გაიგე რა არის ახალი One UI 6-ში

One UI 6-ს გააჩნია ახალი მახასიათებლები, რომლებიც საშუალებას გაძლევს მარტივად შეასრულო საჭირო მოქმედებები. მოახდინე შენი ყოველდღიურად გამოყენებული ფუნქციების პერსონალიზაცია. იყავი უფრო პროდუქტიული. ამ ყველაფერთან ერთად, არ იღელვო შენი მონაცემების უსაფრთხოებაზე.

Galaxy AI

უსწრაფესად მოიძიე ნებისმიერი რამ შენს ეკრანზე [6.1]

 

Circle to Search ფუნქცია Google-თან ერთად საშუალებას გაძლევს მარტივად მიიღო ინფორმაცია შენს ეკრანზე მოცემულ ნებისმიერ სუბიექტთან დაკავშირებით, სხვადასხვა აპლიკაციაზე გადასვლის საჭიროების გარეშე. საჭიროა მხოლოდ „მთავარ“ ღილაკზე ან ნავიგაციის ველზე ხანგრძლივად შეხება, შემდეგ კი უნდა შემოხაზო ნებისმიერი ობიექტი ეკრანზე, Google-ის საძიებო სისტემაში გადასასვლელად.1, 2, 3, 4

სატელეფონო ზარების რეალურ დროში თარგმნის შესაძლებლობა [6.1]

 

იმ ადამიანთან დარეკვა გჭირდება, რომელიც შენს ენაზე არ საუბრობს? რა პრობლემაა! Live translate ფუნქციის მეშვეობით ხდება დიალოგის თარგმნა ზარის მიმდინარეობის პარალელურად. შენი თანამოსაუბრე შენს ნათქვამს მის ენაზე გაიგებს და ანალოგიურად, ყველაფერი, რასაც ის იტყვის შენამდე შენს ენაზე ნათარგმნი ვერსიის სახით მოაღწევს. გარდა ამისა, ნათარგმნი ტექსტი გამოჩნდება ეკრანზეც.5, 6, 7, 8, 9

Translate in-person conversations [6.1]

 

ახალი Interpreter ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელი გახდა საუბრის თარგმნა ნებისმიერ დროს, როდესაც დაგჭირდება იმ ადამიანთან დიალოგის წარმოება, რომელიც სხვა ენაზე საუბრობს. Interpreter ფუნქციაზე წვდომის მოპოვება შესაძლებელია უმარტივესად, სწრაფი ინსტრუმენტების პანელის მეშვეობით. დიალოგში ჩართული ორივე მხარე, ნათარგმნი ტექსტის ეკრანიდან წაკითხვასთან ერთად, შეძლებს მოუსმინოს ხმოვან ვერსიებსაც.5, 6, 8, 9

სურათებზე, ბანერებზე, დოკუმენტებზე და ა.შ. მოცემული ტექსტის გადათარგმნის შესაძლებლობა [6.1]

 

უსწრაფესად გადათარგმნე შენთვის სასურველი ნებისმიერი ტექსტი. უბრალოდ მიმართე კამერა იმ ტექსტისკენ, რომლის თარგმნაც გსურს და დამატებითი ფუნქციების სანახავად შეეხე ღილაკს „T“. გარდა ამისა, შეგიძლია თარგმნო შენს გალერეაში არსებულ სურათებზე მოცემული ტექსტი.5, 6, 8, 9

ვებ-გვერდების რეზიუმირება და თარგმნა [6.1]

 

სწრაფად და მარტივად მიიღე შენთვის საჭირო ინფორმაცია Samsung Internet-ის Browsing assist ფუნქციის მეშვეობით ვებ-გვერდების რეზიუმირების გზით. შეგიძლია შეამცირო წასაკითხი ინფორმაციის მოცულობა და მიიღო მისი შემოკლებული ვერსია, სადაც მოცემული იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები.  გარდა ამისა, შესაძლებელია ვებ-გვერდების შენთვის სასურველ ენაზე თარგმნა.5, 6, 8, 9

გააკეთე ჩანაწერები უფრო ჭკვიანური და არა უფრო რთული გზით [6.1]

 

Note assist ფუნქცია საშუალებას გაძლევს მაქსიმალურად გამოიყენო Samsung Notes აპლიკაციის შესაძლებლობები. შესაძლებელია შენი ჩანაწერების ავტომატურად ფორმატირება, შეჯამება, შესწორება, თარგმნა და გარეკანის შექმნა მათთვის.5, 6, 8, 9, 10

ხმოვანი ჩანაწერების ავტომატური ტრანსკრიფცია [6.1]

 

გამოიყენე Transcript assist ფუნქცია და მიიღე შეხვედრების, ლექციების, ხმოვანი და სხვა ჩანაწერების წერილობითი ვერსია, შემდეგ მოახდინე მათი რეზიუმირება შემდგომში მარტივად გადასახედად. გარდა ამისა, შესაძლებელია მიღებული წერილობითი ვერსიების და მოკლე შინაარსების თარგმნა, მათთვის სხვა ენაზე გადასახედად.5, 6, 8, 9, 11, 12, 13

გააკეთე მეტი Samsung Keyboard-თან ერთად [6.1]

 

შეცვალე შენი ტექსტის ტონი და მიანიჭე მას უფრო ფორმალური, ან არაფორმალური ჟღერადობა, ან გადააქციე ის სოციალურ ქსელებში გამოსაქვეყნებელ პოსტად Writing assist ფუნქციის მეშვეობით. გარდა ამისა, შესაძლებელია მართლწერასთან და გრამატიკასთან დაკავშირებული შეთავაზებების მიღება, კონკრეტულ ჩატებსა და მოკლეტექსტური შეტყობინებების აპლიკაციებში მიღებული შეტყობინებების თარგმნის შესაძლებლობასთან ერთად.5, 6, 8, 9, 10, 14

შენი ფოტოების გარდაქმნის შესაძლებლობა [6.1]

 

Generative edit ფუნქცია შენი ფოტოების ახლებური მეთოდებით რედაქტირების შესაძლებლობას მოგანიჭებს. შეგიძლია შეცვალო შენს ფოტოებზე გამოსახული ადამიანების და სხვა ობიექტების ადგილმდებარეობა, ზომა, ან სრულიად გააქრო ისინი კადრიდან, შემდეგ კი შექმნა ახალი ფონი დაცარიელებული ადგილების შესავსებად.5, 8, 9, 15

შექმენი უნიკალური ფონები [6.1]

 

გამოიყენე AI და შექმენი უნიკალური ფონები შენი მთავარი ეკრანისთვის და დაბლოკილი ეკრანისთვის. აირჩიე რამდენიმე საკვანძო სიტყვა, დანარჩენს AI მიხედავს.5, 8, 9

ხელოვნური ინტელექტის დამატებითი პარამეტრები [6.1]

 

თავად გადაწყვიტე რომელი AI ფუნქციების გამოყენება გსურს და როგორ მოხდება მათ მიერ შენი მონაცემების დამუშავება. გარდა ამისა, შეგიძლია ეკრანზე მხოლოდ ერთხელ შეხებით შეზღუდო შენი მონაცემების ონლაინ დამუშავება ყველა ფუნქციისთვის.5, 9

დაბლოკილი ეკრანი

მეტი ვიჯეტი შენი დაბლოკილი ეკრანისთვის [6.1]

 

ხელმისაწვდომია დამატებითი ვიჯეტები შენი დაბლოკილი ეკრანისთვის და Always On Display რეჟიმისთვის, რათა მარტივად შეძლო სასარგებლო ინფორმაციის დათვალიერება ტელეფონის განბლოკვის გარეშე. ახალი ვიჯეტებია „ამინდი“, „Samsung Health“, „ ელემენტი“, „Reminder“, „კალენდარი“ და „საათი“. 

საათის მდებარეობის შეცვლა

 

ახლა უკვე მეტი თავისუფლება გაქვს დაბლოკილ ეკრანზე საათის განთავსების ადგილის შერჩევისას.

მთავარი ეკრანი

ხატულების გამარტივებული სათაურები

 

აპლიკაციის ხატულის სათაურისთვის მხოლოდ ერთი ხაზია გამოყოფილი, რაც მას უფრო სუფთა და მარტივ იერს აძლევს. შემოკლების მიზნით, სიტყვები „Galaxy“ და „Samsung“ ამოღებულია ზოგიერთი აპლიკაციის სახელიდან, რაც აადვილებს მათ მოძებნას.

გადატანა და ჩაგდება 2 ხელის გამოყენებით

 

ერთი ხელით შეეხე მთავარ ეკრანზე არსებულ აპლიკაციის ან ვიჯეტის ხატულას, მეორე ხელით კი აირჩიე ის ეკრანი, სადაც გსურს ამ ხატულის გადატანა.

ფონი

რედაქტირების ახალი ფუნქციები [6.1]

 

გააფორმე შენი ეკრანის ფონი შენი სურვილისამებრ. ეკრანის ფონის სახით გამოსაყენებელი სურათის არჩევის შემდეგ, ახლა უკვე შეძლებ მისთვის ჩარჩოების და ეფექტების მორგებას. თუ შენს ეკრანის ფონზე ადამიანი ან ცხოველია გამოსახული, შეგიძლია მოარგო სიღრმის ეფექტები და ობიექტი უფრო მეტად გამოკვეთო ფონისგან.

სწრაფი პანელი

ღილაკების ახალი განლაგება

 

 

სწრაფი წვდომის პანელს აქვს ღილაკების ახალი განლაგება, რაც ამარტივებს ხშირად გამოყენებულ ფუნქციებზე წვდომას. Wi-Fi და Bluetooth ფუნქციებს უკვე საკუთარი ღილაკები აქვს, რომლებიც განთავსებულია ეკრანის ზედა ნაწილში, ხოლო ვიზუალური ფუნქციების ღილაკები, როგორებიცაა მუქი რეჟიმი და „თვალების კომფორტის“ (Eye comfort) რეჟიმი, ჩამოტანილია ქვემოთ. სწრაფი წვდომის პარამეტრების სხვა ღილაკები განლაგებულია შუა ნაწილში არსებულ პერსონალიზებად ზონაში.

მომენტალური წვდომა სწრაფი პანელის ყველა ფუნქციასთან

 

ნაგულისხმევი პარამეტრებით, სწრაფი წვდომის კომპაქტური პანელის და შეტყობინებების ველის გამოჩენა შესაძლებელია ეკრანის ზედა ნაწილზე თითის ჩამოსმით. თითის ხელმეორედ ჩამოსმის შემდეგ, ქრება შეტყობინებები და იშლება სწრაფი წვდომის პანელი. სწრაფ პარამეტრებთან მომენტალური წვდომის ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, სწრაფი წვდომის გაშლილი პანელის გახსნას შეძლებ ეკრანის ზედა ნაწილის მარჯვენა მხარეზე თითის ერთხელ ჩამოსმით. მარცხენა მხარეს თითის ჩამოსმის შემთხვევაში, გამოჩნდება შეტყობინებების ველი.

სწრაფი წვდომა სიკაშკაშის კონტროლის ფუნქციაზე

 

ნაგულისხმევი პარამეტრებით, სიკაშკაშის კონტროლის ზოლი განთავსებულია სწრაფი წვდომის კომპაქტურ პანელთან ერთად, რომელიც ჩნდება ეკრანის ზედა ნაწილზე თითის ერთხელ ჩამოსმით, რაც გაძლევს სიკაშკაშის უფრო სწრაფად და მარტივად რეგულირების შესაძლებლობას.

ალბომის გარეკანის გაუმჯობესებული ჩვენება

 

თუ მუსიკის ან ვიდეოს დაკვრის აპლიკაციას გააჩნია ალბომის გარეკანის ჩვენების ფუნქცია, მუსიკის ან ვიდეოს ჩართვის დროს, ალბომის გარეკანი სრულად დაფარავს შეტყობინების პანელზე არსებულ მედია კონტროლერის ველს.

შეტყობინებების პანელის გაუმჯობესებული განლაგება

 

თითოეული შეტყობინება ახლა უკვე ინდივიდუალური ბარათის სახით გამოჩნდება ეკრანზე, რაც გაამარტივებს ცალკეული შეტყობინებების ამოცნობას. 

უფრო ფერადი შეტყობინებების ხატულები

 

შეგიძლია გამოიყენო ისეთივე ფერადი ხატულები, რომელიც ძირითად და აპლიკაციების ეკრანებზე თითოეული აპლიკაციისთვის გამოიყენება. ამ ფუნქციის გააქტიურება შესაძლებელია პარამეტრებში.

შეტყობინებების დალაგება დროის მიხედვით

 

ახლა უკვე შეგიძლია შეცვალო შეტყობინებების პარამეტრები და დაალაგო ისინი არა პრიორიტეტულობის, არამედ დროის მიხედვით, რათა უახლესი შეტყობინება ყოველთვის ზემოთ გამოჩნდეს.

მულტითასქინგი

გაყოფილი ეკრანის რეჟიმზე გადასასვლელი კლავიატურის მალსახმობი [6.1]

 

თუ ფიზიკურ კლავიატურას იყენებ, შეგიძლია გადააადგილო გახსნილი აპლიკაცია ეკრანის ერთ-ერთ მხარეს Cmd ღილაკზე + Ctrl ღილაკზე + მარცხენა ან მარჯვენა ისარზე დაჭერით.16, 17

გახსენი ყველა ჩაკეცილი აპლიკაცია ერთდროულად [6.1]

 

ახალი ღილაკი საშუალებას გაძლევს ერთდროულად გახსნა ყველა ჩაკეცილი აპლიკაცია, როდესაც ერთზე მეტი კონტექსტური ფანჯარა გაქვს ჩაკეცილი.

კონტექსტური ფანჯრების ღიად დატოვება

 

ბოლოს გახსნილი აპლიკაციების (Recents) ეკრანზე გადასვლისას, კონტექსტური ფანჯრები აღარ ჩაიკეცება, რაც საშუალებას გაძლევს გააგრძელო ამ კონტექსტური ფანჯრებით სარგებლობა ბოლოს გახსნილი აპლიკაციების ეკრანიდან გამოსვლის შემდეგ.

კამერა

მარტივი და ინტუიციური დიზაინი

 

გამარტივდა კამერის აპლიკაციის ზოგადი დიზაინი. შეიცვალა გადახედვის ეკრანზე მოცემული სწრაფი პარამეტრების ღილაკები, გამარტივების და ინტუიციურობის დონის გაზრდის მიზნით.


კამერის ვიჯეტების პერსონალიზაცია

 

შენ შეგიძლია მთავარ ეკრანზე დაამატო კამერის პერსონალიზებული ვიჯეტები. თითოეული ვიჯეტისთვის შეგიძლია აირჩიო გადაღების კონკრეტული რეჟიმი, ხოლო სურათები შეინახო შენ მიერ არჩეულ ალბომში.

წყლის ნიშნების კონფიგურაციის მეტი ვარიანტი

 

ახლა უკვე შეგიძლია აირჩიო სად გსურს წყლის ნიშნის დამატება, სურათის ზემოთ თუ ქვემოთ.

სწრაფი წვდომა გარჩევადობის პარამეტრებზე

 

გარჩევადობის ღილაკი ახლა უკვე ხელმისაწვდომია სწრაფი პარამეტრების პანელში, რომელიც მდებარეობს Photo და Pro რეჟიმების ეკრანის ზედა ნაწილში, რაც საშუალებას გაძლევს სწრაფად შეცვალო შენი ფოტოს გარჩევადობა.

ვიდეოს ზომის არჩევის გაუმჯობესებული ფუნქცია

 

ვიდეოს ზომის შეცვლის ღილაკზე დაჭერით იხსნება კონტექსტური ფანჯარა, სადაც მოცემულია ყველა პარამეტრი, რაც ამარტივებს სწორი ვარიანტის არჩევას.

სურათების სწორ პოზიციაში გადაღება

 

როდესაც კამერის პარამეტრებიდან გააქტიურებულია ბადის ხაზების ჩვენების ფუნქცია, გადაღების ყველა რეჟიმში, გარდა პანორამის რეჟიმისა, ეკრანის ცენტრში გამოჩნდება პოზიციის გასწორების ხაზი. ის იმოძრავებს ეკრანზე, რათა გაჩვენოს, როდის არის კადრი სწორ პოზიციაში, მიწის ზედაპირის პარალელურად.

ხარისხის ოპტიმიზაცია

 

სურათის გადაღების დროს, შეგიძლია აირჩიო ფოტოს ხარისხის ოპტიმიზაციის 3 დონიდან ერთ-ერთი. საუკეთესო ხარისხის სურათების გადასაღებად, აირჩიე ვარიანტი „მაქსიმალური“ (Maximum). თუ გსურს სურათები რაც შეიძლება სწრაფად გადაიღო, აირჩიე ვარიანტი „მინიმალური“  (Minimum). ვარიანტი „საშუალო“ (Medium) გთავაზობს ოპტიმალურ ბალანსს სიჩქარესა და ხარისხს შორის.

 Auto FPS-ის ახალი პარამეტრები ვიდეოებისთვის

 

კადრების სიხშირის ავტომატური რეგულირების (Auto FPS) ფუნქცია დაბალი განათების პირობებში უფრო ნათელი ვიდეოების გადაღების შესაძლებლობას გაძლევს. Auto FPS გთავაზობს 3 ვარიანტს: შეგიძლია ეს ფუნქცია გამორთო, გამოიყენო მხოლოდ 30 fps რეჟიმში გადაღებისას ან გამოიყენო როგორც 30 fps, ასევე 60 fps რეჟიმში გადაღებისას.16

ეფექტების დამატება უფრო მარტივია

 

ფილტრების და სახის ეფექტების გამოყენებისას, შეგიძლია პარამეტრების სლაიდერის ნაცვლად კლავიატურის მეშვეობით დააყენო, რაც მხოლოდ ერთი ხელით ზუსტი რეგულირების შესაძლებლობას გაძლევს.

კამერერის თითის გასმით შეცვლის ფუნქციის გათიშვა

 

ახლა უკვე შესაძლებელია წინა და უკანა კამერას შორის თითის გასმით  გადართვის ფუნქციის გათიშვა. თუ თითის შემთხვევით გასმის ალბათობის გამო არ გსურს ამ ფუნქციის გამოყენება, შეგიძლია გამორთო ის პარამეტრებიდან.

დოკუმენტის უფრო მარტივად სკანირება

 

დოკუმენტის სკანირების (Scan document) ფუნქცია უკვე სცენის ოპტიმიზატორის (Scene optimizer) ფუნქციისგან დამოუკიდებლად არის წარმოდგენილი, შესაბამისად, დოკუმენტის სკანირება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ სცენის ოპტიმიზატორი გათიშულია. ახალი Auto scan ფუნქციის საშუალებით, დოკუმენტის სკანირება ავტომატურად ხორციელდება ფოტოს გადაღების დროს. დოკუმენტის სკანირების შემდეგ, იხსნება რედაქტირების ეკრანი, სადაც შეიძლია სურვილისამებრ შეცვალო დოკუმენტის ორიენტაცია.

გალერეა

მარტივად გააუმჯობესე შენი ფოტოების ხარისხი [6.1]

 

სურათის დათვალიერებისას აუსვი თითი ეკრანის ქვედა ნაწილს ან შეეხე ღილაკს „i“, რათა მიიღო AI რეკომენდაციები შენი ფოტოების ხარისხის გასაუმჯობესებლად. იქ ნახავ პორტრეტზე ეფექტების დადების, არასასურველი ელემენტების წაშლის და სხვა ფუნქციებს.

გადატანა და ჩაგდება 2 ხელის გამოყენებით

 

ერთი ხელით ხანგრძლივად დააჭირე სურათებზე ან ვიდეოებზე,  მეორე ხელით კი აირჩიე ის ალბომი, რომელშიც გსურს მათი გადატანა.

დააკოპირე გამოსახულება და დაადე მეორეს [6.1]

 

ამოჭერი ობიექტი ერთი გამოსახულებიდან, გადადი იმ გამოსახულებაზე, სადაც მისი ჩასმა გსურს და მენიუში „მეტი ვარიანტი“ აირჩიე პუნქტი „გაცვლის ბუფერიდან ჩასმა“ .

მოჭრილი გამოსახულების სტიკერის სახით შენახვა

 

შენ შეგიძლია მარტივად მოჭრა გამოსახულების ნაწილი, შეინახო ის სტიკერის სახით და მოგვიანებით გამოიყენო სურათების ან ვიდეოების რედაქტირების დროს.

შექმენი სტიკერები ამოჭრილი გამოსახულებებიდან [6.1]

 

გამოსახულების ამოჭრის შემდეგ შეგიძლია მარტივად გადააქციო ის სტიკერად და გამოიყენო სტილი, მაგალითად outline, cutout, vintage და cartoon.

შენახვამდე დაარედაქტირე ამოჭრილი გამოსახულებები [6.1]

 

გამოსახულების ამოჭრის შემდეგ, მის შენახვამდე გექნება შესაძლებლობა დაარედაქტირო მონიშნული მონაკვეთი. გამოიყენე „ლასო“ ინსტრუმენტი იმ მონაკვეთის ზუსტად მოსანიშნად, რომელიც გჭირდება და წაშალე არასასურველი ელემენტები გამოსახულებიდან.

გაუმჯობესებული ძებნა გალერეაში [6.1]

 

შეიცვალა ძიების ეკრანის დიზაინი და უფრო მარტივი გახდა მისი გამოყენება. შედეგები დალაგებულია კატეგორიებად ტიპების მიხედვით, მაგალითად „ადამიანები“, „ადგილები“, „ალბომები“ და „ისტორიები“. ასევე შეგიძლია მოძებნო უფრო კომპლექსური ფრაზების გამოყენებით.

გაუმჯობესებული story-ს ეკრანი

 

story-ს ეკრანის ქვედა ნაწილზე თითის ასმით, გაიხსნება მინიატურული გამოსახულებების (thumbnail) ეკრანი, სადაც შეგიძლია დაამატ

ფოტოების რედაქტორი

გაუმჯობესებული განლაგება

 

ინსტრუმენტების (Tools) ახალი მენიუ საშუალებას გაძლევს მარტივად მოძებნო რედაქტირების საჭირო ფუნქციები. გასწორების (Straighten) და პრექსპექტივის (Perspective) ინსტრუმენტები შეტანილია ტრანსფორმაციის (Transform) მენიუში.

გამოსახულებების კორექტირება შენახვის შემდეგ

 

ნახატების, სტიკერების ან ტექსტის კორექტირება ახლა უკვე ფოტოზე დამატების და შენახვის შემდეგაც შეგიძლია.

ცვლილებების გაუქმება (Undo და redo)

 

ნუ იღელვებ, თუ შეცდომა დაუშვი. ტრანსფორმაციების, ფილტრების და ტონების ცვლილების გაუქმება ახლა უკვე მარტივად შეგიძლია.

სტიკერებზე ნახატების დამატება

 

ხატვის ინსტრუმენტების გამოყენებით, ახლა უკვე უფრო პერსონალური და უნიკალური სტიკერების შექმნა შეგიძლია.

ტექსტის ახალი ფონები და დიზაინები

 

ფოტოზე ტექსტის დამატებისას, შეგიძლია რამდენიმე ახალი ფონი და სტილი გამოიყენო, რაც იდეალური სურათის შექმნაში დაგეხმარება.

Studio (ვიდეო რედაქტორი)

უფრო ძლიერი ვიდეო რედაქტორი

 

Studio არის ახალი, პროექტზე დაფუძნებული ვიდეო რედაქტორი, რომელიც რედაქტირების უფრო კომპლექსური და ეფექტური პროცესის წარმართვის შესაძლებლობას იძლევა. Studio-ს გახსნა შესაძლებელია გალერეაში (Gallery) მოცემული Drawer-ის მენიუდან, სხვა შემთხვევაში, უფრო მარტივი წვდომისთვის, შესაძლებელია მისი მთავარ ეკრანზე დამატებაც.

დროის ხაზის დიზაინი

 

Studio-ს მეშვეობით შესაძლებელია სრული პროექტის დროის ხაზის სახით ნახვა, რამდენიმე ვიდეოკლიპით. მრავალდონიანი სტრუქტურის მეშვეობით შესაძლებელია კლიპების, სტიკერების, სუბტიტრების დამატება და მათი პოზიციისა და სიგრძის მარტივად დარეგულირება.

დაკვრის სიჩქარის შეცვლა [6.1]

 

დაკვრის სიჩქარის შეცვლის ფუნქციის გამოყენება ახლა უფრო მეტი ფორმატის ვიდეოზე შეგიძლია. შეგიძლია გაზარდო ან შეამცირო ვიდეოს კონკრეტული, შენ მიერ მონიშნული მონაკვეთის ან მთლიანი ვიდეოს დაკვრის სიჩქარე.19

პროექტების შენახვა და რედაქტირება

 

გარდა ამისა, შეგიძლია შეინახო დაუსრულებელი პროექტები და მოგვიანებით განაგრძო რედაქტირება.

დაარედაქტირე ვიდეოები რამდენიმე მოწყობილობაზე [6.1]

 

დააექსპორტირე Studio პროექტები ისეთი ფორმატის ფაილად, რომელთა გახსნა Samsung Galaxy-ს სხვა მოწყობილობებზეც იქნება შესაძლებელი.20

ვიდეო პლეერი

გაუმჯობესებული განლაგება

 

ვიდეო პლეერის კონტროლი ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა. მსგავსი ფუნქციების ღილაკები ერთადაა დაჯგუფებული, ვიდეოს ჩართვის ღილაკი კი ეკრანის ცენტრშია გადატანილი.

ვიდეოს სიჩქარის გაუმჯობესებული კონტროლი

 

შეცვალე ვიდეოს დაკვრის სიჩქარე 0.25x-დან 2.0x-მდე. სიჩქარის კონტროლი ახლა უფრო მარტივია, რადგან სლაიდერის ნაცვლად გამოყენებულია სიჩქარის არჩევის ღილაკები.

Quick Share

მეტ მოწყობილობასთან გაზიარება [6.1]

 

Quick Share ფუნქცია გაერთიანდა Google-ის Nearby Share ფუნქციასთან. Samsung Galaxy-ს მოწყობილობების გარდა, ახლა უკვე შეგიძლია გაზიარება Android-ის სხვა მოწყობილობებზე ინტერნეტთან კავშირის გარეშეც კი.21, 22

Samsung Find

მოძებნე შენი მოწყობილობები [6.1]

 

ახალი Samsung Find აპლიკაციის მეშვეობით, შეძლებ ნებისმიერ დროს იხილო შენი ყველა Samsung Galaxy მოწყობილობის ადგილმდებარეობა რუკაზე. მოწყობილობის დაკარგვის შემთხვევაში, დამატებითი ფუნქციები დაგეხმარება მოწყობილობის მოძებნაში და მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.22, 23, 24

შენი ადგილმდებარეობის სხვებისთვის გაზიარება [6.1]

 

შეგიძლია შენი ადგილმდებარეობა გაუზიარო შენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ან შენთვის სანდო ნებისმიერ პიროვნებას. გაზიარება შესაძლებელია შეზღუდული, ან განუსაზღვრელი დროით. შენ ყოველთვის შეგეძლება იმის კონტროლი, თუ ვის ექნება წვდომა შენს ადგილმდებარეობაზე.22

Samsung DeX

გაიცანი ახალი DeX პლანშეტებისთვის

 

ახალი Samsung DeX საშუალებას გაძლევს გადაერთო DeX რეჟიმსა და პლანშეტის რეჟიმს შორის, მთავარი ეკრანის განლაგების შენარჩუნებით. DeX რეჟიმში ხელმისაწვდომი იქნება ყველა შენი აპლიკაცია, ვიჯეტი და ხატულა. თუ შენს პლანშეტზე გააქტიურებულია ეკრანის ავტომატური შებრუნების ფუნქცია, DeX-ის ეკრანი იმუშავებს როგორც პორტრეტის, ასევე პეიჟაზის რეჟიმში.25

Windows-თან დაკავშირება

ახლა უკვე ხელმისაწვდომია პლანშეტებზე

 

დააკავშირე შენი პლანშეტი Windows-ის პერსონალურ კომპიუტერთან და შეამოწმე შეტყობინებები, კომპიუტერით გამოიყენე პლანშეტში დაინსტალებული აპლიკაციები, გადაიტანე ფაილები მოწყობილობებს შორის და სხვა.26

Samsung-ის კლავიატურა

ხმოვანი აკრეფვა კლავიატურის გამორთვის გარეშე [6.1]

 

კლავიატურა ახლა უკვე რჩება ჩართულ და ხილულ მდგომარეობაში ხმოვანი აკრეფვის ფუნქციის გამოყენების დროს, რათა საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეძლო კვლავ ხელით აკრეფვის რეჟიმზე დაბრუნები. შეეხე ეკრანის ბოლოში მოცემულ მიკროფონის ხატულას და აკრიფე ტექსტი შენი ხმის გამოყენებით, ნებისმიერ დროს და ამავდროულად განაგრძე კლავიატურის გამოყენებაც.

ახალი დიზაინის ემოჯიები

 

შენს შეტყობინებებში, სოციალური ქსელების პოსტებზე ან ტელეფონის სხვა აპლიკაციებში გამოყენებულ ემოჯიებს ახალი დიზაინი აქვს.

კონტენტის გაზიარება

სურათების გადახედვა

 

სურათების ნებისმიერი აპლიკაციით გაზიარებისას, გაზიარების (Share) პანელის ზედა ნაწილში შესაძლებელი იქნება სურათების გადახედვა გაზიარებამდე.

ამინდი

მეტი ინფორმაცია ამინდის ვიჯეტში [6.1]

 

ამინდის ვიჯეტი შეგატყობინებთ თქვენს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ძლიერი ჭექა-ქუხილის, თოვლის და სხვა ნალექების შესახებ.22

მეტი ინფორმაცია

 

ამინდის აპლიკაციაში ახლა უკვე ხელმისაწვდომია ინფორმაცია თოვლის, მთვარის ფაზების და დროების, ატმოსფერული წნევის, ხილვადობის, კონდენსაციის ტემპერატურის და ქარის მიმართულების შესახებ.22

მარტივად მოძებნე ადგილობრივი ამინდის მონაცემები რუკაზე

 

თითის გასმით ამოძრავე რუკა, აირჩიე ადგილმდებარეობა და გაეცანი ამინდის პირობებს ამ ტერიტორიაზე. რუკის დახმარებით შეგიძლია მოიძიო ინფორმაცია ნებისმიერი ქალაქის ამინდის შესახებ მაშინაც კი, თუ ამ ქალაქის სახელწოდება არ იცი.22

გაუმჯობესებული ილუსტრაციები

 

გაუმჯობესებულია ამინდის ვიჯეტის და აპლიკაციის ილუსტრაციები, რაც უკეთ გადმოგვცემს ინფორმაციას ამინდის პირობების შესახებ. ფონის ფერი იცვლება დღის მონაკვეთის შესაბამისად.

Samsung Health

მთავარი ეკრანის უკეთესი დიზაინი

 

Samsung Health-ის მთავარი ეკრანი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. მასზე მეტი ინფორმაციაა წარმოდგენილი, მუქი შრიფტი და ფერები კი ყველაზე საყურადღებო ტექსტის უკეთ აღქმაში გეხმარება. ბოლო ვარჯიშის შედეგები მოცემულია ეკრანის ზედა ნაწილში, ასევე წარმოდგენილია მეტი ინფორმაცია შენი ძილის, ყოველდღიურად გასავლელი ნაბიჯების, შესასრულებელი აქტივობების, მისაღები წყლის და საკვების შესახებ.

ვარჯიშის გაუმჯობესებული გამოცდილება [6.1]

 

გააუმჯობესე სირბილის შედეგი, რომელიც წინა ვარჯიშის დროს დააფიქსირე. დასრულების შემდეგ ასევე შეგიძლია ვარჯიშების ჩანაწერიდან ამოჭრა გარკვეული მონაკვეთები, მაგალითად დაწყების ან დასრულების მომენტები.27

ყოველდღიურ აქტივობასთან დაკავშირებული მიზნების მეტი ვარიანტი [6.1]

 

შენთვის ახლა უკვე ხელმისაწვდომია შენი ყოველდღიური აქტივობის მიზნების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი. გადადგმული ნაბიჯების რაოდენობასთან დაკავშირებული მიზნის ნაცვლად, ახლა უკვე შეგიძლია დაისახო ავლილი კიბის საფეხურების რაოდენობასთან ან აქტიური საათების რაოდენობასთან დაკავშირებული მიზნები.27

ციკლის გაუმჯობესებული თრექინგი [6.1]

 

როდესაც დააფიქსირებ შენს ფიზიკურ სიმპტომებსა და განწყობას, ეკრანის ზედა ნაწილში გამოჩნდება შენ მიერ წარსულში ხშირად გამოყენებული ვარიანტები. ახლა ასევე შეგიძლია თავად მიუთითო შენი განწყობა, თუ ნაგულისხმევი ვარიანტებიდან არც ერთი არ შეესაბამება მას.27

წყლის ჭიქის ზომის შეცვლა

 

ახლა უკვე შეგიძლია შეცვალო Samsung Health-ის წყლის კონტროლის ფუნქციაში მოცემული წყლის ჭიქის ზომა, რათა დაამთხვიო შენს რეალური წყლის ჭურჭლის მოცულობას.

კალენდარი

მეტი სტიკერი შენი კალენდრის პერსონალიზებისთვის [6.1]

 

ახლა შეგიძლია კალენდრის ერთ თარიღში მაქსიმუმ 2 სტიკერი დაამატო. ღონისძიების სტიკერები ახლა გამოსახულია „თვის“ ველში ღონისძიების დასახელების გვერდით. 

კალენდრის გაუმჯობესებული პარამეტრები [6.1]

 

მოხდა კალენდრის პარამეტრების რეორგანიზება, რათა უფრო ინტუიციური ვარიანტები შემოგთავაზოთ. ასევე შეგიძლია დააყენო ფონური ფერები და გამოსახულებები მთლიან ეკრანზე გამოსახული კალდენდრის შეტყობინებებისთვის.

შენი განრიგის მარტივად შემოწმება

 

განრიგის ახალ ეკრანზე წარმოდგენილია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დალაგებული დაგეგმილი ღონისძიებები, დავალებები და შემხსენებლები.

კალენდარში ხელმისაწვდომია შემხსენებლები

 

ახლა უკვე შეგიძლია შემხსენებლები პირდაპირ კალენდრის აპლიკაციაში შეამოწმო და დაამატო, შემხსენებლის აპლიკაციის გახსნის გარეშე.

ღონისძიებების გადატანა 2 ხელის გამოყენებით

 

დღის ან კვირის ხედის ეკრანიდან, ხანგრძლივად დააჭირე ღონისძიებაზე, რომლის გადატანაც გსურს მეორე ხელით კი აირჩიე ის დღე, სადაც გსურს ამ ღონისძიების გადატანა.

შემხსენებელი

შემხსენებლების სიის გაუმჯობესებული ხედი

 

შეცვლილია მთავარი სიის ხედის დიზაინი. შენ შეგიძლია მართო ეკრანის ზედა ნაწილში მოცემული კატეგორიები. კატეგორიების ქვეშ მოცემულია თარიღების მიხედვით დალაგებული შემხსენებლები. ასევე გაუმჯობესებულია გამოსახულებების და ვებ-გვერდის ბმულების შემცველი შემხსენებლის ეკრანის განლაგება.

მოახდინე შეხსენებების პერსონალიზაცია [6.1]

 

ასევე შეგიძლია დააყენო ფერები და ფონური გამოსახულებები მთლიან ეკრანზე გამოსახული შეხსენებებისთვის.

უკეთ მართე Reminder-ის კატეგორიები [6.1]

 

ახლა შეგიძლია აირჩიო კონკრეტული ხატულა შეხსენებების თითოეული კატეგორიისთვის. ასევე შეგიძლია ხშირად გამოყენებული კატეგორიები სიის დასაწყისში გადაიტანო.

შემხსენებლის ახალი კატეგორიები

 

ადგილის (Place) კატეგორიაში შეტანილია შემხსენებლები, რომლებიც შეტყობინებას გიგზავნიან კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე მისვლის შემდეგ, ხოლო No alert კატეგორიაში შეტანილია შემხსენებლები, რომლებიც შეტყობინებას არ აგზავნიან.

შემხსენებლების შექმნის მეტი ვარიანტები

 

როდესაც კონტენტს Reminder-ის აპლიკაციაში გააზიარებ, შესაძლებლობა გექნება გამოიყენო რედაქტირების ვარიანტების სრული რაოდენობა. გარდა ამისა, შემხსენებლის შექმნისას, შეგიძლია კამერით ფოტოები გადაიღო.

შემხსენებლები მთელი დღისთვის

 

ახლა უკვე შეგიძლია შემხსენებლები შექმნა მთელი დღისთვის და დააყენო მათ შესახებ შეტყობინების მიღების დროები.

Samsung Internet

სწრაფი და უსაფრთხო ავტორიზაცია passkey-ების გამოყენებით [6.1]

 

გამოიყენე passkey-ები ბიომეტრიული ავთენტიფიკაციის მეშვეობით ავტორიზაციის მხარდაჭერის მქონე ვებსაიტებზე. passkey-ები გაცილებით უსაფრთხოა და აღარ გჭირდება რთული პაროლების დამახსოვრება.

მოახდინე ჩანართების ჯგუფის სინქრონიზაცია სხვა მოწყობილობებთან [6.1]

 

ჩანართების ჯგუფი, რომელსაც ერთ მოწყობილობაზე ქმნი, გამოჩნდება სხვა Samsung Galaxy მოწყობილობაზე დაინსტალებულ Samsung Internet აპლიკაციაში, თუ ავტორიზაციას იმავე Samsung account-ით გაივლი.

ვიდეოების გაშვება ფონურ რეჟიმში

 

გააგრძელე ვიდეოს ხმის მოსმენა აქტიური ჩანართის დახურვის ან ინტერნეტის აპლიკაციიდან გამოსვლის შემდეგაც კი.

გაუმჯობესებული ჩანართების სია დიდი ზომის ეკრანებისთვის

 

როდესაც ინტერნეტის აპლიკაციას დიდ ეკრანზე იყენებ, მაგალითად პლანშეტზე პეიზაჟის ან Samsung DeX რეჟიმში, ჩანართების სია ნაჩვენებია 2 სვეტად, რაც მეტი ინფორმაციის ჩვენების საშუალებას იძლევა.

რჩეულების და ჩანართების გადატანა 2 ხელის გამოყენებით

 

ერთი ხელით ხანგრძლივად დააჭირე რჩეულზე ან ჩანართზე, რომლის გადატანაც გსურს, მეორე ხელით კი გახსენი რჩეულების საქაღალდე ან ჩანართების ჯგუფი, სადაც გსურს მისი გადატანა.

Samsung Cloud

მონაცემთა გაუმჯობესებული დაცვა [6.1]

 

ნუ იდარდებ, შენს მონაცემებზე წვდომა არავის ექნება შენ გარდა, მონაცემების გაჟონვის შემთხვევაშიც კი. შეგიძლია გაააქტიურო end-to-end დაშიფვრის ფუნქცია იმ მონაცემებისთვის, რომელთა სინქრონიზაციაც განხორციელებულია Samsung Cloud-ზე. 

Smart select

ნაბეჭდი კონტენტის ზომის შეცვლა ამ ტექსტის ამოღება

 

ეკრანზე გამოსახულების გამოტანის შემდეგ შეგიძლია მისი ზომის შეცვლა ან მასზე არსებული ტექსტის ამოღება.

გადიდებული ხედი

 

ეკრანის ზონის მონიშვნის შემდეგ, გამოჩნდება ამ ზონის გადიდებული ხედი, რაც საშუალებას გაძლევს  ზუსტად აირჩიო მონიშნული ზონის საწყისი და საბოლოო წერტილები.

ტექსტური ზარი

გადართე ტექსტურ ზარზე ზარის დროს

 

შენ შეგიძლია გადახვიდე ტექსტურ ზარზე ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, თუ ზარი უკვე მიმდინარეობს.6, 28

რეჟიმი და რუტინა

ჩართე ან გამორთე რეჟიმები მთავარი ეკრანიდან [6.1]

 

ახალი რეჟიმის  ვიჯეტი საშუალებას გაძლევს დაამატო რეჟიმები შენს მთავარ ეკრანზე, რათა მარტივად შეძლო მათი ჩართვა და გამორთვა.

რეჟიმების თანმიმდევრობის შეცვლა [6.1]

 

ახლა შეგიძლია შეცვალო „რეჟიმების“ ჩანართში ჩამოთვლილი რეჟიმების თანმიმდევრობა.

უნიკალური დაბლოკილი ეკრანი თითოეული რეჟიმისთვის

 

ავტომობილის მართვის, მუშაობის, ვარჯიშის და სხვა აქტივობებისთვის დააყენე  ინდივიდუალური დაბლოკილი ეკრანი, სხვადასხვა ფონური სურათით და საათის სტილით. ძილის რეჟიმისთვის აირჩიე მუქი ფონური სურათი, დასვენების რეჟიმისთვის კი დამამშვიდებელი სურათი. როდესაც კონკრეტული რეჟიმისთვის აირჩევ ბლოკირების ეკრანს, ამ რეჟიმის გააქტიურების დროს გამოჩნდება მისი ფონური სურათი.

ახალი რუტინები [6.1]

 

ახლა შეგიძლია დაიწყო რუტინა იმ დროს, როდესაც აპლიკაციაში მუსიკა ან ვიდეოა ჩართული, როდესაც რეკავს შენ მიერ შერჩეული მაღვიძარა ან როდესაც Smart view ირთვება ან ითიშება.

ახალი მოქმედებები

 

რუტინის ფუნქციას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, მაგალითად Samsung-ის კლავიატურის პარამეტრების შეცვლა.

ჭკვიანი რეკომენდაციები

ახალი ინტერფეისი

 

შეცვლილია ჭკვიანი რეკომენდაციების  ვიჯეტის დიზაინი, მისი განლაგება უკეთ არის შეხამებული მთავარი ეკრანის სხვა ხატულებთან.

პერსონალიზაციის მეტი შესაძლებლობა

 

ახლა უკვე შეგიძლია შეცვალო გამჭვირვალობა და აირჩიო თეთრი ან შავი ფონი. ასევე შეგიძლია აპლიკაციებს გაუთიშო ჭკვიანი  რეკომენდაციების ფუნქცია.

ძებნა

Google-ის ძიების რეკომენდაციები [6.1]

 

Finder-ის გამოყენებისას ასევე მიიღებ რეკომენდაციებს Google-ისგან ინტერნეტში რაიმეს ძებნის თაობაზე.

სწრაფი წვდომა აპლიკაციების ფუნქციებზე

 

როდესაც აპლიკაცია ძიების შედეგებში გამოჩნდება, მასზე ხანგრძლივად დაჭერის შემდეგ აისახება ამ აპლიკაციასთან დაკავშირებული ფუნქციები. მაგალითად, კალენდრის აპლიკაციის ძიების შედეგებში გამოჩნდება ღონისძიების დამატების ან კალენდრის თარიღის მოძებნის ღილაკები. თუ საძიებო ველში აპლიკაციის ნაცვლად აპლიკაციის ფუნქციის დასახელებას შეიყვან, ძიების შედეგებში აპლიკაციასთან ერთად ეს ფუნქციაც გამოჩნდება.

ჩემი ფაილები

გაათავისუფლე მოწყობილობის მეხსიერება

 

გამოჩნდება რეკომენდაციების ფანჯრები, რომლებიც დაგეხმარება მეხსიერების გაწმენდაში. ფუნქცია „ჩემი ფაილების“ შემოგთავაზებს უსარგებლო ფაილების წაშლას, გირჩევს cloud სივრცის გამოყენებას და გაჩვენებს, თუ რომელი აპლიკაცია იყენებს ყველაზე მეტ ადგილს მეხსიერების ბარათზე.22, 29

„გალერეასთან“ და „ხმის ჩამწერთან“ ინტეგრირებული ნაგვის ურნა.

 

„ჩემს ფაილებს“, „გალერეას“ და „ხმის ჩამწერს“ საერთო ნაგვის ურნა აქვს. თუ გახსნი „ჩემი ფაილების“ ნაგვის ურნას, იქ გამოჩნდება წაშლილი ფაილები, სურათები, ვიდეოები და აუდიო ფაილები. აქვე შეგიძლია აირჩიო ამ ფაილების აღდგენა ან სამუდამოდ წაშლა.

ფაილების კოპირება 2 ხელის გამოყენებით

 

ერთი ხელით ხანგრძლივად დააჭირე ფაილზე, მეორე ხელის გამოყენებით კი აირჩიე საქაღალდე, სადაც აპირებ ამ ფაილის გადატანას.

Samsung Pass

უფრო უსაფრთხო ავტორიზაცია passkey-ს გამოყენებით 

 

მხარდაჭერილ აპლიკაციებში ან ვებ-საიტებზე ავტორიზაციის გავლისთვის, გამოიყენე passkey. პაროლებისგან განსხვავებით, შენი passkey ინახება მხოლოდ შენს ტელეფონში, ამიტომ შეუძლებელია მისი ხელში ჩაგდება ვებ-საიტზე ჰაკერული თავდასხმის საშუალებით. passkey ასევე გიცავს ფიშინგ-შეტევებისგან, რადგან მისი გამოყენება მხოლოდ იმ ვებ-საიტზე ან აპლიკაციაში შეიძლება, სადაც მოხდა მათი რეგისტრაცია.

პარამეტრები

ელემენტის დაცვის მეტი გზა  [6.1]

 

აირჩიე სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი, რომელიც დაგეხმარება ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობის გაზრდაში. დაცვის საბაზისო დონის გამოყენებით შეძლებ ელემენტის მუხტის 95%-დან 100%-მდე დიაპაზონში შენარჩუნებას. ადაპტირებადი დაცვა შეაჩერებს დამუხტვის პროცესს შენი ძილის პერიოდში და დაასრულებს დამუხტვას შენს გაღვიძებამდე. მაქსიმალური დაცვისთვის ასევე შეგიძლია აირჩიო ელემენტის მაქსიმუმ 80%-მდე დამუხტვის პარამეტრი. 

ხმის ტრანსლაცია Auracast-ის მეშვეობით [6.1]

 

გააზიარე შენი ხმა ტელეფონის მეშვეობით. შენთან ახლოს მყოფ Bluetooth LE Audio მოწყობილობის მქონე პირს შეეძლება შენი ტრანსლაციის მოსმენა.30

უფრო ჭკვიანი „თვითმფრინავის რეჟიმი“

 

თუ შენი ტელეფონი „თვითმფრინავის რეჟიმშია“ და ამ დროს გაააქტიურებ Wi-Fi-ს ან Bluetooth-ს, შენი ტელეფონი ამ მოქმედებას დაიმახსოვრებს. შემდეგ ჯერზე, როდესაც ტელეფონს „თვითმფრინავის რეჟიმში“ გადაიყვან, Wi-Fi ან  Bluetooth გააქტიურებული დარჩება.

უფრო მარტივი წვდომა ელემენტის პარამეტრებთან

 

ელემენტის პარამეტრებს უკვე საკუთარი მაღალი დონის მენიუ გააჩნია, რათა უფრო მარტივად შეძლო ელემენტის მოხმარებაზე თვალყურის დევნება და მისი პარამეტრების მართვა.

მავნე პროგრამების ბლოკირება 

 

გააუმჯობესე შენი აპლიკაციების და მონაცემების დაცვის დონე. Auto Blocker თავიდან აგაცილებს უცნობი აპლიკაციების ინსტალაციას, შეამოწმებს მოწყობილობას მავნე პროგრამებზე და დაბლოკავს  შენს ტელეფონზე USB კაბელით გამოგზავნილ ყველა საზიანო ბრძანებას.

სპეციალური შესაძლებლობები

Relumino კონტურები  [6.1]

 

გაუკეთე კონტურები გამოსახულებებსა და ვიდეოებში არსებულ ობიექტებს, რათა გახადო ისინი მარტივად გარჩევადი დაქვეითეუბული მხედველობის მქონე პირებისთვის.

მხედველობის გაუმჯობესება უფრო მარტივია

 

ხმოვანი დახმარებისა და ხილვადობის გაუმჯობესების მენიუები გაერთიანებულია Vision-ის გაუმჯობესების მენიუში უფრო სწრაფი და მარტივი წვდომისთვის.

გამოსახულების გადიდების ახალი ვარიანტები

 

შეცვალე გამოსახულების გადიდების ფანჯრის დიზაინი. შეგიძლია აირჩიო სრული ეკრანი, ნახევარი ეკრანი ან ნება დართო მათ ჩანაცვლებას.

კურსორის სისქის შეცვლა

 

ახლა უკვე შეგიძლია ტექსტის რედაქტირების დროს გამოჩენილი კურსორის სისქის გაზრდა.

გაიგე მეტი „სპეციალური შესაძლებლობების“ შესახებ

 

„სპეციალური შესაძლებლობების“ პარამეტრებს დაემატა Samsung Accessibility ვებ-გვერდის ბმული, რაც შესაძლებლობას გაძლევს მეტი გაიგო „სპეციალური შესაძლებლობების“ ფუნქციების და შესახებ და შეიტყო, თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტების გამოყენება ყველას შეეძლოს.

ციფრული ჯანმრთელობა

გაუმჯობესებული განლაგება 

 

შეცვლილია „ციფრული ჯანმრთელობის“ ფუნაციის დიზაინი, რაც საჭირო ინფორმაციის უფრო მარტივად მოძებნის შესაძლებლობას იძლევა.

მეტი კონტენტი შენს ყოველკვირეულ ანგარიშში

 

გამოყენების ყოველკვირეული ანგარიში საშუალებას გაძლევს აღმოაჩინო მოწყობილობის გამოყენების უჩვეულო შემთხვევები, გაიგო, თუ დღის რა პერიოდში იყენებ მას ყველაზე ხშირად და როგორ დააბალანსო ეკრანთან გატარებული დრო.

ტელეფონი

უფრო მარტივია ვიდეოზარის ეფექტებსა და მიკროფონის რეჟიმზე წვდომა [6.1]

 

ვიდეოზარის ეფექტები და მიკროფონის რეჟიმი ახლა გამოჩნდება სწრაფ პანელში აუდიო და ვიდეო ზარების მიმდინარეობისას.

საათი

მაღვიძარას პერსონალიზაცია [6.1]

 

გამოიყენე გამოსახულება, ვიდეო ან AR ემოჯი თითოეული მაღვიძარასთვის პერსონალიზებული ეკრანის შესაქმნელად. ახლა განლაგების ისე შეცვლაც შეგიძლია, რომ მაღვიძარა ეკრანის სასურველ ადგილას გამოჩნდეს.

გაეცანი One UI-ს წინა ვერსიას

 

Galaxy S23 Ultra

Galaxy S24 | S24+ | S24 Ultra
Galaxy s23 Ultra სმარტფონის უკანა და წინა ხედი. Galaxy s23 Ultra სმარტფონის უკანა და წინა ხედი.
 

აპლიკაცია და სერვისები

Galaxy სმარტფონი აჩვენებს ხატებს სხვადასხვა აპლიკაციებისა და სერვისებისთვის. სმარტფონის ორივე მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ადამიანები, რომლებიც იყენებენ Galaxy მოწყობილობებს და პოზებს, რომლებიც დაკავშირებულია Galaxy აპებთან და სერვისებთან. Galaxy სმარტფონი აჩვენებს ხატებს სხვადასხვა აპლიკაციებისა და სერვისებისთვის. სმარტფონის ორივე მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ადამიანები, რომლებიც იყენებენ Galaxy მოწყობილობებს და პოზებს, რომლებიც დაკავშირებულია Galaxy აპებთან და სერვისებთან.
  • მახასიათებლების აღწერა დაფუძნებულია მიმდინარე და წინა ვერსიებს შორის განსხვავებებზე.
  • მახასიათებლები შეიძლება შეიცვალოს.
  • ხელმისაწვდომი ფუნქციები ან/და კონტენტი შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის მოდელის, ქვეყნის/რეგიონის და ოპერატორის მიხედვით.
  • ზოგიერთი ფუნქციის გამოსაყენებლად შესაძლოა საჭირო გახდეს Samsung-ის ანგარიშზე ავტორიზაციის გავლა..
  • ზოგიერთი ფუნქციის გამოსაყენებლად შესაძლოა საჭირო გახდეს ინტერნეტ-კავშირის გამოყენება.
  • Galaxy AI ფუნქციების გამოყენება შესაძლებელი იქნება უფასოდ, 2025 წლის ბოლომდე, მხარდაჭერილ Samsung Galaxy მოწყობილობებზე. მესამე მხარის მიერ მოწოდებული AI ფუნქციების გამოყენებისას შესაძლოა მოქმედებდეს სხვა პირობები.
  1. ხელმისაწვდომია Galaxy S21 სერიებზე, Z Flip3, Z Fold3, S22 სერიებზე, Z Flip4, Z Fold4, Tab S8 სერიებზე, Galaxy S23 სერიებზე, S23 FE, Z Flip5, Z Fold5, Tab S9 სერიებზე და S24 სერიებზე 2024 წლის მაორე კვარტალი-დან.
  2. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს ვიზუალური შესაბამისობის მიხედვით..
  3. მოწყობილობის ფუნქციონირება შესაძლოა დამოკიდებული იყოს შენი აპლიკაციის და მოწყობილობების პარამეტრებზე.
  4. ზოგიერთი ფუნქცია შესაძლოა არ იყოს თავსებადი კონკრეტულ აპლიკაციებთან.
  5. ხელმისაწვდომია Galaxy S22 სერიებზე, Z Flip4, Z Fold4, Tab S8 სერიებზე, S23 სერიებზე, S23 FE, Z Flip5, Z Fold5, Tab S9 სერიებზე და S24 სერიებზე 2024 წლის მაორე კვარტალი-დან.
  6. სერვისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ენის მიხედვით. კონკრეტული ენების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. 2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ხელმისაწვდომია 13 ენა.
  7. Live translate ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაინსტალებულ Samsung Phone აპლიკაციაში.
  8. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
  9. საჭიროა Samsung account-ზე ავტორიზაცია.
  10. მოქმედებს სიმბოლოების რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვა.
  11. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაინსტალებულ Samsung Voice Recorder აპლიკაციაში, ან Samsung Phone აპლიკაციის მეშვეობით ჩაწერილ ფაილებთან მიმართებაში.
  12. იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს აუდიო ფაილების დამუშავება, მათი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.
  13. Transcript Assist ფუნქციის გასააქტიურებლად საჭიროა ხანგრძლივობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
  14. ფუნქციის გასააქტიურებლად საჭიროა ხანგრძლივობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
  15. Generative edit ფუნქციის მეშვეობით ფოტოების რედაქტირებისას, ფოტოს ხარისხი იცვლება და ხდება 12MP. გამოსახულების შენახვისთანავე მასზე დაიტანება ხილული წყლის ნიშანი, იმაზე მისათითებლად, რომ გამოსახულების გენერირება მოხდა AI-ს მიერ.
  16. „Cmd“ იქნება Windows ღილაკი, Command ღილაკი, ან Search ღილაკი.
  17. ხელმისაწვდომია ზოგიერთ Samsung Galaxy Tablet და Z Fold სერიის მოდელებზე.
  18. ხელმისაწვდომია Galaxy S24, S23 და Z Fold5 სერიის მოდელებზე.
  19. არ მოქმედებს კონკრეტული ტიპის ვიდეოებთან მიმართებაში.
  20. პროექტის იმპორტირების და გაზიარებული კონტენტის რედაქტირების გაგრძელების ფუნქციები ხელმისაწვდომია მხოლოდ Studio-ს მხარდაჭერის მქონე მოწყობილობებზე, One UI 6.1 განახლებით. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაინსტალებულ Studio აპლიკაციაში, მისი Store-იდან ჩამოტვირთვა არ არის შესაძლებელი.
  21. ხელმისაწვდომია One UI 2.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე და Android OS 10 (Q OS) ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე მოწყობილობებზე. მხარდაჭერილი PC-ები მოიცავს Galaxy Books-ს, მათ შორის Qualcomm-ზე დაფუძნებულ PC-ებს, რომელიც გამოშვებულია 2020 წელს, ან უფრო გვიან და სხვა მწარმოებლების Windows PC-ებს, რომლებშიც ინტეგრირებულია Intel Bluetooth/Wi-Fi დრაივერები (OS: Windows 10 2004 ან უფრო ახალი ვერსია, Bluetooth დრაივერი: Intel 22.50.02 ან უფრო ახალი ვერსია, Wi-Fi დრაივერი: Intel 22.50.07 ან უფრო ახალი ვერსია). Quick Share ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Bluetooth და Wi-Fi კავშირი. იმ მოწყობილობების რაოდენობა, რომელზეც ერთდროულადაა შესაძლებელი Quick Share ფუნქციის ფაილების გასაზიარებლად გამოყენება, შესაძლოა განსხვავდებოდეს იმ მოწყობილობის Wi-Fi ჩიპის მიხედვით, რომლიდანაც ხდება გაზიარება. გაზიარების რეალური სისწრაფე შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის, ქსელთან კავშირის პირობების და მომხმარებლის გარემო პირობების მიხედვით.
  22. არ არის მხარდაჭერილი ჩინეთში.
  23. ხელმისაწვდომია Galaxy S24 სერიის და უფრო ახალ მოდელებზე.
  24. ჩამოტვირთვა შესაძლებელია Galaxy Store-იდან, One UI 2 ან უფრო ახალ ვერსიაზე ან Android OS10 (Q OS) ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე მოწყობილობებზე.
  25. ხელმისაწვდომია კონკრეტულ Galaxy Tab მოდელებზე, როგორიცაა მაგალითად Galaxy Tab S8, S9, A9+ და ა.შ.
  26. საჭიროებს Windows 11, 22H2 Build 22621 ან უფრო ახალ ვერსიას, Phone Link-ის დესკტოპ აპლიკაციის v1.22082.111.0 ან უფრო ახალ ვერსიას და Link To Windows ტელეფონის აპლიკაციის (წინასწარ დაინსტალებული Samsung-ის მოწყობილობებზე) v1.22082.142.0 ან უფრო ახალ ვერსიას.
  27. განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი კეთილდღეობის მიზნებისთვის.
  28. არ არის მხარდაჭერილი რუსეთში.
  29. ეს ფუნქცია მხარდაჭერილია მოწყობილობის შიდა მეხსიერებასთან და SD ბარათთან მიმართებაში.
  30. ხელმისაწვდომია Galaxy S24 სერიის, S23 სერიის, Z Fold5, Z Flip5 და Tab S9 სერიის მოდელებზე.