Galaxy Tab S9 სერია

*სიმულირებული გამოსახულება. მოდელთა და ფერთა ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნისა და ქსელის ოპერატორის მიხედვით. *Galaxy Tab S9, Tab S9+, Tab S9 Ultra შეფასებულია IP68 რეიტინგით. სატესტო პირობებიდან გამომდინარე, 1,5 მეტრამდე მტკნარ წყალში ჩაძირვა მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული მისი სანაპიროზე ან აუზზე გამოყენება.

  • Galaxy Tab S9 სერიის მოწყობილობა, რომლის ეკრანი ქვევითაა მიმართული, მაღლა დგას ლანდშაფტის რეჟიმში, ლურჯი ფონი ეკრანზე, რომელიც ხაზს უსვამს მის დიდ ეკრანს.
    პრემიუმ ეკრანი
  • გრაფიტის ორი Galaxy Tab S9 სერიის მოწყობილობა ჰაერში ცურავს ერთმანეთის საპირისპირო კუთხით და წინა და უკანა მხარე ჩანს. ორ მოწყობილობას ირგვლივ წყლის შხეფები ერევა.
    გამძლეობა
  • Galaxy Tab S9 სერიის მოწყობილობა ლანდშაფტის რეჟიმში სამეცნიერო ფანტასტიკური მოქმედების თამაშით ეკრანზე. ნაჩვენებია Snapdragon-ის ლოგო. 8 Gen 2 Galaxy-სთვის.
    შესრულება
  • Galaxy Tab S9 სერიის მოწყობილობის წინა ხედი კრემისფერში ლანდშაფტის რეჟიმში GoodNotes აპლიკაციის ეკრანზე და S კალამი, რომელიც ეხება მოწყობილობის ეკრანს. უკან, კიდევ ერთი Galaxy Tab S9 სერიის მოწყობილობა კრემისფერი ფერით, უკანა მხარეს წინ არის და ნაჩვენები Samsung-ის ლოგოთი.
    S Pen

ჩვენი ყველაზე დიდი Dynamic AMOLED 2X ეკრანი. უფრო ძლიერი და ამავდროულად წყალგამძლე.1 ჩვენი ყველაზე მძლავრი S Pen.

*Galaxy Tab S9 სერია არის პირველი წყალგამძლე და მტვერგამძლე Samsung Galaxy Tab S სერია IP68 რეიტინგით. **S Pen Galaxy Tab S9 სერიისთვის არის პირველი წყალგამძლე და მტვერგამძლე S Pen IP68 რეიტინგით.

Dynamic AMOLED 2X. ბრწყინვალე ეკრანი

სამი ზომა. ბუნების მიერ შთაგონებული ორი ფერი

აირჩიე შეუმჩნეველი, პროფესიონალური Graphite და რბილი, ბუნებრივი Beige ფერებიდან— ორივე გამოკვეთილია პრემიუმ დეტალებითა და თანაბარი, მკვეთრად დამუშავებული დახვეწილი ვიზუალის შესაქმნელად.

*ზემოთ მითითებული წონა დამოკიდებულია Wi-Fi-ს მოდელზე. 3. დიაგონალზე გაზომვით, Galaxy Tab S9 Ultra-ს ეკრანის ზომა არის 14,6" სრულ მართკუთხა ფორმაში, ხოლო მომრგვალებული კუთხეების გათვალისწინებით 14,5". Galaxy Tab S9+-ის ეკრანის ზომა არის 12,4" სრულ მართკუთხა ფორმაში, ხოლო მომრგვალებული კუთხეების გათვალისწინებით 12,4“. Galaxy Tab S9-ს ეკრანის ზომა არის 11" სრულ მართკუთხა ფორმაში და 10,9" მომრგვალებული კუთხეების გათვალისწინებით. რეალური ხილვადი არეალი შედარებით მცირეა მომრგვალებული კუთხეებისა და კამერის ჭრილის გამო. 4. პროდუქტის წონა განსხვავებულია 5G და Wi-Fi მოდელის მიხედვით. Galaxy Tab S9 Ultra 5G 737გრ, Wi-Fi 732გრ. Galaxy Tab S9+ 5G 586გრ, Wi-Fi 581გრ. Galaxy Tab S9 Ultra 5G 500გრ, Wi-Fi 498გრ. 5. მეტალის ჩარჩოების ანოდირებისთვის საჭირო საღებავები დამზადებულია 10%-იანი ნატურალური საღებავით.

მიიღე კრისტალივით სუფთა, კომფორტული ჩვენების გამოცდილება Dynamic AMOLED 2X-ის საშუალებით

სულერთია რომელს აირჩევ Galaxy Tab S9, Galaxy Tab S9+-ს თუGalaxy Tab S9 Ultra-ს, თითოეული მზადაა რეალობად აქციოს შენი კრეატიული ხედვა. სამივეს აქვს Dynamic AMOLED 2X ეკრანი, რაც უზრუნველყოფს განსაცვიფრებელ ფერებსა და ვიზუალს. ამასთანავე, მსუბუქია თვალებისთვის, რადგან შემცირებული აქვს ლურჯი შუქის გამოყოფის დონე.

*ეკრანის გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით.

ერთიანი დიზაინი. სილამაზე დეტალებშია

ყველაზე დიდი მნიშვნელობა პატარა დეტალებს აქვს. მოძრავი კამერის დიზაინის მსგავსი - შექმნილია იმისათვის, რომ ელეგანტურად წარმოაჩინოს კამერის განახლებული სისტემა. მეტი ბუნებრიობისთვის ჩვენ ხელახლა შევქმენით გვერდითი ღილაკების წყობა და დინამიკის განლაგება.

ერთიანი დიზაინი. სილამაზე დეტალებშია

ყველაზე დიდი მნიშვნელობა პატარა დეტალებს აქვს. მოძრავი კამერის დიზაინის მსგავსი - შექმნილია იმისათვის, რომ ელეგანტურად წარმოაჩინოს კამერის განახლებული სისტემა. მეტი ბუნებრიობისთვის ჩვენ ხელახლა შევქმენით გვერდითი ღილაკების წყობა და დინამიკის განლაგება.

ერთიანი დიზაინი. სილამაზე დეტალებშია

ყველაზე დიდი მნიშვნელობა პატარა დეტალებს აქვს. მოძრავი კამერის დიზაინის მსგავსი - შექმნილია იმისათვის, რომ ელეგანტურად წარმოაჩინოს კამერის განახლებული სისტემა. მეტი ბუნებრიობისთვის ჩვენ ხელახლა შევქმენით გვერდითი ღილაკების წყობა და დინამიკის განლაგება.

  • *გამოსახულება აღწერს Galaxy Tab S9 Ultra.-ს ფუნქციებს. * Galaxy Tab S8 Ultra-სთან შედარებით, Tab S9 Ultra-ს აქვს გაუმჯობესებული13MP და 8MP უკანა კამერა და 12MP 12MP ფართოკუთხოვანი ფრონტალური კამერა. Galaxy Tab S8+-სთან შედარებით, Tab S9+ -ს აქვს გაუმჯობესებული 13MP და 8MP უკანა კამერა და 12MP ფართოკუთხოვანი ფრონტალური კამერა. Galaxy Tab S9 -ს აქვს 13MP უკანა კამერა 12MP ფართოკუთხოვანი ფრონტალური კამერა.

ხასხასა ტონები. გასაოცარი ჩვენება

ეკრანზე ყველაფერი რეალისტური ჩანს მაღალი რეზოლუციის მქონე Dynamic AMOLED 2X ეკრანის საშუალებით. ცოცხალი ფერების ფართო სპექტრთან და შავ ფერთან ერთად, დეტალები უფრო მკვეთრი და მკაფიოა HDR10+ -ის გაუმჯობესებული ვიზუალის შედეგად, ხოლო სქროლვა მარტივია 120Hz -მდე გამოსახულების განახლების სიხშირით.

*ეკრანის გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით.

გააუმჯობესე თამაში ეპიკური, კინემატოგრაფიული ვიზუალებით

Galaxy Tab S9 სერია უზრუნველყოფს საინტერესო, ფოტორეალისტური გრაფიკის გეიმინგ გამოცდილებასTab-ის ფართო ეკრანზე მთლიან მარათონის განმავლობაში. ამ გამოცდილებას აუმჯობესებს იმერსიული აუდიო quad AKG -ის დინამიკის სისტემა და Dolby Atmos-ის თანმხლები ხმა.

*ეკრანის გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით. 6. OLED ეკრანმა, რომელიც გამოყენებულია Galaxy Tab S9 სერიაში, მიიღო „Eye Care“ სერტიფიკატი SGS-სგან ლურჯი სინათლის ზემოქმედების მკვეთრად შემცირების შესაძლებლობით. დამატებითი ინფორმაცია სერტიფიცირებასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია აქ: www.sgs.com/performance. 7. OLED ეკრანმა, რომელიც გამოყენებულია Galaxy Tab S9 სერიის ეკრანზე, მიიღო "Gaming Performance" სერტიფიკატი SGS-სგან,სიგნალის რეაქციის დროის 0.2მმ ან ნაკლები და 0.0005 ნიტი ან ნაკლები ცდომილება და იდეალური შავი ფერი მნიშვნელოვანი ფაქტორებია მაღალი ხარისხის განოსახულების მისაღებად დინამუირი და სწრაფი თამაშებისათვისსარგებლობისას. დამატებითი ინფორმაცია სერტიფიცირებასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია აქ: www.sgs.com/performance.

პირველი წყალგამძლე და მტვერგამძლე Galaxy S პლანშეტი

მიუხედავად რთული დღისა, Galaxy Tab S9 სერია ინარჩუნებს სიმტკიცესა და გამძლეობას. მეტალის გლუვი დიზაინი იდეალურად შეეფერება ჩვენს Armor Aluminum8 ჩარჩოს — რომელიც თავის პრესტიჟს არ კარგავს და შენს პლანშეტს დარტყმისა და დავარდნისგან იცავს. IP68 რეიტინგი9, ნიშნავს, რომ ეს პირველი წყალგამძლე და მტვერგამძლე Galaxy Tab S სერიაა, რაც კი ოდესმე ყოფილა.

* Armor Aluminum მოთავსებულია მეტალის უკანა მხარეს, რომელიც არ ფარავს Cam Deco-ს, Pen Deco-ს, გვერდით კლავიშებსა SIM ბუდეს. * Galaxy Tab S9, S9+ და S9 Ultra შეფასებულია IP68 რეიტინგით. ლაბორატორიული სატესტო პირობებიდან გამომდინარე, 1,5 მეტრამდე მტკნარ წყალში ჩაძირვა მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული მისი სანაპიროზე ან აუზზე გამოყენება. მოწყობილობის წყალგამძლეობა და მტვერგამძლეობა მუდმივი არაა. აღნიშნული შესაძლოა დროდადრო შესუსტდეს ბუნებრივი ცვეთის შედეგად. * მტვერგამძლეობა შემოწმებულია ლაბორატორიულ პირობებში მესამე მხარის მიერ: ტესტირების კამერაში, რომელშიც განთავსებული იყო ეს მოწყობილობა, 2 საათის განმავლობაში ხდებოდა 2 კგ ტალკის ფხვნილის შეფრქვევა (ნაწილაკების მაქსიმალური დიამეტრი - 0,05მმ) ერთ კუბურ მეტრზე (მოწყობილობის შიგნით ჰაერის წნევა გარემოს ჰაერის წნევაზე დაბალი იყო). შეფასებულიIP6X რეიტინგით. მტვერგამძლეობა შესაძლოა განსხვავდებოდეს რეალური გამოყენების პირობების მიხედვით.

S Pen. უფრო მძლავრი და სწრაფი,

ჩვენ ხელახლა შევქმენით S Pen იმისათვის, რომ იყოს IP68 წყალგამძლე , პლანშეტის მსგავსად. აღნიშნული ასევე გაუმჯობესებულია მთელ ზედაპირზე და გაზრდილია შეხებაზე რეაგირების მგრძნობელობა, რათა მოხდეს შემთხვევითი დაწკაპუნების რიცხვის შემცირება. შეაერთე დასატენად მაგნიტური ფიქსაციისა და ორმხრივმიმართული დამტენის საშუალებით.

*Galaxy Tab S9 სერიისთვის განკუთვნილი Inbox S Pen წყალგამძლე და მტვერგამძლეა IP68 რეიტინგის მიხედვით. ლაბორატორიული სატესტო პირობებიდან გამომდინარე, 1,5 მეტრამდე მტკნარ წყალში ჩაძირვა მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული მისი სანაპიროზე ან აუზზე გამოყენება. S Pen -ის წყალგამძლეობა და მტვერგამძლეობა მუდმივი არაა. აღნიშნული შესაძლოა დროდადრო შესუსტდეს ბუნებრივი ცვეთის შედეგად. 12. მტვერგამძლეობა შემოწმებულია ლაბორატორიულ პირობებში მესამე მხარის მიერ: ტესტირების კამერაში, რომელშიც განთავსებული იყო ეს მოწყობილობა, 2 საათის განმავლობაში ხდებოდა 2 კგ ტალკის ფხვნილის შეფრქვევა (ნაწილაკების მაქსიმალური დიამეტრი - 0,05მმ) ერთ კუბურ მეტრზე (მოწყობილობის შიგნით ჰაერის წნევა გარემოს ჰაერის წნევაზე დაბალი იყო). შეფასებული IP6Xრეიტინგით. მტვერგამძლეობა შესაძლოა განსხვავდებოდეს რეალური გამოყენების პირობების მიხედვით. *მოაშორე ზედმეტი წყალი S Pen -ს მშრალი ტილოს ან პირსახოცის საშუალებით გამოყენებამდე ან პლანშეტთან დაკავშირებამდე.

გაუმჯობესებული გარე ხედვა Vision Booster-ის საშუალებით

Vision Booster საშუალებას გაძლევს კარგად დაინახო ეკრანი ნათელ ადგილებში ჭკვიანი ალგორითმის საშუალებით, რომელიც აფიქსირებს მზის სხივებს და ეკრანს შესაბამისად ანათებს. გადაადგილდი თავისუფლად სტუდიასა და შიდა ეზოში კონტრასტისა და ფერის გამაძლიერებლების საშუალებით, იმისათვის, რომ შეინარჩუნო ეკრანის სიხასხასე.

* Galaxy Tab S9სერიის Dynamic AMOLED 2X ეკრანი სერტიფიცირებულია VDE Germany-ის მიერ DCI-P3 ფერთა გამაში მობილური ფერის 100%-იანი მოცულობის მიღწევისთვის, რაც ნიშნავს, რომ ფოტოები არ ქრება და სიკაშკაშის სხვადასხვა დონის მიუხედავად წარმოუდგენლად ხასხასა ფერებს იღებ. ეკრანმა შეიძლება მაქსიმუმ 930 nits პიკურ სიკაშკაშეს მიაღწიოს, რაც აუმჯობესებს ციფრული კონტენტის მუქ და ღია ასპექტებს შორის არსებულ კონტრასტს და გაძლევს ფოტოს შესანიშნავ ხარისხს, 1 000,000:1 კონტრასტის პროპორციით იმისათვის, რომ გახადო შენი მობილურის გამოყენების გამოცდილება უფრო იმერსიული. Galaxy Tab S9 სერიას აქვს 420 nits მაქსიმალური სიკაშკაშე 750 nits პიკურ სიკაშკაშესთან ერთად Tab S9-სთვის, 650 nits Tab S9+ -სთვის და 930 nits Tab S9 Ultra-სთვის.

შემდეგი თაობის პროცესორი ახალი დონის, რეალისტური გეიმინგისთვის

ექსტრემალურად სწრაფი Snapdragon® 8 Gen 2 , რომელიცგანკუთვნილია Galaxy -ს პროცესორისთვის, გონივრულადაა დაპროექტებული ჩემპიონური დონის თამაშის წარმადობისა და ენერგიის დაზოგვის გაუმჯობესების მიზნით. გრაფიკული მოწყობილობა აძლიერებს რეალურ ანარეკლებსა და ჩრდილებს 3D გეიმინგ გარემოში იმერსიული გეიმინგ გამოცდილებისთვის.

*ეკრანის გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით. ** Snapdragon-ი Qualcomm Technologies, Inc.-ის ან/და მისი შვილობილი კომპანიების პროდუქტია. *** Snapdragon-ი Qualcomm Incorporated-ის სავაჭრო ნიშანი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.

იყავი კრეატიული ხანგრძლივად მომუშავე ელემენტთან ერთად

დაზოგე ენერგია ხანგრძლივად მომუშავე ელემენტთან ერთად. მას საკმარისი სიმძლავრე აქვს იმისათვის, რომ მთელი დღე გაგიძლოს და ამასთანავე, დაზოგოს ის იმ შემთხვევისთვის, თუ შენს ტელეფონს მხარდაჭერა დასჭირდება. შეაერთე დასატენად შენი Samsung Galaxy სმარტფონი USB-C სადენით. დანარჩენზე Fast Charging იზრუნებს.

* ტიპური მონაცემები ტესტირებულია მესამე მხარის მიერ ლაბორატორიულ პირობებში. ტიპური მონაცემები არის მიახლოებული საშუალო მნიშვნელობა, რომელშიც გათვალისწინებულია IEC 61960 სტანდარტის შესაბამისად შემოწმებული ელემენტის ნიმუშებს შორის ელემენტის ტევადობიდან გადახრა. შეფასებული (მინიმალური) ტევადობა არის 10,880 mAh Galaxy Tab S9 Ultra-სთვის, 9,800 mAh Galaxy Tab S9+-სთვის და 8,160 mAh Galaxy Tab S9-სთვის. ელემენტის რეალური მუშაობის დრო დამოკიდებულია ქსელის მდგომარეობაზე, გამოყენების პირობებსა და სხვა ფაქტორებზე. * 15W Fast Charging მხარდაჭერილია, როცა Galaxy Tab S9 სერიის ეკრანი გამორთულია და ელემენტის დონე სულ მცირე 30%-ია. * 15W Fast Charging Galaxy Tab S9 სერიისგან გამოიყენება მხოლოდ შემდეგ მოდელებზე Galaxy Z Flip4, Galaxy Z Fold4, Galaxy S23, Galaxy S22, Galaxy A53, Galaxy A33 და Galaxy Tab S8 სერიაზე, რომელიც Type-C სადენს იყენებს. ენერგიის წყარო განსაზღვრულია შემთხვევითობის პრინციპით, როდესაც ელემენტის სიმძლავრე გაზიარებულია Galaxy Tab S9 სერიის მოდელებს შორის. * დამუხტვის სიჩქარე დამოკიდებულია მის პირობებსა და სხვა ფაქტორებზე. * Type-C სადენი ცალკე იყიდება. რეკომენდებულია Samsung-ის მონაცემთა გადაცემის ორიგინალი სადენის გამოყენება. * Samsung Galaxy სმარტფონი ცალკე იყიდება.

შეინახე შენი ინსპირაცია microSD ბარათზე

აარჩიე 1TB-მდე შიდა მეხსიერება, მოხაზე შენი შედევრი GoodNotes-ის საშუალებით და გამოიყენე microSD მეხსიერების დასამატებლად იმ შემთხვევაში, თუ დაგჭირდება მეტი სივრცე ვიდეოებისთვის, კომპოზიციებისთვის, hi-res ფოტოებისთვის და კიდევ უფრო მეტისთვის.

* MicroSD ბარათი ცალკე იყიდება. **1TB მეხსიერების ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ქვეყანაზე, რეგიონზე ან ქსელის ოპერატორზე, ხოლო მეხსიერების რეალური ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია წინასწარ დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. 1Tb-მდე მეხსიერება ხელმისაწვდომია Galaxy Tab S9 Ultra-სთვის, 512GB-მდე Tab S9+-სთვის და 256Gb-მდე Tab S9-სთვის.

* MicroSD ბარათი ცალკე იყიდება. **1TB მეხსიერების ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ქვეყანაზე, რეგიონზე ან ქსელის ოპერატორზე, ხოლო მეხსიერების რეალური ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია წინასწარ დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. 1Tb-მდე მეხსიერება ხელმისაწვდომია Galaxy Tab S9 Ultra-სთვის, 512GB-მდე Tab S9+-სთვის და 256Gb-მდე Tab S9-სთვის.

განავითარე ჩანიშვნის შესაძლებლობა, რომელიც ოპტიმიზირებულია დიდი ეკრანისთვის

მიეცი შენს წარმოსახვას თავისუფლება, გასცდეს საზღვრებს GoodNotes -თან ერთად პროფესიონალური ჩანიშვნებისას— აღნიშნული ოპტიმიზირებულია S Pen-ით უწყვეტი გამოცდილების უზრუნველსაყოფად და რეალურ ქაღალდზე მუშაობის შეგრძნების შესაქმნელად.25 გააკეთე ჩანახატები პორტრეტის რეჟიმში და დაარედაქტირე ჰორიზონტალური ხედვით ან პირიქით.

*სურათი წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით. რეალური UI შეიძლება განსხვავებული იყოს. *ბეჟ Galaxy Tab S9-ს მოყვება Beige S Pen. * GoodNotes აპლიკაციას ცალკე ჩამოტვირთვა სჭირდება Galaxy Store -დან და მოყვება 1 წლიანი სრული უფასო ვერსია. სრული უფასო პერიოდის დასრულების შემდეგ, გამოყენების გაგრძელების მიზნით საჭიროა დამატებით შეძენა. აპლიკაციის ხელმისაწვდომობა და მომსახურების პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნისა და რეგიონის მიხედვით.

მოათავსე S Pen NotePaper Screen-ის საშუალებით

'NotePaper Screen-ის საშუალებით წერა. ქაღალდზე კალმით წერის შემდეგ საუკეთესო ვარიანტია .26 დაამატე S Pen — საუკეთესო სახატავი ინსტრუმენტი უკეთესი ტილოების შესაქმნელად. ის მარტივად რეაგირებს ზეწოლასა და დახრაზე და საშუალებას გაძლევს შექმნა ჩანახატები და ილუსტრაციები მეტი სიზუსტითა და კონტროლით.

*სურათი წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით. რეალური UI შეიძლება განსხვავებული იყოს. **NotePaper Screen ცალკე იყიდება.

ჩანიშვნა უფრო მნიშვნელოვანი გახდა

გააუმჯობესე შენი პროდუქტიულობა S Pen-ით ჩანიშვნის გაძლიერებულ ფუნქციებთან ერთად. სწრაფად ჩაინიშნე ახალი იდეები ან ააგე დიაგრამა, რათა გამოხატო შენი აზრი. S Pen to Text-ის საშუალებით, შეგიძლია შენი ხელნაწერი ტექსტად აქციო ისეთ აპლიკაციებში, როგორიცაა: Google, Messages, Maps და სხვა.

*სურათი წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით. რეალური UI შეიძლება განსხვავებული იყოს.

*სურათი წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით. რეალური UI შეიძლება განსხვავებული იყოს.

ლაივ კოლაბორაცია Samsung Notes-თან ერთად

ჩართე შენი გუნდის წევრები "Brain Storming"-ის სესიებში, რომელიც მხარდაჭერილია S Pen-ითა და Samsung Notes-ით. გააზიარე ჩანიშვნები Samsung Galaxy-ს მოწყობილობებზე იმისათვის, რომ მოახდინო კონტენტის რედაქტირება აპლიკაციის საშუალებით, რეალურ დროში. გარდა ამისა, შეგიძლია მარტივად დაასკანერო რამდენიმე გვერდიანი დოკუმენტი და შეინახო ის „გალერეაში“ (Gallery) ვიდეო ზარებისას გამოყენების მიზნით.

*სურათი წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით. რეალური UI შეიძლება განსხვავებული იყოს.

Plus up your tablet experience

მიიღე PC-ს მსგავსი გამოცდილება მხოლოდ ერთი დაჭერით

მიამაგრე Book Cover Keyboard იმისათვის, რომ მარტივად ჩამოშალო გასაკეთებელი საქმეების სია. სრულიად განათებული ფუნქციური კლავიატურითა და სენსორული პანელით, იგი მხარს უჭერს DeX რეჟიმს უწყვეტი, PC-ს მსგავსი გამოცდილების მისაღებად. გამოიყენე აპლიკაციის სწრაფი ბმულები ეფექტურობის გაუმჯობესებისა და Samsung Galaxy -ს მოწყობილობებზე უსადენო დაკავშირების მიზნით რათა თავისუფლად დაწერო ეკრანზე.

* Book Cover Keyboard ცალკე იყიდება. პროდუქტი ხელმისაწვდომია Galaxy Tab S9 Ultra, Galaxy Tab S9+ -ზე და Galaxy Tab S9-ზე. პროდუქტის დიზაინი შეიძლება განსხვავდებოდეს მოდელის მიხედვით. * ფუნქციები და კლავიატურის კონფიგურაცია შეიძლება განსხვავდებოდეს მოდელის ან ენის ტიპის მიხედვით. ფონური განათების ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Galaxy Tab S9 Ultra-ს Book Cover Keyboard-ზე Fn + F12-ზე დაჭერით. * აპლიკაციის სწრაფი ბმულები ხელმისაწვდომია მხოლოდ Galaxy Tab S9 Ultra-ზე და მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შერჩეულ აპლიკაციებზე. * Wireless Keyboard Sharing მხარდაჭერილია Samsung Galaxy Tab -ის მოწყობილობებზე, რომლებიც იყენებს One UI 2.5-ს ან ახალ ვერსიას და დაკავშირებულია Book Cover Keyboard-თან POGO-ს საშუალებით. არ არის ხელმისაწვდომი სმარტფონის შერჩეულ მოდელებზე. * Wireless Keyboard Sharing-ის გამოყენება მაქსიმუმ სამ მოწყობილობაზეა შესაძლებელი. იმისათვის, რომ ჩართო Wireless Keyboard Sharing, ორივე მოწყობილობა ერთსა და იმავე Samsung account-ს უნდა იყენებდეს. წარმადობა შეიძლება განსხვავდებოდეს მომხმარებლის ქსელური გარემოს მიხედვით. * Wireless Keyboard Sharing-ის ჩართვა და გამორთვა შესაძლებელია პარამეტრებიდან (Settings) > ზოგადი მართვა (General Management) > (კლავიატურა)Physical Keyboard > (კლავიატურის გაზიარება) Share keyboard.

გადაიღე ტელეფონით და გააზიარე პლანშეტზე

გადაიტანე დიდი ფაილები Samsung Galaxy ერთი მოწყობილობიდან მეორეზე სწრაფად Quick Share-ის საშუალებით. გახსენი LumaFusion იმისათვის, რომ ისარგებლო გაფართოებული ეკრანით და დაარედაქტირო, მოჭრა და სიზუსტით მოხაზო საბოლოო დეტალები.

*სურათი წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით. რეალური UI შეიძლება განსხვავებული იყოს. * ხელმისაწვდომია მოწყობილობებზე, რომლებიც იყენებენ One UI 2.1 -ს ან შემდგომ დაინსტალირებულ ვერსიას და საჭიროებს Quick Share-ს, Quick Share Connectivity -სა და Quick Share Agent-ის აპლიკაციის განახლებებს. Quick Share-ის გამოყენებისთვის საჭიროა Bluetooth Low Energy და Wi-Fi კავშირი. ზოგიერთ აპლიკაციაზე შეიძლება არ იყოს მხარდაჭერილი Quick Share. * LumaFusion აპლიკაცია საჭიროებს ცალკეულ შეძენასა და ჩამოტვირთვას. აპლიკაციის ხელმისაწვდომობა და მომსახურების პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნისა და რეგიონის მიხედვით.

კრეატიულობის გაუმჯობესება და მულტიტასკინგი

შენს პლანშეტზე ხატვა უფრო მარტივია ახალ მარტივ რეჟიმთან ერთად Clip Studio Paint-ზე. გააუმჯობესე მულტიტასკინგი მულტი კონტროლის გამოყენებით შენს ტელეფონზე, რომელიც საშუალებას გაძლევს აიღო და გადაიტანო გამოსახულებები მოწყობილობებს შორის ან სწრაფად გაგზავნო ფაილები შენი სმარტფონიდან პლანშეტზე და იქ გააგრძელო მათი რედაქტირება.

*სურათი წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით. რეალური UI შეიძლება განსხვავებული იყოს. *Book Cover Keyboard ცალკე იყიდება. Galaxy Z Flip5 ცალკე იყიდება. *საჭიროებსClip Studio Paint-ის წევრობას. წინასწარი ჩამოტვირთვა მხარდაჭერილია შერჩეულ ბაზრებზე. Clip Studio Paint-ის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Galaxy Store -იდან შერჩეულ ბაზრებზე. * მულტი კონტროლი, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ Galaxy სმარტფონებზე, მხარდაჭერილი One UI 5.1-ით ან შემდგომი ვერსიით და Galaxy Tab -ის მოწყობილობებზე, მხარდაჭერილი One UI 4.1-ით ან შემდგომი ვერსიით და მულტი კონტროლის ქმედებებით, შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი ზოგიერთ აპლიკაციაში. არ არის ხელმისაწვდომი სმარტფონის შერჩეულ მოდელებზე. * Clip Studio Paint -ის აპლიკაცია წინასწარ არის დაინსტალირებული შერჩეულ ბაზრებზე. Clip Studio Paint-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Galaxy Store-იდან და მოყვება უფასო 6 თვიანი საცდელი ვერსია მომხმარებლებისთვის, რომლებიც პირველად იყენებენ მას. საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ, შემდგომი გამოყენებისთვის საჭიროა ერთთვიანი ან ყოველწლიური ფასიანი გამოწერა. მომსახურების პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნისა და რეგიონის მიხედვით.

დაყავი ეკრანი. გააუმჯობესე პროდუქტიულობა

გაართვი თავი რამდენიმე დავალებას ერთდროულად. შენ შეგიძლია მოხაზო არქიტექტურული გეგმები და აირჩიო მიმზიდველი ვიზუალი და ვიდეო სასაუბრო — ეს ყველაფერი ერთ ეკრანზე, ფანჯრის დახურვის გარეშე.

*სურათი წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით. რეალური UI შეიძლება განსხვავებული იყოს. Book Cover Keyboard ცალკე იყიდება. *Google Meet -ისა და Microsoft 365 -ის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Google Play-დან. Google Meet-ი Google LLC-ს სავაჭრო ნიშანია. *ეკრანზე ერთდროულად შესაძლებელია მაქსიმუმ სამი აპლიკაციის გახსნა. * ზოგიერთ აპლიკაციაში მულტიტასკინგი მხარდაჭერილი არაა.

*სურათი წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით. რეალური UI შეიძლება განსხვავებული იყოს. Book Cover Keyboard ცალკე იყიდება. *Google Meet -ისა და Microsoft 365 -ის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Google Play-დან. Google Meet-ი Google LLC-ს სავაჭრო ნიშანია. *ეკრანზე ერთდროულად შესაძლებელია მაქსიმუმ სამი აპლიკაციის გახსნა. * ზოგიერთ აპლიკაციაში მულტიტასკინგი მხარდაჭერილი არაა.

აღმოაჩინე Galaxy Tab S9 სერია შეუჩერებელი წარმადობით

Discover the Galaxy Tab S9 Series with unbeatable performance

მახასიათებლები

  • ეკრანი 12.4" (315.0mm)
  • მთავარი კამერა - რეზოლუცია 13.0 MP + 8.0 MP
  • წონა (g) 586
  • პროცესორი 3.36GHz, 2.8GHz, 2GHz

{{family.currentModel.displayName}}

{{family.currentModel.modelCode}}

ფერი : {{chip.displayName}}
{{model.prices.currentPriceDisplay}}
{{model.prices.monthlyPrice}}დან თვეში {{model.prices.months}} თვეში
ან {{model.prices.currentPriceDisplay}}
Price without VAT: {{model.prices.vatFreePriceFormatted}}

Price with discount: {{model.prices.currentPriceDisplay}}

Price before: {{model.prices.priceDisplay}}

{{model.prices.priceDisplay}} {{model.prices.savePrice}}
  • {{summary.title}}

    {{summary.value}}{{summary.unit}}

  • {{summary.title}}

შეადარე მოდელები

შეადარე მსგავს მოწყობილობებს

ბოლოს ნანახი

ძირითადი ფუნქცია შეიძლება განსხვავდებოდეს ძირითადი მახასიათებლისგან.

ყველა სურათი არის მხოლოდ ილუსტრაცია, ყველა აქსესუარი იყიდება ცალკე.

მოწყობილობის ყველა მახასიათებელი და სპეციფიკაცია აქტუალურია გაყიდვების დაწყების დროს, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს მომავალში წინასწარი შეტყობინების გარეშე.

მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი შიდა მეხსიერების რაოდენობა ნაკლებია მოწყობილობის მთლიან მეხსიერებაზე, რადგან მეხსიერების ნაწილი დაკავებულია ოპერაციული სისტემის მიერ და აპლიკაციებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მოწყობილობის მუშაობას. მომხმარებლის რეალური მეხსიერება შეიძლება განსხვავდებოდეს ოპერატორის მიხედვით და სისტემის განახლების შემდეგ.

ქსელი: მხარდაჭერილი სიხშირის დიაპაზონი შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონისა და ქსელის პროვაიდერის მიხედვით.