უფრო დიდი ეკრანი, უფრო ფართო შესაძლებლობები
Galaxy Tab A8 თხელი პლანშეტი (10.2 mm) საშუალებას გაძლევს, სრულად ისიამოვნო 10.5 ინჩიანი ეკრანით, შენი საყვარელი ფილმებითა და ინფორმაციით. აღმოაჩინე ახალი, საოცარი სამყარო.
* გამოსახულება იმიტირებულია დემონსტრირების მიზნით.თანამედროვე კლასიკა
Galaxy Tab A8-ის კლასიკური ესთეტიკა შესანიშნავად ერწყმის ვიზუალს. გლუვი ლითონის ჩარჩო მხოლოდ 6.9მმ სისქისაა და დამზადებულია Samsung-ის ტაბლეტების უკვე ნაცნობ სტილში. შენი სტილი რომელია? აირჩიე ერთ-ერთი ფერი: ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, ან ვარდისფერი.
* მოდელის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის ან ოპერატორის მიხედვით.ჩაიძირე გასაოცარ დინამიურ ხმებში
გართობის სულ სხვა დონე. Dolby Atmos® ტექნოლოგიის 4 სტერეო დინამიკის წყალობით, შეგიძლია ისიამოვნო განსაკუთრებული ჟღერადობით. Galaxy Tab A8 ტაბლეტი გთავაზობს ფილმების, მუსიკის, თამაშებისა და გართობის უსაზღვრო შესაძლებლობებს.
* გამოსახულება იმიტირებულია დემონსტრირების მიზნით.სიმძლავრე და მაღალი სიჩქარე
რვა ბირთვიანი პროცესორი, 4 GB ოპერატიული მეხსიერება და 128 GB შიდა მეხსიერება უმკლავდება ძლიერ დატვირთვას, სიჩქარის შემცირების ან ელემენტის დაცლის გარეშე. შეინახე შენი საყვარელი კონტენტი 1 TB-მდე microSD ბარათზე. მძლავრი 7,040mAh(ტიპური) ელემენტით და 15W სწრაფი დამუხტვით. არასდროს შეგეშინდება, რომ პლანშეტი შეიძლება ყველაზე ცუდ დროს გაგეთიშოს.
* Galaxy Tab A8 ოპერატიული მეხიერების და მუდმივი მეხსიერების რამდენიმე ვერსიითაა წარმოდგენილი. საბაზისო ვერსიას აქვს 3 GB ოპერატიული მეხსიერება და 32 GB მუდმივი შიდა მეხსიერება, ხოლო 4 GB ოპერატიული მეხსიერება ხელმისაწვდომია 64 GB ან 128 GB შიდა მეხსიერებით. * მეხსიერების ვერსიები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნისა და რეგიონის მიხედვით. * მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მეხსიერების ჯამური მოცულობა ნომინალურზე ნაკლებია, ოპერატიული სისტემის მონაცემებისა და მოწყობილობის ფუნქციონირებისთვის გამოყენებული საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შენახვის გამო. რეალური მეხსიერება შეიძლება განსხვავდებოდეს ოპერატორის მიხედვით და შეიძლება შეიცვალოს პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შემდეგ. *MicroSD მეხსიერების ბარათი იყიდება ცალკე. *გამოცდის ტიპური შედეგები მიღებულია მესამე მხარის ლაბორატორიებიდან. ტიპური მნიშვნელობა არის საშუალო მნიშვნელობა, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებას ელემენტის რამდენიმე ვარიანტის სიმძლავრის გაზომვაში, სტანდარტული IEC 61960 მეთოდით. ნომინალური (მინიმალური) სიმძლავრეა 6,820 mAh ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქსელის, გამოყენების მეთოდის და სხვა ფაქტორების მიხედვით. * სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა შესაძლებელია 15 W ადაპტერით (იყიდება ცალკე). კომპლექტში შედის 7.75 W დამტენი. * გამოსახულება იმიტირებულია დემონსტრირების მიზნით.
Screen Recorder - ვიდეო გაკვეთილების ჩასაწერად
Galaxy Tab A8-ის ამ ფუნქციით მარტივია ვიდეო გაკვეთილების პარალელურ რეჟიმში ჩაწერა. უყურე ეკრანს და ჩაინიშნე საკვანძო მომენტები. მაგარია! ვიდეო გაკვეთილი მზადაა. უყურე მას შენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს.
* გამოსახულება იმიტირებულია დემონსტრირების მიზნით.Samsung Kids: უსაფრთხო გასართობი ბავშვებისთვის
Samsung Kids რეჟიმი, საშუალებას გაძლევს ბავშვებისთვის შექმნა უსაფრთხო გარემო. მარტივად, დააჭირე საბავშვო რეჟიმის აიქონს სწრაფი წვდომის პანელზე და ისიამოვნე აპლიკაციების ვირტუალური სამყაროს პერსონაჟებით.
* Samsung Kids რეჟიმში კონტენტი შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის ან რეგიონის მიხედვით. * გამოსახულება იმიტირებულია დემონსტრირების მიზნით.გააკეთე მეტი და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები
გამოცადე ერთდროულად რამდენიმე ფანჯარასთან წვდომა. Galaxy Tab A8-ზე შეგიძლია ეკრანის შუაზე გაყოფა და ერთდროულად, ორი საქმის გაკეთება. ასევე შეგიძლია, შეცვალო ფანჯრის ზომა, გადაიტანო ფაილები და შეტყობინებები.
* გამოსახულება იმიტირებულია დემონსტრირების მიზნით.
უსაფრთხოება Samsung Knox-თან ერთად
Samsung Knox-ის მრავალდონიანი დაცვის სისტემა ინახავს შენს მონაცემებს. პერსონალური ინფორმაცია დაცულია მავნე პროგრამებისგან და ჰაკერების თავდასხმისგან, Knox-ის მრავალდონიანი დაცვის პლატფორმით.
* გამოსახულება იმიტირებულია დემონსტრირების მიზნით.
- * მხარდაჭერილია ყველა ფუნქცია, დაწყებული One UI 3.1-ით. One UI 3.1-ის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს მოწყობილობის, ქვეყნის, ან რეგიონის მიხედვით. * ყოველი მოწყობილობა უნდა განახლდეს One UI 3.1 ვერსიაზე, ქონდეს აქტიური Bluetooth კავშირი და დაკავშირებული იყოს Samsung-ის იმავე ანგარიშთან. * რამდენიმე მოწყობილობის ურთიერთქმედების ფუნქციები ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Inernet და Samsung Notes აპლიკაციებისთვის. ამ ფუნქციის მუშაობისთვის, ორი მოწყობილობა რეგისტრირებული უნდა იყოს იმავე Samsung ანგარიშზე და დაუკავშირდეს იმავე Wi-Fi ქსელს. ფუნქცია და Bluetooth კავშირი უნდა გააქტიურდეს ორივე მოწყობილობაზე. * გამოსახულება იმიტირებულია დემონსტრირების მიზნით.
მახასიათებლები
-
CPU სიჩქარე 2GHz
-
ზომა (მთავარი ეკრანი) 10.5" (266.9mm)
-
მთავარი კამერა - რეზოლუცია 8.0 MP
-
წონა (g) 508
მხარდაჭერა
იხილე პასუხები შენს კითხვაზე პროდუქტთან დაკავშირებით
ხშირად დასმული კითხვები
- რა გავაკეთო, თუ Samsung Galaxy-ს ელემენტი სწრაფად იცლება
- როგორ განვბლოკო Samsung Galaxy, თუ დამავიწყდა გრაფიკული გასაღები, PIN-კოდი ან პაროლი
- როგორ გადავტვირთო პარამეტრები (hard reset, factory reset) Samsung Galaxy მოწყობილობაზე
- როგორ გადავიღო ეკრანის ანაბეჭდი Samsung Galaxy სმარტფონზე ან პლანშეტზე
- Galaxy ტელეფონი ან პლანშეტი არ იტენება
{{family.currentModel.displayName}}
{{family.currentModel.modelCode}}
Price with discount: {{model.prices.currentPriceDisplay}}
Price before: {{model.prices.priceDisplay}}
-
{{summary.title}}
-
{{summary.title}}
შეადარე მოდელები
შეადარე მსგავს მოწყობილობებს