ბრენდი

როგორ იცვლება Bespoke შენთან ერთად

მაცივარი, რომლის დიზაინს თავად ქმნი

ცხოვრება სავსეა ცვლილებებით: რადიკალურიდან, მაგალითად საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, მცირე ცვლილებებამდე, მაგალითად საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვა. ინტერიერი Bespoke მაცივრები იცვლება მფლობელებთან ერთად და მზად არის ნებისმიერი ცვლილებისთვის.

განაახლე ტექნიკის იერსახე ნებისმიერ დროს და დაამატე ახალი მოდულები მაცივრის გასადიდებლად. ფაქტობრივად, საკუთარ Bespoke-ს თავად ქმნი.

შენზე მორგებული ტექნიკა,
რომელიც გამოყოფს შენს ინდივიდუალიზმს

Bespoke-ს დიზაინი შეგიძლია შეცვალო, როცა გინდა. რამდენჯერაც გინდა.

შეარჩიე ინტერიერზე და პირადად შენზე მორგებული დიზაინი და თუ გადაიფიქრებ, პრობლემა არ არის. უბრალოდ შეცვალე Bespoke-ის შეკვეთილი გარე პანელი და შეცვალე შენი სამზარეულოს სტილი ახალი მაცივრის შეძენის გარეშე.

არ არის აუცილებელი ერთ პალიტრაზე გაჩერება: შეუთავსე სხვადასხვა პანელები და განაახლე მაცივრის დიზაინი განწყობის მიხედვით.

მოდულური სისტემა
რომელიც შენთან ერთად იზრდება

გარემოება გვაიძულებს, მოვიშოროთ უსარგებლო ნივთები, შემდეგ ვიყიდოთ ახლები. თუ მარტო ცხოვრობ, პატარა მაცივარი საკმარისია, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა ოჯახი იზრდება და ბავშვები ჩნდებიან.

Bespoke აგარიდებს ასეთ პრობლმეებს. დაამატე დამატებითი მოდულები მაცივრის გასადიდებლად და პირიქით: მოხსენი ზედმეტი მოდულები, როცა არ გჭირდება.

სიმძლავრე,
რომელიც შენზე მუშაობს

პროდუქტების მომდევნო შეძენისას ბევრი ოცნებობს უფრო დიდ მაცივარზე. Bespoke - მოქნილია შიგნიდან და გარედან. დააყენე ისე, როგორც გჭირდებათ, აქ და ახლა.

შენ მიერ შექმნილი დიზაინი
შეიტყვე, როგორ ერგება Bespoke შენი ცხოვრების წესს.

სტუმრები გყავს და მაცივარში დამატებითი ადგილი გჭირდება? გადააქციე შენი საყინულე მაცივრად, ღილაკზე ერთი შეხებით.

როგორი გემოვნებაც არ უნდა გქონდეს, Bespoke უპრობლემოდ მოერგება შენს სახლს.

ნახე, როგორი მრავალფეროვანია Bespoke

დიზაინერებს ვთხოვეთ ეჩვენებინათ, როგორ შეუძლიათ Bespoke-ს მფლობელებს მაცივრის მეტად პერსონალიზაცია.

1,500 ადამიანი გამოგვეხმაურა. საუკეთესო პროექტების შეფასებაში მონაწილეობა მიიღო 30 ათასმა მომხმარებელმა, ხოლო შემდეგ, ფინალისტი ჩვენი ექსპერტების გუნდმა შეარჩია.

რამდენიმე ესკიზი:

4

მზად ხარ შექმნა შენი Bespoke?

ნახე, როგორი შეიძლება იყოს Bespoke.
შექმენი შენი სახლისთვის.

განაგრძე კითხვა