაკავშირებული Watch-ის მეშვეობით. 12

* გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით.

* გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით.

გართობა საზღვრების გარეშე

ჩაიძირე შენი საყვარელი მუსიკის და ტელეშოუების სამყაროში, აღმოაჩინე სიახლეები და გაუზიარე მეგობრებს Galaxy-ს მეშვეობით.

Media Output

გააგრძელე მუსიკის დაკვრა გადართვის დროს

როდესაც გსურს გააგრძელო მუსიკის მოსმენა Bluetooth დინამიკებზე, Buds-ზე ან Wi-Fi დინამიკებზე, უბრალოდ გახსენი Media Output ფუნქცია სწრაფი პანელიდან.
ყველა მოწყობილობა შეგიძლია მოხერხებულად აკონტროლო ერთი ეკრანიდან, მხოლოდ რამდენიმე შეხებით.
ისიამოვნე შენი საყვარელი მუსიკით სახლის ნებისმიერ ადგილას 13

* გამოსახულება იმიტირებულია ილუსტრაციისთვის. მომხმარებლის რეალური ინტერფეისი შეიძლება განსხვავდებოდეს.

"ჰოთსფოთის" ავტომატური რეჟიმი

დარჩი ონლაინ, სადაც არ უნდა იყო

"ჰოთსფოთის" ავტომატური რეჟიმით, შენი Galaxy Tab ავტომატურად უერთდება სმარტფონის ჰოთსფოთს, რათა ყოველთვის დარჩე კავშირზე. 15

* გამოსახულება იმიტირებულია ილუსტრაციისთვის.

* გამოსახულება იმიტირებულია ილუსტრაციისთვის.

მოწყობილობა Galaxy

მარტო - კარგია.
ერთად - იდეალურია.

გაიცანი Galaxy-ს ოჯახის მოწყობილობები

 

სმარტფონები

Galaxy S24 | S24+ | S24 Ultra
 

პლანშეტები

Galaxy Tab S9 | S9+ | S9 Ultra
 

საათები

Galaxy Watch6 | Watch6 Classic
 

აუდიო

Galaxy Buds2 Pro
  • გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით.
  • გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით. რეალური UI შესაძლოა განსხვავდებოდეს წარმოდგენილისგან.
  1. ფუნქციების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობიდან, ქვეყნიდან, ოპერატორიდან და One UI-ის ვერსიიდან გამომდინარე.
  2. ხელმისაწვდომია მხოლოდ One UI 2.1 ან უფრო ახალი ვერსიის მქონე, Android Q OS ან უფრო ახალი ვერსიის მქონე მოწყობილობებზე. Quick Share-ის გამოსაყენებლად საჭიროა Bluetooth Low Energy და Wi-Fi კავშირი. აქვს Galaxy Books-ის მხარდაჭერა, რაც მოიცავს Qualcomm-ზე დაფუძნებულ კომპიუტერებს, რომლებიც გამოშვებულია 2020 წელს ან უფრო გვიან, და სხვა მწარმოებლების მიერ გამოშვებულ Windows კომპიუტერებს Intel Bluetooth/Wi-Fi ფუნქციებით. (OS: Windows 10 2004 ან უფრო ახალი ვერსია, Bluetooth დრაივერი: Intel 22.50.02 ან უფრო ახალი ვერსია, Wi-Fi დრაივერი: Intel 22.50.07 ან უფრო ახალი ვერსია). იმ მოწყობილობების რაოდენობა, რომლებზეც შესაძლებელია კონტენტის Quick Share ფუნქციით ერთდროულად გაზიარება, შესაძლოა განსხვავდებოდეს იმ მოწყობილობის Wi-Fi ჩიპიდან გამომდინარე, რომლიდანაც ხდება გაზიარება. რეალური სისწრაფე შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობიდან, ქსელთან დაკავშირების პირობებიდან და მომხმარებლის გარემო პირობებიდან გამომდინარე. iOS და Android მოწყობილობებზე Quick Share ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია QR კოდების გაგზავნით ან კონტაქტებისთვის გაზიარებით: ინდივიდუალურად გაზიარებული ფაილების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 3GB-ს (ჯამურად 5GB დღეში), ხოლო ბმული გაუქმდება ორი დღის შემდეგ; საჭიროა Samsung-ის ანგარიშის და ინტერნეტ-კავშირის ქონა.
  3. Smart View ხელმისაწვდომია მხოლოდ Miracast-ის მხარდაჭერის მქონე სმარტ ტელევიზორებზე, Galaxy სმარტფონებზე და პლანშეტებზე. App Cast-ის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობიდან, აპლიკაციიდან და ქვეყნიდან/რეგიონიდან გამომდინარე.
  4. Google Meet წარმოადგენს Google LLC-ის სავაჭრო ნიშანს. ხელმისაწვდომია Galaxy-ს მოწყობილობებზე (სმარტფონებსა და პლანშეტებზე), რომლებიც რეგისტრირებულია იმავე Google ანგარიშით. ამ ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფურ ზარებში. ვიდეოს ხარისხი შესაძლოა განსხვავდებოდეს ზარის მონაწილეების რაოდენობიდან და ქსელთან დაკავშირების პირობებიდან გამომდინარე. ეს ფუნქცია ექვემდებარება ცვლილებას წინასწარი შეტყობინების გარეშე.
  5. ფუნქციის „Call and text on other devices“ (ზარი და შეტყობინებები სხვა მოწყობილობებზე) გამოსაყენებლად საჭიროა, რომ ორივე მოწყობილობა რეგისტრირებული იყოს Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიშით, გარდა ამისა, საწყისი პარამეტრებით, მოწყობილობები უნდა იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან, რათა მოხდეს ავტომატური დაკავშირება. ხელმისაწვდომია Android P ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე და სულ მცირე 3GB RAM-ის მქონე მოწყობილობებზე. სერვისის ფუნქციის გაშვების თარიღი შესაძლოა განსხვავდებოდეს რეგიონიდან, ოპერატორიდან და მოწყობილობიდან გამომდინარე. ფუნქცია „Text on other devices“ (შეტყობინებები სხვა მოწყობილობებზე) იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Samsung Messages არჩეული იქნება, როგორც ნაგულისხმევი აპლიკაცია შეტყობინებებისთვის.when Samsung Messages is set as the default message app.
  6. მომხმარებლებმა საკუთარი Samsung Galaxy მოწყობილობები უნდა დაუკავშირონ Windows-ის პერსონალურ კომპიუტერებს, რისთვისაც უნდა გამოიყენონ მობილურ მოწყობილობებში არსებული „Link To Windows“ ფუნქცია და პერსონალურ კომპიუტერში დაინსტალებული Microsoft Phone Link აპლიკაცია, რის შემდეგაც უნდა შეასრულონ პარამეტრების დაყენების ინსტრუქციები, რაც მოიცავს ორივე მოწყობილობიდან Microsoft-ის ერთი და იგივე ანგარიშზე ავტორიზაციას. Link to Windows წინასწარ არის ჩატვირთული კონკრეტულ Samsung Galaxy მოწყობილობებზე. პლანშეტები უნდა მუშაობდეს One UI 5.1.1-ზე ან უფრო ახალ ვერსიაზე. პერსონალური კომპიუტერის აპლიკაციის (Microsoft Phone Link App) გამოყენებისთვის საჭიროა Windows 10 ან უფრო ახალი ვერსია. Microsoft Phone Link-ის გამოყენებისას, უმჯობესია Samsung Galaxy-ს მოწყობილობა დაკავშირებული იყოს იმავე Wi-Fi ქსელთან, რომელთანაც დაკავშირებულია პერსონალური კომპიუტერი. შესაძლოა ვერ მოხდეს ზოგიერთი მობილური აპლიკაციის კონტენტის სხვა ეკრანებზე გაზიარება. ზოგიერთი შესაბამისი ფუნქციის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია მოწყობილობაზე. პლანშეტებს არ აქვთ ზარის/შეტყობინების ფუნქციები. ფუნქცია „Recent Websites“ (ბოლოს გახსნილი ვებსაიტები) ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Internet აპლიკაციის გამოყენებისას Samsung Galaxy სმარტფონებზე, რომელიც მუშაობს One UI 3.1.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე (Samsung Galaxy S, Note, Z Fold, Z Flip), One UI 5.1.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე პლანშეტებზე (ხელმისაწვდომია მხოლოდ Tab S მოდელებზე, არ არის ხელმისაწვდომი Tab FE ან Tab Lite მოდელებზე) და Windows 10 20H1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Windows პერსონალურ კომპიუტერებზე. საჭიროა Microsoft Phone Link/Link to Windows/Samsung Internet აპლიკაციების უხლესი ვერსიები.
  7. Second Screen ხელმისაწვდომია Galaxy Tab S7, S7+ და S7 FE მოწყობილობებზე, რომლებიც მუშაობს One UI 3.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ასევე, S8, S8+, S8 Ultra და Active4 Pro მოწყობილობებზე. საჭიროა Wireless Display-ს მქონე და Windows 10 v.2004 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე მოწყობილობები. მარტივი დაკავშირებისთვის საჭიროა Galaxy Book1 ან უფრო ახალი ვერსია და როგორც Tab, ასევე Galaxy Book რეგისტრირებული უნდა იყოს Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიშით. Second Screen-ის პირდაპირ პერსონალური კომპიუტერიდან, Galaxy Tab-ზე Second Screen-ის ჩართვის გარეშე გასააქტიურებლად,  ორივე მოწყობილობა რეგისტრირებული უნდა იყოს Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიშით.
  8. Samsung Notes-ის ზოგადი გამოყენებისთვის მოწყობილობებს შორის, საჭიროა Wi-Fi ან ინტერნეტ-კავშირი. ყველა მოწყობილობა რეგისტრირებული უნდა იყოს Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიშით. არ არის ხელმისაწვდომი ტარებად მოწყობილობებზე. ერთობლივ ჩანაწერებზე ჯგუფურად მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ Galaxy სმარტფონზე და პლანშეტზე, რომელიც მუშაობს Android O OS ან უფრო ახალ ვერსიაზე. აუცილებელია Samsung Notes-ის აპლიკაციის უახლესი ვერსიის გამოყენება.
  9. Multi Control ხელმისაწვდომია მხოლოდ შერჩეულ Galaxy Phone, Galaxy Tab და Galaxy Book მოწყობილობებზე. ის თავსებადია პლანშეტებთან, რომელიც მუშაობს One UI 4.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე (Galaxy Tab მოწყობილობების კონტროლის საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა One UI 5.1.1 ან უფრო ახალი ვერსია), One UI 5.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე სმარტფონებთან და 2021 წელს, ან უფრო ახლო მომავალში გამოშვებულ Galaxy Book სერიასთან, რომელიც მუშაობს Samsung Settings v1.5-ზე (Intel) ან Samsung Settings v.3.3-ზე (ARM). ყველა მოწყობილობა რეგისტრირებული უნდა იყოს Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიშით. ფუნქციის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის მოდელიდან გამომდინარე.
  10. განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ძილთან დაკავშირებული მითითებების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის სამედიცინო მდგომარეობის ან ძილთან დაკავშირებული დარღვევების გამოვლენისთვის, დიაგნოსტირებისთვის, მკურნალობისთვის. ნებისმიერ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებული რჩევისთვის, მომხმარებელმა უნდა მიმართოს სამედიცინო სფეროს პროფესიონალს. UX/UI შესაძლოა განსხვავდებოდეს პროგრამის ვერსიიდან, მოდელიდან, რეგიონიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ხელმისაწვდომია Galaxy Watch4 და უფრო ახალ ვერსიებზე.
    • არარეგულარული გულისცემის შეტყობინების (Irregular Heart Rhythm Notification (IHRN)) ფუნქციის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნიდან და რეგიონიდან გამომდინარე. ზოგიერთ ქვეყანაში პროგრამული უზრუნველყოფის სამედიცინო მოწყობილობის სახით (SaMD) დამტკიცებასთან/რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ეს ფუნქცია მუშაობს მხოლოდ იმ საათებსა და სმარტფონებზე, რომელთა შეძენაც მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია (თუმცა, სერვისით სარგებლობა შესაძლოა შეიზღუდოს, თუ მოწყობილობის შეძენა მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს ამ სერვისთან დაკავშირებული შეზღუდვა). გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა არ მოხდეს შეტყობინების მიღება გულისცემის არარეგულარული რითმის ყველა დაფიქსირებულ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც მიუთითებს AFib-ზე და შეტყობინების არმიღება, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გამოვრიცხოთ რაიმე დაავადება. არ არის განკუთვნილი იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც დასმული აქვთ არითმიის დიაგნოზი და ასევე იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც არიან 22 წელზე ნაკლები ასაკის. მომხმარებლებმა არ უნდა მოახდინონ შედეგების ინტერპრეტაცია, ან ჩაიტარონ რაიმე სახის კლინიკური პროცედურა მხოლოდ მოწყობილობით მიღებული პროგნოზის საფუძველზე, ნებისმიერი მსგავსი ქმედების განხორციელებამდე საჭიროა კონსულტაციის გავლა სამედიცინო სფეროს კვალიფიციურ პროფესიონალთან.
    • ECG აპლიკაციის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნიდან და რეგიონიდან  გამომდინარე. ზოგიერთ ქვეყანაში პროგრამული უზრუნველყოფის სამედიცინო მოწყობილობის სახით (SaMD) დამტკიცებასთან/რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ეს ფუნქცია მუშაობს მხოლოდ იმ საათებსა და სმარტფონებზე, რომელთა შეძენაც მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია (თუმცა, სერვისით სარგებლობა შესაძლოა შეიზღუდოს, თუ მოწყობილობის შეძენა მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს სერვისთან დაკავშირებული შეზღუდვა). დამატებითი ინფორმაციის და სერვისის მომწოდებელი ქვეყნების უახლესი სიის მისაღებად, იხილეთ ბმული: https://www.samsung.com/apps/samsung-health-monitor. არ არის განკუთვნილი 22 წელზე ნაკლები ასაკის მომხმარებლებისთვის. მომხმარებლებმა არ უნდა მოახდინონ შედეგების ინტერპრეტაცია, ან ჩაიტარონ რაიმე სახის კლინიკური პროცედურა მხოლოდ მოწყობილობით მიღებული პროგნოზის საფუძველზე, ნებისმიერი მსგავსი ქმედების განხორციელებამდე საჭიროა კონსულტაციის გავლა სამედიცინო სფეროს კვალიფიციურ პროფესიონალთან.
  11. ორგანიზმის შემადგენლობის ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Galaxy Watch4 სერიის მოდელებზე და უფრო გვიან გამოშვებულ Samsung Galaxy Watch მოდელებზე. მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ მომხმარებლების მიერ, რომელთაც იმპლანტირებული აქვთ კარდიოსტიმულატორი, ან არიან ფეხმძიმედ. მიღებული შედეგები შესაძლოა არ იყოს ზუსტი, თუ მომხმარებელი არის 20 წელზე ნაკლები ასაკის. განკუთვნილია მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზოგადი დაკვირვებისთვის. მის დანიშნულებას არ წარმოადგენს რაიმე სახის სამედიცინო მდგომარეობის ან დაავადების გამოვლენა, დიაგნოსტირება ან მკურნალობა. მოწყობილობით/აპლიკაციით მიღებული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც სამედიცინო რჩევა. ნებისმიერ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით რჩევის მისაღებად, მომხმარებელმა უნდა მიმართოს სამედიცინო სფეროს პროფესიონალს. BIA-ს ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნიდან ან რეგიონიდან გამომდინარე.
  12. ფუნქცია „Find My Mobile“ (იპოვე ჩემი მობილური) ხელმისაწვდომია მხოლოდ Wear OS-ზე მომუშავე Galaxy Watch-ებზე, რომელიც დაკავშირებულია Android 10 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Galaxy სმარტფონებთან. დაკავშირებულ სმარტფონში გააქტიურებული უნდა იყოს Samsung-ის ანგარიში. 
    • Find My Phone-ის ზარის ფუნქცია მხარდაჭერილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქტიურია Bluetooth კავშირი და მოწყობილობა კავშირის ზონაშია. Find My Mobile ფუნქციის ხმოვანი სიგნალის გააქტიურება შესაძლებელია დისტანციურად, გარკვეული მანძილიდან.
    • „Ring on Map view“ ფუნქციის საათზე გამოსაყენებლად, მოწყობილობა დაკავშირებული უნდა იყოს გარე Wi-Fi ქსელთან. სმარტფონზე გააქტიურებული უნდა იყოს „Find My Mobile“ ფუნქცია, გააქტიურებული უნდა იყოს ადგილმდებარეობის კონტროლი და დაშვებული უნდა იყოს Samsung-ის ანგარიშის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება.
  13. Wi-Fi დინამიკების Media Output-თან დასაკავშირებლად, დინამიკებს უნდა ქონდეს Chromecast-ის მხარდაჭერა და ხელმისაწვდომი უნდა იყოს One UI 5.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Galaxy მოწყობილობებზე. გარდა ამისა, როგორც Wi-Fi დინამიკი, ისე Galaxy-ს მოწყობილობა დაკავშირებული უნდა იყოს ერთი და იგივე უსადენო წვდომის წერტილთან. Bluetooth დინამიკები და Buds უნდა იყოს დაწყვილების რეჟიმში, რათა შესაძლებელი გახდეს Media Output-ის გამოყენება.
  14. Auto Switch (ავტომატური გადართვის) ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ One UI 3.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Galaxy სმარტფონებსა და პლანშეტებზე, Galaxy Watch4 სერიის და უფრო ახალ მოდელებზე, ასევე 2022 წელს ან უფრო გვიან გამოშვებულ Samsung TV მოდელებზე. მსგავსი პროდუქტებით Auto Switch ფუნქციის გამოსაყენებლად, Galaxy Buds-ის დაკავშირება Galaxy სმარტფონთან, პლანშეტთან, საათთან, ან ტელევიზორთან, უნდა მოხდეს სულ მცირე ერთხელ. Auto Swith ფუნქცია ხელმისაწვდომია Buds+, Buds Pro, Buds2, Buds2 Pro და Buds Live მოდელებთან მიმართებაში. შესაბამისი პროდუქტები რეგისტრირებული უნდა იყოს Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიშით და ჩართული უნდა იყოს როგორც Bluetooth, ისე Wi-Fi.
  15.  მობილური ჰოტსპოტის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ოპერატორის პოლიტიკიდან გამომდინარე. ყველა მოწყობილობა რეგისტრირებული უნდა იყოს Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიშით. სმარტფონი დაკავშირებული უნდა იყოს მობილურ ინტერნეტთან.