ლაიფჰაკები

ნახშირბადის ზემოქმედების შემცირება
მოწყობილობებით: 4 ეკო რჩევა

დამუხტვის ოპტიმიზაცია, ძველი მოწყობილობების ახალი სიცოცხლე და პლანეტაზე ყოველდღიური ზრუნვის სხვა მეთოდები.

კლიმატის ცვლილების პრობლემების გადაწყვეტა მასშტაბურ და გაბედულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, თუმცა წვლილის შეტანა ყველას შეუძლია. დაიწყე ნაკლები ნახშირორჟანგისა და სათბურის გაზების გამომუშავებით: მცირე, მაგრამ მუდმივი წვლილი საერთო მიზნისთვის.

Galaxy-ს გადამუშავება
გადააქციე ძველი Galaxy ჭკვიან სენსორად².
1

მოუძებნე ახალი ფუნქცია ძველ მოწყობილობებს

ენერგოეფექტური სახლის აღჭურვისთვის არ არის საჭირო სენსორების ყიდვა. მათ ნაცვლად გამოიყენე ძველი ტელეფონები, Galaxy Upcycling პროგრამის დახმარებით.

4
2

სახლის ავტომატიზაცია ენერგიის დაზოგვის მიზნით

ენერგიის მოხმარების შესამცირებლად, საკმარისია გამორთო შუქი და კონდიციონერი, როდესაც აღარ გჭირდება. Galaxy S21 ამოცანას გაგიმარტივებს: დააკავშირე Smart Things-ის სახლის ავტომატიზაციის სისტემის მოწყობილობებთან.

3

იმუშავე უფრო დიდხანს ერთი დამუხტვით

რაც უფრო იშვიათად მუხტავ მოწყობილობებს, მით ნაკლებ ენერგიას ხარჯავ - არის მრავალი ფუნქცია, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ მოწყობილობებმა დიდხანს იმუშაონ. Galaxy S21 პარამეტრებში შეგიძლია ჩართო ელემენტის ოპტიმიზაცია და ღამის რეჟიმის ფუნქციები და გამორთო რეჟიმები, რომლებიც მოიხმარენ დიდ ენერგიას და არ არის საჭირო ოცდაოთხი საათის განმავლობაში, მაგალითად "ყოველთვის ეკრანზე" და გეოლოკაცია. ხოლო ენერგიის ადაპტირებადი დაზოგვის რეჟიმით, სმარტფონი სწავლობს შენს ჩვევებს და ავტომატურად აოპტიმიზებს ელემენტის მოხმარებას.

გლობალური მიზნები
Samsung და გაერო გაერთიანდნენ სამყაროს შესაცვლელად.
4

დააჭირე და დაეხმარე

შეგიძლია, დაეხმარო, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას უბრალოდ რეკლამაზე დაჭერით. Galaxy S21 აქვს აპლიკაცია Global Goals, რომელიც შემუშავებულია Samsung-ის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ. გახსენი, დააჭირე ნებისმიერ რეკლამაზე და მიღებული შემოსავალი მოხმარდება ერთ-ერთ გლობალურ მიზანს, მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, ენერგიის პასუხისმგებლიან მოხმარებას და წარმოებას. შენ თითის დაჭერაც არ დაგჭირდება. კარგი, მხოლოდ ერთხელ - რეკლამაზე დაჭერა.

¹ ბეტა სერვისი ხელმისაწვდომია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და კორეაში. ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ოპერატორზე.
² განახლების ფუნქცია ხელმისაწვდომია 2018 წლიდან გამოშვებულ ყველა S, Note და Z სერიებზე (S9, Note9 ან მომდევნო), Android 9 ან უფრო ახალი ვერსიით. მომავალში მხარდაჭერა უფრო მეტ მოდელზე გავრცელდება.
³ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები შეიძლება განხორციელდეს SmartThings Labs სერვისში, SmartThings აპლიკაციაში.

შეამცირე ნახშირბადის ზემოქმედება. შეიტანე წვლილი ცვლილებებში.

Galaxy S21-ით ენერგიის დაზოგვა უფრო ადვილია.

განაგრძე კითხვა