საქმიანობის მიმართულება

საქმიანობის მიმართულება

აიყვანე შენი კარიერა ახალ სიმაღლეებზე.

აიყვანე შენი კარიერა ახალ სიმაღლეებზე.

Samsung Electronics-ს 200-ზე მეტი წარმომადგენლობა აქვს, 70-ზე მეტ ქვეყანაში და ჩვენი თანამშრომლები საქმიანობის ყველა სფეროში ასრულებენ ინოვაციურ სამუშაოს, შეაქვთ თავისი წვლილი ახალი გადაწყვეტილებების მიღებასა და იმ ახალი პროდუქტების შექმნაში, რომლებსაც მილიონობით ადამიანი იყენებს ყოველდღიურად.

გაყიდვები და მარკეტინგი

Samsung არის მსოფლიოში აღიარებული ბრენდი. ჩვენ ვართ მსოფლიო ბაზარზე ლიდერები, სხვადასხვა პროდუქტის კატეგორიაში, მათ შორისაა სმარტფონები, ტელევიზორები და ნახევარ გამტარები. ჩვენი გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილებებში, როგორც B2C, ასევე B2B, ყველა თანამშრომელს შეაქვს თავისი წვლილი Samsung-ის პროდუქტების პოპულარიზაციაში, მთელს მსოფლიოში.

კვლევა და განვითარება

კვლევა და განვითარება საფუძვლად უდევს ჩვენს კომპანიას. ჩვენ იმაზე მეტ ინვესტიციას ვაკეთებთ ახალი ტექნოლოგიების კვლევასა და განვითარებაში, ვიდრე ვინმე სხვა, არსებულ ინდუსტრიაში. იმის მიუხედავად, ხარ თუ არა ტექნიკური ინჟინერი ან პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი (ან ორივე), Samsung-ში შეგიძლია იმუშაო მომავალი თაობის მოწყობილობებზე და მოიძიო ის გადაწყვეტები თუ მიგნებები, რომლებიც დაგვეხმარება შევქმნათ ინოვაციური პროდუქტები.

დიზაინი

ყველა ადამიანი განსხვავებულია, ამიტომ ჩვენ არ ვიყენებთ ერთნაირ მიდგომას დიზაინისადმი. ჩვენ გვყავს დიზაინერები, რომლებიც მსოფლიოს ყველა რეგიონში მუშაობენ. ისინი სიღრმისეულად ეკიდებიან კლიენტების უნიკალურ მოთხოვნებს და უხამებენ თავიანთ იდეებს, ამ გზით იღებენ საუკეთესო პროდუქტს და გადაწყვეტილებებს. Samsung-ში არის დიდი შესაძლებლობები, იმუშაო სხვადასხვა სფეროში, დაწყებული პროდუქტის დიზაინის, UI/UX და გრაფიკული დიზაინის ჩათვლით.

საერთო ხელმძღვანელობა

ისეთ დიდ კომპანიაში, როგორიც ჩვენია, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდები, რომლებიც, მართავენ რესურსებს და მხარს უჭერენ ბიზნეს ოპერაციებს.Samsung-ში შენ გაქვს შესაძლებლობა, გააკეთო მნიშვნელოვანი საქმე გლობალური მასშტაბით, რაც გადამწყვეტია კომპანიის მომავალი წარმატებისთვის. მაგალითად როგორიცაა- დაგეგმვის, ფინანსების, კომუნიკაციების, ადამიანური რესურსების, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის, იურიდიული თუ შესყიდვების მიმართულებები.
Samsung-ში შენ გაქვს შესაძლებლობა გააკეთო მნიშვნელოვანი სამუშაო გლობალურ დონეზე, რაც გადამწყვეტია კომპანიის სამომავლო წარმატებისთვის.

გაიგე მეტი ჩვენთან დასაქმების შესაძლებლობებზე. გააკეთე განაცხადი და შემოგვიერთდი.