მუშაობა SAMSUNG-ში

მუშაობა SAMSUNG-ში

მიიღე მონაწილეობა
შემუშავებაში
ნამდვილი ინოვაცია

მიიღე მონაწილეობა შემუშავებაში
ნამდვილი ინოვაცია

მიიღე მონაწილეობა რთული გამოწვევების დაძლევაში

ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ვუმკლავდებით რთულ გამოწვევებს და ვცდილობთ, საუკეთესოები ვიყოთ იმაში, რასაც ვაკეთებთ. ასეთი განწყობა არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა, რომელმაც გაგვხადა მსოფლიო ლიდერი. ჩვენი ამბიცია არის, განვავითაროთ უახლესი ტექნოლოგიები, რათა შევძლოთ, შეუძლებელი საზღვრების გადალახვა.
შემოგვიერთდი ჩვენ და ერთად გავუმკლავდეთ მომავლის გამოწვევებს.

შექმენი ჩვენი სამყაროს მომავალი

Samsung-ში დასაქმებული ადამიანების მრავალფეროვნებამ, შემოქმედებითობამ და ენთუზიაზმმა, გაგვხადა ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური კომპანია მსოფლიოში. თანამშრომლები აგრძელებენ ჩვენი ინოვაციების გაუმჯობესებას.
ჩვენ ვმუშაობთ ღია, გუნდურ გარემოში, რაც ხელს უწყობს, ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლას. Samsung-ში, შენ იმუშავებ პროფესიონალ და კეთილგანწყობილ ადამიანებთან ერთად. შეძლებ შენი იდეების განხორციელებას, ახალი პროდუქტების შექმნას და ჩაერთვები იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც აყალიბებს ჩვენი სამყაროს მომავალს.

დადებითი გავლენა მსოფლიოზე

რა ხდის Samsung-ში მუშაობას მნიშვნელოვანს? იმის გააზრება, რომ შენ შეგაქვს მნიშვნელოვანი წვლილი იმ ტექნოლოგიების განვითარებაში, რომლებიც აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას მთელს მსოფლიოში. ჩვენ ასევე ვიყენებთ ტექნოლოგიებს, პროფესიული საზოგადოებების ზრდისა და განვითარებისთვის მთელ მსოფლიოში. Samsung-ში შენ გაქვს შესაძლებლობა, შეასრულო, ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც დადებით გავლენას ახდენს მსოფლიოზე.

გაეცანით საინტერესო შესაძლებლობებს, გააკეთე განაცხადი, შემოგვიერთდი ჩვენ