როგორ ჩამოვუშვათ წყალი საავარიო რეჟიმში და გავწმინდოთ სანიაღვრე ფილტრი Samsung-ის სარეცხ მანქანებში

რისთვის არის საჭირო ფილტრი და როდის უნდა ვწმინდოთ იგი

სანიაღვრე ფილტრი იცავს სარეცხი მანქანის ტუმბოს პატარა ნივთების მოხვედრისაგან (როგორებიცაა ცხვირსახოცი, ხურდა(მონეტები) , თმა , ძაფი და ა.შ.)

თუ ფილტრი გაბიდნულია, რეცხვის დროს ეკრანზე აისახება შეცდომის კოდი «5Е», «5C» ან «E2». ასეთ დროს წყლის გატუმბვა სარეცხი მანქანიდან არ ხორციელდება ჩვეულ რეჟიმში, ამიტომ საჭირო იქნება, რომ განხორციელდეს წყლის გაშვება საავარიო რეჟიმში.

რეკომენდირებულია ფილტრის გაწმენდა ყოველი 2-3 თვე.

როგორ ჩამოვუშვათ წყალი საავარიო რეჟიმში

ფილტრის გაწმენდვამდე, დაცალეთ სარეცხ მანქანაში დარჩენილი წყლისგან. ამისთვის საჭიროა :

  1. გამორთეთ სარეცხი მანქანა დენიდან.

  2. გამოაღეთ დაბლა მარჯვენა მხარეს მდებარე კარი (სახური).

  3. ოდნავ გამოსწიეთ საავარიო წყლის დაცლის მილი.

  4. მოამზადეთ დაბალი და ფართე რეზერვუარი წყლის დაცლისთვის. მოახსენით საავარიო მილის საცობი.

    შესაძლოა გართულებული იყოს საცობის მოხსნა , დაატრიალეთ იგი მარჯვნივ-მარცხვნივ და მოქაჩეთ თქვენსკენ.

    თუ წყლის დაცლას ახორციელებთ ასახული შეცდომის კოდის «5Е», «5C» ან «E2» გამო, მოამზადეთ რამოდენიმე რეზერვუარი - სარცხ მანქანაში შესაძლოა უხვი წყლის რაოდენობა იყოს.

  5. მიუშვირეთ მილი რეზერვუარს და დაელოდეთ, სანამ წყალი დაიცლება სარეცხი მანქანიდან.

  6. ჩასვით საცობი მილში და დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში.

  7. თუ დოლურაში არის ჩარჩენილი სარეცხი, გამოაღეთ კარი და გამოიტანეთ ისინი.

როგორ გავწმინდოთ ფილტრი

  1. სარეცხი მანქანის წყლის დაცლის შემდგომ მოხსენით ფილტრი, მისი დატრიალებით საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით. შესაძლოა ნარჩენი ცოტაოდენი წყალი გადმოვიდეს, ამისთვის ქვეშ დაუფინეთ ტილო.

  2. გამორეცხეთ ფილტრი წყლის ნაკადის ქვეშ ძველი ჯაგრისით.

  3. გაანათეთ ფილტრის ბუდე. მოიძიეთ წყლის ტუმბოს ფრთოვანა (წითელი დეტალი ფოტოზე) და მოახსენით მას ნარჩენები, ძირითადად ეს არის თმები ან ძაფები. მოხერხებულობისთვის, შეგიძლიათ, ფრთხილად გამოიყენოთ პინცეტი ან პატარა მაკრატელი.

  4. მჭიდროთ დახურეთ სანიაღვრე ფილტრი, მისი საათის ისრის მხარეს დატრიალებით.

  5. დახურეთ ფილტრის კარი (სახური)

შეაფასეთ სტატია

სტატია დაეხმარა?

რა შეიძლება გაუმჯობესდეს სტატიაში?


მოხარული ვიყავით, რომ სასარგებლო იყო

მადლობელი ვიქნებით, თუ გადახედავთ სხვა სტატიებს ან გააზიარებთ ამას.

ბოდიში, რომ ვერ დაგეხმარე

მოგვეცით კიდევ ერთი შანსი-დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის სამსახურს