როგორ დავაერთოდ სარეცხი მანქანის სანიაღვრე (წყლის გამომშვები) მილი კანალიზაციას

მილის საწყისი ნაწილი

მილის საწყისი ნაწილი დამაგრებულია სარეცხ მანქანაში .

მილის შუა ნაწილი

მილის შუა ნაწილი აწიეთ ზევით და დაამაგრეთ ქარხნულ სამაგრში.

შესაკრავები შეიძლება განთავსდეს თავზე ან გვერდებზე - ეს დამოკიდებულია სარეცხი მანქანის მოდელზე.

მილის ბოლო ნაწილი

მილის ბოლო ნაწილი ჩაუშვით ქვევით და შეაერთეთ საკანალიზაციო მილთან , ნაჩვენები ნებისმიერი სამი მეთოდით :

პირველი მეთოდი

დაამაგრეთ მილი სპეციალურ პლასტმასის დამჭერში და გადააცვით აბაზანისა ან ნიჟარის კიდურზე. სანიაღვრე მილი უნდა იქნას განლაგებული 60-90 სმ სიმაღლეზე.

მეორე მეთოდი

შეაერთეთ მილი ნიჟარის სიფონის სპეციალურ განშტოებაში და დაამაგრეთ ცალუღით. განშტოება უნდა იქნას განლაგებული ნიჟარის სანიაღვრე სიფონის მაღლა, რომ მილის ბოლო ნაწილი იატაკიდან იყოს არანაკლებ 60 სმ სიმაღლეზე.

თუ თქვენს სიფონს არ გააჩნია ასეთი განშტოება, შეიძინეთ ახალი სიფონი ან გამოიყენეთ სხვა მეთოდი.

მესამე მეთოდი

შეაერთეთ სანიაღვრე მილი საკანალიზაციო მილს პირდაპირ. ამისთვის გამოიყენეთ 60 - 90 სმ სიმაღლისა და არანაკლებ 5 სმ დიამეტრის, ვერტიკალური მილი.

მილების შეერთების ჰერმეტულობისთვის გამოიყენეთ სპეციალური მამჭიდროებელი.

რა სიგრძის მილი არის ნებადართული გამოყენებისთვის.

დამამზადებლის მხრიდან, რეკომედირებულია, გამოიყენოთ კომპლექტური სანიაღვრე მილი (ძირითადათ მისი სიგძეა 1,75 მეტრი). საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მილის გაზრდა 3 მეტრამდე.

რა მოხდება თუ არასწორად იქნა შეერთებული სანიაღვრე მილი

თუ არასწორად იქნა შეერთებული სანიაღვრე მილი, წყალი შეგროვდება სარეცხ მანქანაში და ჩაიქცევა კანალიზაციაში. თუ წყალი ჩაიქცა, რეცხვა ჩერდება და ეკრანზე აისახება შეცდომა «LE» ან «4Е». ძირითადად ეს ხდება რეცხვის დასაწყისში ან გავლების წინ.

შეაფასეთ სტატია

სტატია დაეხმარა?

რა შეიძლება გაუმჯობესდეს სტატიაში?


მოხარული ვიყავით, რომ სასარგებლო იყო

მადლობელი ვიქნებით, თუ გადახედავთ სხვა სტატიებს ან გააზიარებთ ამას.

ბოდიში, რომ ვერ დაგეხმარე

მოგვეცით კიდევ ერთი შანსი-დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის სამსახურს